Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: საქართველოს მიმართ დემოკრატიის სახელით უკვე ღიად ხორციელდება ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა,...

ნანა კაკაბაძე: საქართველოს მიმართ დემოკრატიის სახელით უკვე ღიად ხორციელდება ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა, რომელიც რეალურად გაცხადებული კოლონიალიზმია

ნანა კაკაბაძე

ნაციონალური მოძრაობისოფისში თავშეფარებული ნიკანორ მელია, რომელსაც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში .. პროდასავლური ოპოზიცია ღამეებს უთევდა და, რომელიც ამბობდა, რომ არ ეშინია და ვერ დააპატიმრებენ, რადგან ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს, სამართალდამცველებმა 23 თებერვალს დააკავეს. ნიკანორ მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მისი დაკავება და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა იმ დღესვე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კანონი ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც უგულავას, ოქრუაშვილისა და სხვების მიმართ, უმოქმედო აღმოჩნდა. “ნაცმოძრაობისოფისში თავშეფარებული მელია მართლმსაჯულებისთვის ერთი კვირის განმავლობაში მიუწვდომელი აღმოჩნდა. რა უშლიდა ხელს ხელისუფლებას კანონის აღსრულებაში და რატომ არ თუ ვერ დასაჯა დამნაშავე აქამდე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, სამართალდამცველების მიერ დროულად ვერდაჭერილმა ნიკანორ მელიამ მედიასთან ნიშნისმოგებით განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ დაიჭერდა. ეს იყო ერთგვარი დაცინვა, რომ ხელისუფლება და მისი კანონები ოპოზიციას ფეხებზე ჰკიდია. რას ნიშნავს დღეს ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ის, რომ სასამართლომ ადამიანს პატიმრობა შეუფარდა და რეალურად ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ერთი კვირა დასჭირდა?

_ პირველ რიგში, მისასალმებელია ის, რომ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ სამართლის აღსრულება მაინც მოხერხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ შემთხვევაში სხვა გზა არც ჰქონდა, თუ მას საბოლოოდ არ სურდა პოლიტიკური დასამარება. რაც შეეხება იმას, რომ ამდენი ხანი დასჭირდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მოკლედ ვიტყვი, მთელი იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც დამნაშავე მელია გარეთ იყო, ჩვენ, ფაქტობრივად, ვხედავდით ჩამოშლილი, ჩამონგრეული სახელმწიფოს ნათელ მაგალითს. აქამდე ხელისუფლება რაღაცით მაინც ცდილობდა საკუთარი უსუსურობის შენიღბვასა და გამართლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში დავინახეთ გაცხადებული უსამართლობა, რომელზეც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუფარავად გვეუბნებოდნენ: კი, კანონი დაირღვა, დანაშაული აშკარაა, მაგრამ დამნაშავეს ვერ ვიჭერთო. გულწრფელად მინდოდა და მინდა დღესაც, მივმართო ხელმძღვანელობას, რომელსაც ეს ეხება კონკრეტულად: მართლა გგონიათ, რომ ამ გზით ან ძალაუფლებას შეინარჩუნებთ, ან იმ თქვენი ე.წ. უცხოელი პარტნიორებისგან მიიღებთ რამე სახის დივიდენდებს, ან თუნდაც მოჩვენებით მშვიდობას მიაღწევთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში?!

_ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი შეუძლებელია?

_ ჩემი აზრით, პოლიტიკური სისტემა იმ სახელმწიფოში, რომლის ხელმძღვანელობაც თანამშრომლობს დანაშაულთან და გარიგებულია სასამართლოს მიერ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ გამოცხადებულ სუბიექტებთან, განწირულია რღვევისთვის. ასეთ შემთხვევაში ის, უბრალოდ, კარგავს ფუნქციას და, საბოლოო ჯამში, დგება რეალობა, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი პრინციპების გაქრობა. აი, ეს მდგომარეობაა დღეს საქართველოში და, როგორც ჩანს, აქედან კიდევ დიდხანს ვერ გამოვალთ, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაუჩნდეთ ადამიანებს სამართლიანობის განცდა იმ ქვეყანაში, რომელშიც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ სასამართლო პროცესს, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დგება გამამტყუნებელი განაჩენი, აბსოლუტურად დასაბუთებული, მაგრამ მისი აღსრულება ვერ ხერხდება ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად მელიას საქმეს, ცხადია და დღეს, ალბათ, არავის სჭირდება იმის ახსნა, რომ ამ ადამიანმა სპეციალურად, მიზანმიმართულად დაარღვია კანონი, მიზანმიმართულად მოიგლიჯა სამაჯურიც და არ გადაიხადა გირაო, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? თუ იმის ძალა არ აქვთ, რომ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება იმწამსვე აღასრულონ; თუ იმის ძალა არ აქვთ, რომ დამნაშავე ტელევარსკვლავად არ აქციონ, სანამ დააპატიმრებენ, რომელდემოკრატიასუფრთხილდებიან?! რას იცავენ და რისი ეშინიათ _ ქაოსის? არეულობის? იმაზე მეტი ქაოსი და განუკითხაობა რა გინდა, როცა დამნაშავე დაგცინის, _ დამიჭერთ კი არა, ბოდიში და, ფეხებს ვერ მომჭამთო?!

აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა გულისხმობს, რომ კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთი; მარტივად რომ ვთქვათ, მართლმსაჯულება ნებისმიერი მოქალაქის მიმართ უნდა ხორციელდებოდეს ერთნაირად. რას ეუბნება ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეებში სხედან?! არ არის შერჩევითი სამართალი, როცა ერთი კაცი _ დამნაშავე დაუსჯელია და სხვები ისჯებიან?!

_ რა აკავებდა ამდენ ხანს ხელისუფლებას? არეულობის შიში, ალბათ, ნაკლებად, იმიტომ, რომ ნაციონალებსა და მთლიანად ოპოზიციას, ფართო საზოგადოების მხარდაჭერა რომ არ აქვს. ფაქტია, რა შეიძლება იყოს მართლმსაჯულების აღსრულების ასე გაჭიანურების ნამდვილი მიზეზი?

_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ ყველაფრის ახსნა რამე ლოგიკით შეუძლებელია, თუმცა, თვითონ როგორც ამბობენ, ეშინიათ, უცხოელების რეაქციის, რას იტყვიან ისინი… რაც შეეხება დასავლეთს და იმ შიშებს, რომ არიქა, როგორც ისინი გვეუბნებიან, ისე მოვიქცეთ, თორემ ხელისუფლებას თავზე დაგვამხობენ, არა მგონია, მელიას გამო საქართველო ვინმემ ჩამოწეროს საერთაშორისო გეოპოლიტიკური ველიდან და დაივიწყონ ან, მით უფრო, დასაჯონ. ეს გამორიცხულია; და, საერთოდ, ჩვენ უანგაროდ არავინ არაფერს გვაძლევს. საქართველო, როგორც ტერიტორია, ამ გეოპოლიტიკურ არეალში მათთვის სტრატეგიულად არის გარკვეული დატვირთვის მქონე, ამიტომ, დაიჭერ თუ არა მელიას, უგულავასა და სხვებს, დიდი პოლიტიკური აფეთქება არ მოყვება. კი, შეიძლება ცალკეულმა სენატორებმა ერთი-ორი განცხადება გაავრცელონ, შეიძლება, კრიტიკაც იყოს ევროპარლამენტში და ა.შ., მაგრამ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: საქართველოზე ამის გამო უარს არავინ იტყვის…

_ თუმცა ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო უნდა მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

_ არ ვიცი, რას გულისხმობდნენ კონკრეტული სუბიექტები ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამის ქცევაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ერთ რამეს ვიტყვი: თუ ეს .. ევროატლანტიკური პოლიტიკური ორიენტაცია ჩვენგან კონკრეტული დამნაშავეების დაუსჯელობას და შერჩევით სამართალს ითხოვს, მაშინ ასეთი არც ევროატლანტიკური მისწრაფება მინდა და არც მათი ვითომ მხარდაჭერასხვათა შორის, ამ დღეებში უცხოელი დიპლომატებიდან ხელისუფლებისადმი განსაკუთრებით თამამი მოწოდებებით ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოირჩეოდა, რომელიც ნაციონალების ოფისშიც იყო მისული… დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ ეკითხება მას საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებს?! ვინ მისცა ამ ადამიანს იმის უფლება, რომ გამოვიდეს და ასეთი მკაცრი რიტორიკით გვითხრას: თუ გინდათ ნატო და ევროკავშირი, პოლიტიკურ რეპრესიებს თავი უნდა დაანებოთო… იცით, ეს რას ნიშნავს? ეს არის სახელმწიფო სისტემის შეურაცხყოფა, მათ შორის სასამართლოსიც. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მსგავს განცხადებას, ვინც არ უნდა აკეთებდეს მას, ძალიან მკაცრად უნდა გაეცეს ხელისუფლების დონეზე პასუხი, თუმცა ხელისუფლება, რომელმაც დამნაშავე მელიას დაჭერას ერთი კვირა მოანდომა და ბოლოს ძლივს მოახერხა, ალბათ, ამის გამკეთებელი ნაკლებადაა…

_ რა არის დღევანდელ ვითარებაში საჭირო იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს და მართლმსაჯულება რეალურად ქმედითი გახდეს?

_ თეორიულად ეს ყველაფერი ძალიან მარტივია; საჭიროა პოლიტიკური ნება და ხერხემლიანი, პრინციპული ხელისუფლება, რომელიც, როცა დანაშაული აშკარაა, დასავლეთისკენ კი არ დაიწყებს კუდის ქიცინით ყურებას, რას გვეტყვიანო, არამედ იმოქმედებს კანონის კარნახით. თუმცა რეალურად ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლება არ გვყავს, ამიტომ გამოსავალი არსებული პოლიტელიტის ძირეულ ცვლილებაშია.

რაც შეეხება ისევ იმ მოწოდებებს, ჩვენი ე.წ. კეთილისმსურველებისგან, რომ თურმე ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, ჩნდება შეკითხვა: თვითონ რატომ არ მოიქცნენ ევროატლანტიკური კურსის შესაბამისად, როცა მკაცრად გაუსწორდნენ ტრამპის მომხრეებს?! ან საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე მხოლოდ ერთ დღეში 24 ადამიანი რომ დააპატიმრეს… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იქ სარკოზის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული და მთელი საქართველოს მიმართ, დემოკრატიის სახელით, უკვე დაუფარავად ხორციელდება ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა, რომელიც რეალურად გაცხადებული კოლონიალიზმია. აი, ამას უნდა დაერქვას თავის სახელი და ყველას პასუხი გაეცეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ გავიმეორებ, საქართველო და ქართველი ხალხი ვერასდროს მიაღწევს უმთავრეს მიზანს, რომლისთვისაც თავის დროზე რეჟიმს დავუპირისპირდით და ყველა ერთად უდიდეს რისკზე წავედით, ჩვენ ვერასდროს გავხდებით სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ცივილიზებულ სამყაროში; ჩვენ ვერასდროს გავხდებით სტაბილური ქვეყანა, რომლის ყველა მოქალაქე თავს დაცულად იგრძნობს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ჩვენი ხელისუფლების მოქმედება მაგონებს: მეზობელს ყავდა ფინია. რომ ასეირნებდა და შევხვდებოდით, ფინია შემომიტევდა თავგამეტებით. პატრონი დაუტევდა და ფინიაც ჩაიცუცქებოდა მის ფეხებთან კუდის ქიცინით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here