ამერიკელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ორი ქალი, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველთა განცხადებით, ერთ–ერთ ქალს განზრახული ჰქონდა, მოეკლა აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, _ იუწყება The Washington Post–ი.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოიპოვა ვიდეო, რომელზეც ქალები: დონა ბენკროფტი და დიანა სანტოს-სმიტი ლაპარაკობენ თავიანთ სურვილზე, “თავში ესროლონ” ნენსი პელოსის.
“ჩვენ შევიჭერით კაპიტოლიუმში… შევედით შიგნით, გავაკეთეთ ჩვენი საქმე… ვეძებდით ნენსის (პელოსის), რათა მის ეშმაკისეულ თავში გვესროლა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ”, _ ამბობს ქალი ვიდეოში.
დაპატიმრებულ ქალებს წარედგინათ ბრალდება ფედერალურ შენობაში უკანონოდ შეჭრისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო.
News-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ