“თუკი ეკლესია დუმს და ერიდება სახელმწიფოსთან კონფლიქტს. თუკი მიტროპოლიტებიც დუმან, მონაზვნები არაფერს ამბობენ, მაშინ ვინღა ილაპარაკოს?”
წმინდა პაისი მთაწმინდელი (ათონელი)
სანამ პუბლიცისტიკის ანაბანას ვსწავლობდი, ლიტერატურულ წრეებში ამ საქმის უპირობოდ მიჩნეულ ავტორიტეტთაგან ხშირად მსმენია, ნებისმიერი წერილის მიმზიდველი, შინაარსის შესაბამისი, თვალში საცემი სათაური, ნაშრომის წარმატების ნახევარიაო?! ვინაიდან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემ მიერ შერჩეული სათაური ზემოხსენებულ კრიტერიუმს სრულად შეესატყვისებოდა, წინამდებარე წერილს ეპიგრაფად ბერი პაისის გამონათქვამი წავუმძღვარე.
სათაურიდან გამომდინარე ბევრი, ალბათ, იფიქრებს, რომ წერილის მთავარი თემა მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მომხდარი სამარცხვინო ინციდენტის განხილვა-ანალიზი იქნება. არა! ასეთ მოლოდინს, რომ იტყვიან, “ცივი წყალი უნდა გადავასხა”, რადგან ის, რაც 2021 წლის 9 მარტს მოხდა, არა მხლოდ ეკლესიის, არამედ. საზოგადოდ, ქვეყნის, ანუ ერისა და ბერის სავალალო მდგომარეობის აისბერგის ხილული ნაწილია და წერილის მთავარი თემა, გნებავთ ამოცანა, აისბერგის უხილავი ნაწილის დანახვა-გაანალიზებაა, რათა გავიგოთ, რისთვის, რატომ ვის გამო აღმოვჩნდით, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მმართულებით არასახარბიელო მდგომარეობაში.
ნაცებმა საქართველოს დაქცევა-განადგურების გზაზე პირველი ნაბიჯი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადადგეს, როდესაც ჩვენი მამა-პაპის არაერთი თაობის აღმზრდელი განათლების ქართული სისტემის მოსპობით დასავლელ “მეგობართა” რეკომენდაციით, ყველაფერ ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულსა და ამ ღირებულებათა შეუპოვარ მცველს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელ კათალიკოს-პატრიარქს შეფარული ბრძოლა გამოუცხადეს. შეფარული, რადგან “ნაცმოძრაობამ” საქართველოს საბოლოოდ განადგურება ხელისუფლებაში ყოფის 9 წლის განმავლობაში, საბედნიეროდ, ვერ შეძლო, მაგრამ იგივეს ქოც-ნაცებთან ტანდემში ცდილობს. ოღონდ მთავარი ოპოზიციის სტატუსით.
აქ ერთ სკანდალურ განცხადებას გავაკეთებ. კოვიდპანდემიის გამო ქვეყანაში, კარგა ხანია, საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და ე.წ. კომენდატის საათი მოქმედებს (ქოცების მრავალ ქმედებათა მსგავსად, ვერც ამ სისულელეს ვუპოვნე ახსნა _ რა, საღამოს 9 საათის შემდეგ კოვიდ ვირუსი უფრო ინტენსიურად მოქმედებს და ვრცელდება, ვიდრე 9 საათამდე?) და, როგორც მარტვილში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, საქართველოს დედაეკლესიის საპატრიარქოშიც და, შესაბამისად, ეპარქიათა მორწმუნე მრევლშიც საგანგებო ვითარებაა, რომელიც, თუ ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, აუცილებლად გამოსაცხადებელია, რათა ეკლესიის საპატრიარქოს წმინდა სინოდი, სასწრაფოდ და ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს “მეუფე ყანდურებისგან!” თქვენი მონა-მორჩილის ეს განცხადება ისეთი ტონალობისაა, რომ წინამდებარე წერილის ფინალადაც გამოდგებოდა, მაგრამ, არც ახლა არაუშავს, რადგანაც ეპილოგისთვის უმწვავესი “აკორდი” მაქვს ჩაფიქრებული.
“შევარდნაძის ჩაი” ხეირიანად გაცივებულიც არ იყო, რომ “ვარდების რევოლუციადწოდებული სახელმწიფო გადატრიალების მთავარი აქტორები, სოროსის ლეკვები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი წვრილფეხა ნაცლიბერასტების თანხლებით საგანგებო თათბირის ჩასატარებლად “სტუმრად” ეწვივნენ იმხანად საქართველოს 1-ელ არხს, დღეს ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს.
როგორც იმ თათბირის მონაწილე ირმა ინაშვილი (იმხანად რიგითი ჟურნალისტი, დღეს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” გენმდივანი) იხსნებს, “სტუმრებმა” არხზე მომუშავე ჟურნალისტებს საქართველოს დედა–ეკლესიისა და მისი წინამძღოლის, ილია II-ის დისკრედიტაცისთვის გამიზნული “დოკუმენტური” ფილმებისა და თოქშოუების გაკეთება დაავალეს. დამსწრეთგან ერთადერთმა ირმა ინაშვილმა დატოვა პროტესტის ნიშნად სოროსელთა თავყრილობა, თუმცა, დროებით _ მცირე ხნის შემდეგ დაბრუნებულმა პატარა პერფორმანსი მოუწყო “საპატიო სტუმრებს” _ მაცხოვარის ჯვრით ხელში და “ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!” ძახილით, აიაზმა აპკურა სატანის ნაშიერთ. შემდეგი ნაბიჯი იყო გლდანის ეკლესიის “კრაზით” შენგრევა, მორწმუნე მრევლის დარბევა და იეღოველების სექტასთან მებრძოლი, გლდანის ეკლესიის წინამძღვრის, მამა ბასილის დაპატიმრება გიგა ბოკერიას საამებლად (ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთ ანტიიეღოვურ აქციაზე ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის” მაშინდელი ლიდერი, ე.ი., თვითონაც სექტანტი, მამა ბასილის მრევლმა გვარიანად მიჟეჟა და სხვა ყველაფერთან ერთად ეს ბოღმაც ახრჩობდა). სიტყვამ მოიტანა და საპატრიარქოს მისამართით ერთი კითხვა გამიჩნდა _ რატომ და რისთვის არის ქართული ეკლესიიდან დღემდე განკვეთილი მამა ბასილ მკლავიშვილი? რა, მეუფე პეტრეს აღარ სჯობია? პეტრეს, რომელმაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შიგნიდან ააფეთქა და ახლა თავის სულიერ შვილებთან, ნაცებთან ერთად ლიბერასტული კონტრრევოლუციის მოწყობაზე ფიქრობს და მოქმედებს კიდეც. საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება ყოფილ “კმარელისა” და უწიგნური “პროფესორის” _ თეა თუთბერიძის სახელს უკავშირდება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა ინტერნეტსივრცეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეოკლიპები, შემდეგ კი, 2009 წლის 18 ოქტომბერს, ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, თუ პრეზიდენტებზე, რომის პაპსა და სხვა საჯარო პირებზე შეიძლება უხამსი კლიპების გადაღება, რუსეთის აგენტი პატრიარქი ვინ მიგდიაო?! მანვე ფეისბუკში გააკეთა თავისი გვერდი _ “მე მიყვარს ჩემი გეი-პატრიარქი” თუ არ ჩავთვლით პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე წერილს, ბუდარიხა თუთბერიძეს ერის სულიერი მამის შეურაცხყოფა ხახვივით შერჩა და მას შემდეგ დაუსჯელობით გათამამებულმა სხვა ბუდარა–ბუდარიხებმაც პატრიარქისა და დედაეკლესიის ლანძღვა–გინება ჩვეულებრივ ამბად აქციეს. თუნდაც “მწერალ” ზაზა ბურჭულაძის ნათქვამი რად ღირს, როცა ამ “ხლისტმა” უწმინდესისა და უნეტარესის ზოოპარკის გალიაში დამწყვდევა მოითხოვა ამ საჭირბოროტო თემის პულსზე ყოველთვის ედო ხელი “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას. ქვემოთ ქრონოლოგიურად შემოგთავაზებთ სტატიების მხოლოდ სათაურებს, ზოგჯერ მცირე კომენტარით, რათა დავინახოთ, როგორ ნელნელა, ნაბიჯ- ნაბიჯ მივდიოდით საშინელ მკრეხელობამდე…
* “მეუფე ყანდური” _ 2012 წლის სექტემბერი. სტატია, რომელშიც ვერაგობაში ვამხილე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრეს “ძმა და პირის ზიარება”, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სხვათა შორის, ჩემი თანაკლასელი, რომელსაც, თეა თუთბერიძის “ბუდარიხობისა” არ იყოს, მეტსახელად “ყანდური” მიეწება _ საავტორო უფლების დარღვევისთვის ფინანსურ კონპენსაციას არ ვითხოვ, უბრალოდ, მინდა იცოდეთ რომ ორივე “კლიჩკა” ჩემი დამკვიდრებულია ქართულ მედიაში. თუმცა რატომ ორი, როცა “ხლისტიბიც” ჩემია ისევე, როგორც “ლიბერასტები”. ეს სატრაბახოდ კი არა, ისე, ცნობისათვის.
* “გადამწყვეტი შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე”, 2015 წლის 21 ოქტომბერი;
* “პიდორ–ხლისტები ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ”, 2015 წლის 19 აგვისტო…
* “გვყავს ჭყონდიდელი, არ გვყავს დავითი”, 2016 წლის 10 თებერვალი…
* “როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურები სიკვდილს პატრიარქისა”, 2017 წლის 31 იანვარი _ სტატია, რომელშიც ე.წ. ციანიდის სკანდალამდე ყანდურობაში ვამხილე რიგი მაღალი იერარქიის სასულიერო პირები:
1.ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი _ პატრიარქის ძმისშვილი და, მიუხედავად ამისა, ლიბერალი;
2.ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი;
3.ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე;
4.ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი;
5.ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე.
ეს მიტროპოლიტები ლიბერალები არიან (მეტ-ნაკლებად), პატრიარქის კვერთხის დაუფლების მეტ-ნაკლები შანსით, მაგრამ ყოველგვარი მეტ-ნაკლებობის გარეშე ყველა მიშარასტია…
* “ნეოლიბერალთა ორკესტრირებული შეტევა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქზე”, 2019.
ბოლო სტატიაში გამოვეხმაურე ე.წ. ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც ჩვენი სათაყვანებელი უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში მხოლოდ იმიტომ რომ უწმინდსმა ლგბტ ღონისძიებებს ქართველი ერის შეურაცხყოფა უწოდა, ხოლო ჰომოსექსუალიზმს ავამყოფობა. რადგან ქართველების უმრავლესობისთვის საქართველო პატრიარქია, ხოლო პატრიარქი _ საქართველო, ევროკომისიის დასკვნა, უწინარესად, ქართველი ერის შეურაცხყოფაა, რაზეც ქოც-ნაცთა ხელისუფლებასა და მათ ტელევიზიებს კრინტიც არ დაუძრავთ _ ეგება ყოველდღიური საზრუნავით დაკავებულ ქართველ საზოგადოებას ვერაფერი გაეგო, მაგრამ… როდესაც 2019 წლის 13 აპრილს ე.წ. “დაიცავი საქართველო”-ს ყრილობაზე ღონისძიების წამყვანმა და საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორმა დავით მაღრაძემ სიტყვით გამოსვლის თხოვნაზე უარი მტკიცა, ჯერ ვაცალე პოეტს დასავლელი “მეგობრების” საამბელად ყრილობის იგლისურ ენაზე (?) გახსნა და შემდეგ სწორედ ევროკომისიის დასკვნით და დიდი ჭაბუას ავტოგრაფით “შეიარაღებული”, ძალით ავიჭერი ფილარმონიის სცენაზე და საზოგადოებას ვაუწყე ქოც-ნაცთა ხელისუფლების ცვედანობის შესახებ. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია დარბაზში და “დაიცავი საქართველოს” ლიდერებმა მიკროფონი გამომირთეს, მაგრამ გვიანღა, რადგან სათქმელი უკვე ნათქვამი იყო. ეს ყველაფერი სატრაბახოდ კი არა, წერილის თავში ხსნებული ბოლო “აკორდისათვის”. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი და უპირველესი ვაზირი (დღევანდელი მნიშვნელობით, პრემიერმინისტრი) დავით აღმაშენებელის აღმზრდელი, გიორგი ჭყონდიდელი იყო და, რადგან გვყავს ჭყონდიდელი (უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე), მაგრამ არა გვყავს დავითი, ისევ ბერი პაისი მინდა ვახსენო. რადგან ქვეყანა თავზე გვენგრევა, მაგრამ ერი მაინც დუმს, ბერმა არა მხოლოდ უნდა ილაპარაკოს, არამედ საქმეც უნდა აკეთოს იმ პრინციპით კი არა, რომლითაც ბოლო 30 წელიწადია, ვცხოვრობთ _მარჯვენა ყბაში თუ მოგდეს, მარცხენა მიუშვირეო, არამედ პირიქით, მარცხენაში თუ მოგდეს მარჯვენაში ისეთი თხლიშე, რომ შუა ბაზარი კოჯორი ეგონოს! ყარაჩოღელი გიჟუას პოლიტიკით რომ არ ვცხოვრობთ, იმიტომაც დავკარგეთ სოხუმ-ცხინვალი და აჰა, ჩვენი ისტორიული მტრები, უკვე გარეჯის წმინდა ლავრას გვედავებიან. სად არის გამოსავალი? ჩემი აზრით, საქართველოში უნდა ჩავატაროთ პლებისციტის მსგავსი ფარული გამოკითხვა, რომლის შედეგებიდან გამომდინარე, გამოვლინდება პატიოსანი ღვთისმსახურნი, შემდეგ სასულიერო პირებისა და ერისკაცებისგან შეიქმნას ორგანიზაცია, რომელსაც გარკვეული ვადით გადაეცემა აღმასრულებელი ხელისუფლება.
ყველა პეტრეს მსგავსი ნაბიჭვარი ხომ არ ზის წმინდა სინოდში?!
დავით მხეიძე