Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლიციამ ქალის დამწვარი სხეული იპოვა

პოლიციამ ქალის დამწვარი სხეული იპოვა

პოლიციამ ქალის დამწვარი სხეული იპოვა

ცნობილი ადვოკატი იჯარის ფულის გამო გააუპატიურეს და დაწვეს. ეს შოკისმომგვრელი შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. დამწვარი გვამი 50 წლის იურისტი ქალის _ პატრისია სა ფორტესისა 23 იანვარს იტაიპავას რაიონში (პეტროპოლისი, რიოდეჟანეიროს შტატი) იპოვეს.

პოლიციამ ქალის დამწვარი სხეული იპოვა

ქალი წინა ღამეს გაიტაცეს. მისი ავტომანქანა ერთ-ერთი მიყრუებული რაიონის შესასვლელთან იპოვეს. პოლიციამ ცხელ კვალზე ოპერატიულად შეძლო სავარაუდო დამნაშავის დაპატიმრება: იგი აღმოჩნდა კალატოზი როჯერო სანტოსი, რომელიც თავისი საყვარლის სახლში იმალებოდა, მაგრამ პოლიციამ მალე იპოვა. “დამნაშავემ აღიარა დანაშაული”, _ იუწყება ადგილობრივი გამოცემა Metropoles. გაირკვა, რომ სანტოსი თავს დაესხა ადვოკატს იჯარის ფულის ასაღებად, მაგრამ, რადგან პატრისიას ნაღდი ფული თან არ ჰქონდა, გაიტაცა იგი და გააუპატიურა. შემდეგ რამდენჯერმე ჩაარტყა ქალს თავში, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. დანაშაულის კვალის დასაფარავად კალატოზმა გვამს მანქანების საბურავები დააყარა და ცეცხლი წაუკიდა.

დამნაშავეს დიდი ხნით მოუწევს ციხეში ჯდომა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here