Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლური “ღირებულებების” მიმზიდველობა თუ ევრაზიული ცივილიზაცია?

დასავლური “ღირებულებების” მიმზიდველობა თუ ევრაზიული ცივილიზაცია?

დასავლური “ღირებულებების” მიმზიდველობა თუ ევრაზიული ცივილიზაცია?

აშშის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამას წინათ ერთი შეხედვით სენსაციური განცხადება გააკეთა: აშშ ამიერიდან უარს ამბობს დემოკრატიის ექსპორტზე, .., ამერიკული დემოკრატიის დასამყარებლად სხვა ქვეყნებში არსებული პოლიტიკური რეჟიმების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლაზე, რადგან მსგავსი ქმედებები, თურმე, კონტრპროდუქტიულია, უკუეფექტის მომტანი და ამერიკული დემოკრატიის დამყარებას პირადი მაგალითის მიმზიდველობის ძალით ვაპირებთო(?!).

ენტონი ბლინკენის განცხადებას აღიარებითი ჩვენებაც შეიძლება ვუწოდოთ. სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ აშშ გასული საუკუნის, სულ ცოტა, 2/3-ის განმავლობაში სწორედ სამხედრო ძალის გამოყენებით (ან მუქარით) ცვლიდა ამა თუ იმ ქვეყანაში მისთვის არასასურველ “ტოტალურ” რეჟიმს, ამიერიდან კი ისეთი ღირებულებების დემოკრატიას ააშენებს, რომლის მიზიდულობის ძალა სრულიად მსოფლიოს აზიარებს ამერიკული “დემოკრატიის სამოთხეს”. ამას დავუმატოთ ათწლეულების განმავლობაში არასამთავრობო “ფონდებში” ჩარიცხული მილიარდები და ნათელი იქნება ჩემ მიერ ზემოთ გამოთქმული სკეპტიციზმის საფუძვლიანობა დემოკრატიის დამყარების პირადი მაგალითის მიმზიდველობის ძალაზე.

აქედან გამომდინარე, უნებლიეთ, გაგახსენდება, რომ დასავლეთის მთავარი ღმერთი მამონაა, ხოლო მწვანე დოლარი _ მოციქული მისი, და ცხადი გახდება, რომ მსოფლიოს დე ფაქტო მმართველი ფინანსური წრეები (მოდი, მათ ყველას, სადაც დამჭირდება, სიმბლოურად სოროსისტებს ვუწოდებ) არ შეეგუებიან, რომ ასტრონომიული თანხები უნაყოფოდ, მიზნის მეტ-ნაკლებად მიუღწევლად გაქრეს. აკი შეიკრიბნენ კიდეც სულ ახლახან მსოფლიოს დე ფაქტო მმართველი როტშილდები და როკფელერები, როგორც ზემოთ შევთანხმდით. სოროსისტები, სულ 27 კაცის შემადგენლობით, რომის ე.წ. პაპის (პონტიფიკოსი და გნებავთ, მთელი ვატიკანი მას შემდეგ არის ჩემთვის “ე.წ.,” რაც რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა სატანის მოციქულ ლგბტ პირებს, რომ იტყვიან, ყველგან მწვანე აუნთო), ფრანცისკეს მეთაურობით. ამ ერთი შეხედვით უწყინარი შეკრებით სოროსისტებმა კაპიტალიზმის დამცველთა კლუბის დაარსება აუწყეს მსოფლიოს. რა სჭირს კაპიტალიზმს დასაცავი და ვისგან? თუ ვინმე დასაცავია, ეს ის ქართველი ინტელიგენტები არიან, რომლებიც მორცხვად იქექებიან ნაგვის ბუნკერში _ ჯიბესავსე და თავცარიელმა კაპიტალიტებმა ნაგავს ერთი ნაჭერი პური ხომ არ გადმოაყოლესო. ვფიცავ ყველა საფიცარს, როდესაც ვსადილობ, რომ იტყვიან, ყელში ლუკმა მეჩხირება, რადგან თვალწინ მიდგება “პადზემკებთან” არიგებულ-ჩარიგებული ხელგაწვდილი, სირცხვილისგან თავჩაქინდრული ქართველი მათხოვრები და ფუი, თქვენს კაცობას, მილიარდერო და მილიონერო ქართველებო (ინტერნტში ადვილად იპოვით მდიდარი ქართველების ჩამონათვალს)! იმიტომ, რომ ვერ მოგიხერხებიათ, თქვენს სისხლსა და ხორცს არ შიოდეს, არ სციოდეს და თავზე არ აწვიმ-ათოვდეს! კიდევ ერთხელ _ ფუი, თქვენს კაცობას, რადგან მარტივი ჭეშმარიტება არ იცით _ უბედურ ქვეყანაში, თუკაცი ხარ და ქუდი გხურავს”, ბედნიერი ვერ იქნები. არც მე გადამდის თავზე, მაგრამ მათხოვრის დანახვაზე მეც მასავით უბედურად ვგრძნობ თავს… და, ალბათ, ამიტომაც გავცდი წინამდებარე წერილის მთავარ თემას, თუმცა ვინ იცის, რომელია მთავარი?

XX საუკუნეში მსოფლიოს მთავარ მოთამაშეთა უპირველესი მიზანი რუსეთის იმპერიის (ცარისტული რუსეთით დაწებული, სტალინის რუსეთით გაგრძელებული, პუტინის რუსეთამდე) დაშლა-დანაწევრება იყო, თუმცა ეს პროცესი გაცილებით ადრე, ბიზანტიის მართლმადიდებელი იმპერიის დაცემა-განადგურებისთანავე დაიწყო, როდესაც ივანე მრისხანეს პერიოდის რუსეთმა თავი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველად, მეორე რომად გამოაცხადა, ხოლო მოსკოვი, შესაბამისად, მეორე კონსტანტინოპოლად. რუსეთის საფუძვლიან მისწრაფებებს წინ აღუდგა იმჟამინდელი მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ბრიტანეთის იმპერია, რომლის დაზვერვამ, უახლესი არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, მოაწამვლინა ივანე მრისხანეს მეუღლე, დედოფალი მართა, რაც, ისტორიკოსების ფრთხილი ვარაუდით, შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზთაგანი მეფის განსაკუთრებული მრისხანება-სისასტიკისა. რადგან ხელმწიფე ტახტის მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა, რუსეთში “ველიკაია სმუტას” სახელით ცნობილმა მრავალწლიანმა ანარქიამ დაისადგურა თავისი ცრუდიმიტრების სახით. არეულობა მანამდე გაგრძელდა, სანამ დიმიტრი პოჟარსკისა და სტეპან მინინის გმირობით რუსეთიდან არ განდევნეს პოლონეთის მეფე და დიდი ნოვგოროდის ე.წ. ზემსკი სობორმა პირველი რომანოვის მეფედ არჩევით სათავე არ დაუდო რომანოვების სამეფო დინასტიას. ახლა მავანი იკითხავს _ სად ერეკლე და სად ვრცელი ექსკურსი 400 წლისწინანდელ ისტორიაშიო? სად და ბოლო 4 საუკუნის განმავლობაში წუთითაც არ გაჩერებულა ორ იმპერიას შორის აშკარა (1853-1856 წლების ყირიმის) თუ ფარული (დაზვერვებს შორის) ომი და აი ახლაც ბრიტანთის საიდუმლო დაზვერვა _ “მი-6”, ერთერთი პირველი ვიოლინოა რუსთის მტრობაში. რუსეთის პირველი მტერი ბრიტანეთია, რომელსაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მოკავშირეობის დროსაც კი არ შეუწყვეტია დიპლომატიური თუ ცივი ომი. მაგალითად, ანტანტის ბლოკის წევრ რუსეთს, რომელიც გმირულად იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, წინასწრი პირობის თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე კონტროლი უნდა დაებრუნებინა, აქედან გამომდინარე, სტამბოლი მალე კონსტანტინოპოლად იქცეოდა, ხოლო მეჩეთად გადაკეთებული დიდებული აია-სოფია მსოფლიო მართლმადიდებლობის მთავარ სტატუსს დაიბრუნებდა. ყოველივე ეს შავი ზღვის გადაქცვას ნიშნავდა რუსეთის შიდა ტბად და აი, როდესაც ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის შემდეგ რუსეთის გამარჯვება მხოლოდ დროის ფაქტორი იყო, მისმა მოკავშირე ბრიტანეთმა თავისი ელჩის, ბიუკენენის, მეშვეობით თებერვლის რევოლუციას დაუჭირა მხარი _ კერენსკის პირადად გადასცა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი (იმხანად კოლოსალური თანხა) პეტროგრადსა და მოსკოვში არეულობების მოსაწყობად… ანუ, “მოკავშირემ” რუსეთს ზურგში მახვილი ჩასცა. თითქმის იგივე განმეორდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც _ როდესაც სსრკ-ის ჯარებმა გერმანელთა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის 2/3 გაანადგურეს და ბერლინის აღების ოპერაციას გეგმავდნენ, სსრკ-ის მოკავშირე ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი კატეგორიულად მოითხოვდა აშშ-ის პრეზიდენტისგან, რომ ამერიკელებს ერთი ატომური ბომბი მაინც აეფეთქებინათ მოსკოვის თავზე… ახლა კი დროა, ბრიტანელთა ვერაგობების აღწერის გამო უყურადღებოდ მიტოვებული იანკები და მათი გეგმები გავიხსენოთ.

გასულ კვირას რუსულმა RTR-მა რუსეთის პრეზიენტის ფრთიან ფრაზებად ქცეული გამონათქვამების ნაწილის კოლაჟი შემოგვთავაზა. მეც მხოლოდ განსაკუთრებით გონებამახვილურ ფრაზებს შეგახსენებთ: მაგალითად, თუ ჩხუბი გარდაუვალია, პირველმა უნდა დაარტვა _ ასე მასწავლეს ახალგაზრდობაში ლენინგრადის ქუჩაბანდებშიო; პრეზიდენტ ბუშს ასე “წაეღადავა” _ ისეთი დემოკრატია, ერაყში რომ დაამყარეთ, რუსეთში არ გვინდა”; გაეროს ტრიბუნიდან კი მსოფლიოს განუცხადა _ ახლა მაინც თუ ხვდებით, რა ჩაიდინეთ?!” და ა.შ. მაგრამ მე ერთმა ფრთიანმა ფრაზამ მომხიბლა, რომელიც არ ვიცოდი და წერილის სათაურის მიგნებაში დამეხმარა: როცა ამბობენ, რომ რუსეთი იმყოფება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არასწორია. ეს აღმოსავლეთი და დასავლეთი იმყოფება რუსეთის მარჯვნივ და მარცხნივ”.

რუსეთი ისეთ უზარმაზარ ტერიტორიაზე განფენილი ქვეყანაა, რომ მისი შესვლა ევროკავშირში იქნება თუ სხვა ნებისმიერი სახის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული წარმონაქმნში, ნონსენსი, სრული აბსურდია…

პუტინის ფრთიანმა ფრაზამ კიდევ ერთ “აღმოჩენამდე” მიმიყვანა _ თუ არსებობდა ანტიკური ცივილიზაციები (ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი) და არსებობს თანამედროვე დასავლური (წაიკითხე აშშ) თუ ლგბტ თემის დიქტატურის ცივილიზაცია, მაშინ უეჭველად არსებობს ევრაზიული ცივილიზაციაც, რომლის თავკაცობაც ერთმორწმუნე რუსეთმა იკისრა.

დასასრულ, “სანქციების დაწესებითა და დასავლეთის პირადი მაგალითების ზეგავლენით რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას შეცვლის დასავლეთისთვის სასურველი მიმართულებით” _ ამაზე ბრიყვული აზრი, დიდი ხანია, არ მომისმენია. ეს ერთი და მეორე _ საკითხავია, რომელი პირადი მაგალითით აპირებს მისტერ ბლინკენი რუსი ხალხის გულის მოგებას, საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ განწყობას და პუტინისტოტალიტარულირეჟიმის დამხობას _ ლგბტღირებულებისკულტივირებით?

ტოტალიტარული არა, მაგრამ რუსეთში ავტორიტარული მმართველობაა და საჭიროც არის, თორემ სხვა შემთხვევაში კულტურული კაცობრიობის ერთადერთი იმედი, პუტინის რუსეთი, დაიღუპება და რაღა დაგვრჩება?!

არა ოჯახი, არა ეროვნება, არა ქალ-ვაჟი და ბოლოს, არა ღმერთი!

დავით მხეიძე

P.S. “X1X საუკუნის დასაწყისის ჭკუათხელები ნაპოლეონს წარმოაჩენდნენ ფანატიკური ერთგულებით და ცინიკოსობდნენ რუსეთის წარუმატებლობებზე. ლიბერალურად განწყობილ ახალგაზრდათა საზოგადოებებში ზიზღითა და გულგრილობით ლაპარაკობდნენ ყველაფერ რუსულზე”.

ალექსანდრე პუშკინი, 1831 .

ნაცნობი სურათია, არა? ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ იქით, ვირი მაინც ვირია!

ასევე ყოფილა პუშკინის დროსაც _ ლიბერასტი ყველა დროში ლიბერასტია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here