“შუალედური არჩევნები კონგრესში აშშ–ის დემოკრატიული პარტიისთვის შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს, თუ გადამწყვეტ ზომებს არ გაატარებს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებისთვის, _ განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა. _ არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს და დემოკრატებმა შეიძლება ადგილები დაკარგონ პარლამენტში”, _ დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
“ჩვენზე იმსჯელებენ იქიდან გამომდინარე, რას მივცემთ ამერიკელ ხალხს რთულ პერიოდში. ადამიანებს სურთ, ქმედებები და არა თავის მართლება. და, ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო: ეჭვი არ მეპარება, რომ, თუ ამ წელს ვერ გავაუმჯობესებთ ამერიკელი ხალხის ცხოვრებას, დემოკრატები განადგურდებიან 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე” _ განაცხადა ბერნი სანდერსმა.
News-Front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ