Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპარლამენტმა “ევროპელი ერის” საჩვენებელი გაროზგვა მოაწყო

ევროპარლამენტმა “ევროპელი ერის” საჩვენებელი გაროზგვა მოაწყო

სტრასბურგს ასეთი რეზოლუცია “დიქტატორი იანუკოვიჩის” შემდეგ არ მიუღია

ევროპარლამენტმა “ევროპელი ერის” საჩვენებელი გაროზგვა მოაწყო

ევროპარლამენტში უკრაინა საზეიმოდგაროზგესევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არასათანადოდ შესრულების გამო. მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია: კიევი, რა თქმა უნდა, წვალობს ევრომიმართულებით და შეუძლია, იმედიც ჰქონდეს წევრობის მსგავსი სტატუსისა მომავალშიშემდეგ კი ათეულობით გვერდზე (137 პუნქტი) ჩამოთვლილია, კიდევ რა უნდა გააკეთოსდიადმა ევროპულმა ერმა”, რათა ჰქონდეს იმედი, რომ წინ წაიწევსწევრისწოდების მოსაპოვებელ რიგში.

უწინარესად, აუცილებელია კორუფციის დამარცხება, რომელიც “განაგრძობს რეფორმების პროცესის დამუხრუჭებას”.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებამ, დაეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, საკონსტიტუციო კრიზისი გამოიწვია. ეს კი, ევროპელთა აზრით, “საფრთხეს უქმნის უკრაინის პრეზიდენტისა და პარლამენტის უნარს”, განახორციელონ რეფორმები”. კოშმარი! ამას პლუს ოლიგარქები. იცით, რას აკეთებენ უკრაინელი ოლიგარქები? ვერ დაიჯერებთ. ისინი “ცდილობენ, აღადგინონ დაკარგული გავლენა”.

უკრაინის საკითხზე მომხსენებელმა ევროპული გულისტკივილით აღნიშნა: ქვეყნის დეოლიგარქიზაციის კონტექსტში არანაირი ხელშესახები ზომა არ გატარებულა, ოლიგარქებს კვლავაც აქვთ ძლიერი გავლენა უკრაინის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, კერძოდ, სასამართლო და სამართალდამცველ სისტემებზე”. შედეგად, “გატარებული რეფორმების პოტენციალი სრულად არ არის რეალიზებული. იმას, რაც კეთდება, მყისვე ძირს უთხრის შიდაინსტიტუციური არასტაბილურობა და დაპირისპირებები, მკაფიო ორიენტირების არარსებობა, სუსტი პოტენციალი, აგრეთვე, არარსებობა პოლიტიკური გაბედულებისა, სასამართლო და ეკონომიკური ინსტიტუტებისთვის უზრუნველყონ სრული დამოუკიდებლობა და არ დაუშვან შერჩევითი სამართალი”.

კიდევ შეიძლება ჩამოთვლა იმ პუნქტებისა, რომლებშიც დაცინვითაა ჩამოთვლილი პრეზიდენტ ზელენსკის არაერთი ჩაფლავება. ასეთი გამანადგურებელი რეზოლუცია ევროპარლამენტს “დიქტატორი იანუკოვიჩის” შემდეგ არ მიუღია.

ჰაერში, უფრო ზუსტად, მინისტრთა კაბინეტში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერის გადაყენების სუნი დატრიალდა.

დიახ, უკრაინაში არის ვიცეპრემიერი ოლგა სტეფანიშინა, რომელიც ხელფასს ევროკავშირის წევრობასთან ქვეყნის მიახლოებაში იღებს. როგორც გაირკვა, ის ტყუილად ჭამს “ერის კუთვნილ პურს”.

ევროპარლამენტის გამანადგურებელი რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ სტეფანიშინა თავის მართლებას შეეცადა სტილში “გცემს _ ესე იგი, უყვარხარ”.

ევროპარლამენტმა “ევროპელი ერის” საჩვენებელი გაროზგვა მოაწყო

“უკრაინის ევროინტეგრაციის კრიტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ევროპელი პარტნიორი მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის ღრმა ინტეგრაციას”, _ განაცხადა სტეფანიშინამ, თუმცა, ალბათ, ვერც გააცნობიერა, რა თქვა.

ევროკავშირში უკრაინის “გაროზგვა” ძალიან მკაფიო და გამჭვირვალე “მესიჯია” ზელენსკისა და მისი გუნდისთვის. მათ კიდევ ერთხელ დაიმსახურეს ევროპელი პარტნიორების გულისწყრომა. აი ამერიკელმა პარტნიორებმა კი ზელენსკის ვაქცინების შესანახად მაცივარი აჩუქეს და კიდევ… 80 რეზინის ნავი სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის.

rustrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

ცნობისთვის: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკრაინამ ხელი მოაწერა 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მიერ იყო პროვოცირებული იმის გამო, რომ უკრაინის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა უკრაინისთვის არახელსაყრელი პირობების გამო.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ უკრაინა ევროპის ბაზარზე ვერ გავიდა, რუსეთისა და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბაზარი კი დაკარგა. მხოლოდ შარშან უკრაინის მშპ, პარიტეტული მსყიდველუნარიანობის მიხედვით, მოსახლეობის ერთ სულზე 30%-ით შემცირდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here