Home სხვადასხვა დაიჯესტი კაპიტოლიუმში შეჭრა და ამერიკის ელიტის ჰოსტსტრესული სინდრომი

კაპიტოლიუმში შეჭრა და ამერიკის ელიტის ჰოსტსტრესული სინდრომი

იქნება თუ არა სახიფათი აშშ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის

კაპიტოლიუმში შეჭრა და ამერიკის ელიტის ჰოსტსტრესული სინდრომი

ამერიკულ ისტებლიშმენტს საფრთხე კაპიტოლიუმში ადამიანების შეჭრამდე დაემუქრა, მაშინ, როდესაც აშშის ხელისუფლების სათავეში ტრამპი მოვიდა _ როგორც გაირკვა, პარტიული ფილტრების მიუხედავად, არასისტემურ მოთამაშესაც შეძლებია სისტემის მწვერვალის დაპყრობა ყველა წესის დაცვით და ამ სისტემის დაზიანება.

ახლა ამერიკელი დემოკრატების ამოცანა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შეკეთებაა ისეთი მიმართულებით, რომ ყველა იდეური და პროგრამული საფუძვლების შენარჩუნებით შეიცვალოს ხელისუფლების რეკონსტრუქციის წესები და საზოგადოების პოლიტიკური ქცევის ნორმები.

ამერიკელ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის წინააღმდეგობა შენარჩუნდება და გაძლიერდება კიდეც, მაგრამ ამერიკის ელიტა თავის ამოცანას ხედავს არა იმაში, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლიოს, არამედ იმაში, რომ არ დაუშვან ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმების გადაფორმატება.

კრამოლა, რომელმაც შეაღწია საზოგადოების ცნობიერებაში და განამტკიცა მისი იმედები ტრამპის სახით, უნდა ჩაიხშოს და ამ თვალსაზრისით ამერიკული კონტრრევოლუცია არ განსხვავდება ისტორიაში ცნობილი სხვა კონტრრევოლუციებისგან.

ამერიკელ საზოგადოებაში რევოლუციური ვითარება გამოწვეულია მისი დაყოფით ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ სეგმენტებად. ინდუსტრიული წარმავალი წყობილებაა, თუმცა ის ობიექტურად აუცილებელია და მის გარეშე ეკონომიკა წარმოუდგენელია. პოსტინდუსტრიული _ ეს არის წყობილება, რომელიც აღმავალია და ამიტომ გლობალისტური.

ამ წყობილებაზე ლაპარაკი იყო მარქსისა და ლენინის პერიოდში, ისინი მას უწოდებდნენ კაპიტალიზმის სახელმწიფოებრივ-მონოპოლისტურ სტადიას, იმპერიალიზმს, როცა დაიწყებოდა კაპიტალის ექსპორტი. ზემოაღნიშნულის ორივე წყობილება იძულებული იყო, ერთმანეთის გვერდით ეარსება კიდევ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, შეენარჩუნებინათ ყველა წინააღმდეგობა დესტრუქციული კრიზისების სტადიამდე.

კაპიტოლიუმში შეჭრა და ამერიკის ელიტის ჰოსტსტრესული სინდრომი

იმპერიალიზმი გლობალიზმია და ის ყოველთვის გაუწევს კონკურენციას ნაციონალურ სამრეწველო კაპიტალს, რომელიც ეყრდნობა დაქირავებულთა შრომას და ქვეყნის გარეთ წარმოების გატანის შემთხვევაში უმუშევრობა კრიზისს უქმნის. გლობალისტურ წყობილებას კი ყოველთვის ემსახურება ფინანსური სექტორი, რადგან თავისუფალი კაპიტალი ეძებს ახალ ნიშას და მიილტვის იქით, უწინდელ სამრეწველო წყობას კი ძალიან ბევრი დანახარჯი და განვითარების მცირე შესაძლებლობები აქვს, განსაკუთრებით მონოპოლიზაციის ტენდენციების გათვალისწინებით.

ამიტომ ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე გლობალურია და წარმოადგენს იმ ბანკების ინტერესის სფეროს, რომელთა უკანაც დგას მსხვილი კაპიტალის მფლობელთა კლასი. კაპიტალისტურ საზოგადოებაში სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე კლასობრივი ომები და ანტაგონისტური დაპირისპირებები.

კაპიტალიზმის კრიზისი უდევს საფუძვლად ამჟამინდელ მემარცხენე რენესანსს აშშში, როცა გლობალისტური სექტორის ლიბერალური ფრთა მარცხნივ იხრება, ხოლო მემარჯვენეკონსერვატიული ფრთა ცენტრისკენ ინაცვლებს.

თუმცა ლიბერალების მემარცხენეობა მახინჯი ფორმით ვლინდება _ კლასობრივი პრობლემებიდან აქცენტი გადააქვთ რასობრივ და გენდერულ პრობლემებზე, ამით ცდილობენ, სასურველ კალაპოტში მიმართონ სოციალური პროტესტი, რაც, მათი აზრით, საშუალებას მისცემთ, დაამარცხონ კონსერვატორები.

მემარცხენე ლიბერალების თემებია: რეპრესიული პოლიტკორექტულობა, “საოფისე მონობისადახარბი კაპიტალიზმისწინააღმდეგ ბრძოლა, იუვენალური იუსტიცია, ლგბტ, კლონირება, ყველანაირი თავისუფლება, ტრადიციების წინააღმდეგ, როგორც ცრურწმენებისადმი, ბრძოლა; სახელდობრ, ისინი არიან გლობალიზმის, როგორც რელიგიის იდეის მქონენი და ახალი დიქტატების შემქმნელები.

მემარცხენე კონსერვატიზმი მრავალფეროვანი სოციალ-დემოკრატიის სახით წარსულს ბარდება, ისევე, როგორც მემარჯვენე კონსერვატიზმი, რომლის გამორჩეული წარმომადგენელიც არის დონალდ ტრამპი.

“გადავაქციოთ ამერიკა კვლავ დიად ქვეყნად!” _ ეს ძველი ლოზუნგის _ “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა!”-ს ერთ-ერთი სახეობაა. პურიტანული მორალი, ინდივიდუალიზმი იარაღის ტარების უფლებით, კერძო საკუთრება, ოჯახი, რელიგია, დაბალი გადასახადები და სუვერენული სახელმწიფო.

ამ ყველაფერს კი მემარცხენე ლიბერალები მიიჩნევენ პროვინციალიზმად, ჩამორჩენილობად და ობსკურანტიზმად.

ლიბერალურ-კონსერვატიული ალიანსი ნეოკონების ჯგუფის სახით შეიქმნა, როგორც კონსენსუსის დამცველი მსოფლიოში აშშ-ის ბატონობის შენარჩუნების მეთოდებზე. მსოფლიოში აშშ-ის ბატონობას ტრამპმა თავისი იზოლაციონიზმითა და ეკონომიკური ეგოიზმით დაარტყა. ამ დარტყმის შედეგების გამოსწორებას ორი საპრეზიდენტო ვადა დასჭირდება, ე.ი., სულ ცოტა, 8 წელიწადი. თანაც არ არსებობს გარანტია, რომ ეს წარმატებით დასრულდება. ამ მეთოდებში გლობალიზმი განიხილება, როგორც აუცილებელი პირობა მსოფლიოზე ბატონობის შესანარჩუნებლად _ ჰეგემონიის შენარჩუნების ერთადერთ მართებულ და რაციონალურ ტექნოლოგიად.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ლიბერალურგლობალისტურმა პროექტმა აშშ ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობა მოაპოვებინა და ყველანაირ მცდელობასამერიკა ვაქციოთ კვლავ დიად ქვეყნადამერიკელი პოლიტიკური კლასი არქაიზმში გადაყვანად მიიჩნევს. ამიტომ ეს კლასი ტრამპს აღიქვამს არა პატრიოტად, არამედ გიჟად, რომელიც ქვეყანას წარსულში მიათრევს. და ეს, მათი აზრით, სახიფათოა. ტრამპის მიდგომები ქმნის ილუზიებს და ამერიკას ართმევს გლობალურ სიძლიერეს.

კლასიკური პოლიტოლოგიის თვალსაზრისით, აშშ-ში იყო კონსერვატიული რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ ვერ შედგა. შემდეგ დაიწყო აბსურდის თეატრი, სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ისეთი პარადოქსები, როგორიც არის დემოკრატიული დიქტატურა, ტოტალიტარული დემოკრატია, კონსერვატიული რევოლუცია და ლიბერალური რეაქცია.

კაპიტოლიუმის დაპყრობა კონსერვატორების მხრიდან პრინციპების შენარჩუნების ბოლო მცდელობა იყო. მათი ისტორიული მარცხი კონსერვატიზის, როგორც იდეოლოგიის, მარგინალიზაციისა და ლიბერალიზმის დიქტატურას გამოიწვევს, მაგრამ ლიბერალური ფრთა ინარჩუნებს მემარჯვენე და მემარცხენე ფრაქციებს, რომელთა დაჯახებაც გარდაუვალია ლიბერალების მიერ ხელისუფლების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. რესპუბლიკური პარტიის კრიზისი დაიძლევა, რადგან მისი ელექტორატი ძალიან მრავალრიცხოვანია და მას სრულად ვერ დათრგუნავენ.

რესპუბლიკელების აღორძინება მოხდება პარტიიდან ტრამპიზმის ნარჩენების განდევნის შემთხვევაში, ამის შემდეგ დიდი კაპიტალის მფლობელები სიღრმისეული სახელმწიფოსგან მოითხოვენ ორპარტიული სისტემის დაბრუნებას იმ გარანტიით, რომ აღარასოდეს დაუშვებენ პარტიაში კონსერვატორ რევოლუციონერებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ გლობალიზმის დოგმებს და მათ საფუძველზე ამერიკის ლიდერობას.

ის, რომ აშშ-ის მმართველი კლასი სტრესს განიცდის ბუნტის ჩახშობის შემდეგ, მიუთითებს იმაზე, რომ შიში დიდი იყო და დიდხანს გრძელდებოდა. გლობალიზმი ოთხი წლის განმავლობაში ბეწვზე ეკიდა. ცხადი იყო, რომ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა აშშ-ში, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში მსოფლიოში დაიწყო შეუქცევადი პროცესები. აშშ-ის დასუსტების პერიოდი მსოფლიოს ძალების ცენტრებმა გავლენის სფეროების გადასანაწილებლად და წესების შესაცვლელად გამოიყენეს. ახლა აშშ იძულებული იქნება, დაედევნოს წასულ მატარებელს და მემანქანის კაბინაში შესაღწევად ბანდიტური მეთოდები გამოიყენოს. ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია, რომლის დასათრგუნავად აშშ-ს შეიძლება ძალა არ ეყოს. სწორედ ამიტომ ცდილობს ბაიდენი, ძალების კოოპერაციასა და კონსოლიდაციას, მაგრამ ამას შესუსტებული პოზიციიდან აკეთებს. ვასალები თავს ჭირვეულობის უფლებას აძლევენ, მათი სათანადოდ დასჯა კი უკვე შეუძლებელია. მომხდარი მიუთითებს, რომ რეაქციას შეუძლია ჩაახშოს რევოლუცია, მაგრამ უძლურია, გაანადგუროს მისი წინაპირობები. ეს ახალ რევოლუციას გამოიწვევს, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. ეს რევოლუცია კონსერვატიული იქნება. ის განვითარდება კაპიტალიზმის, როგორც სისტემის, ჩარჩოებში და მას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს, მაგრამ კაპიტალიზმის გლობალური ლიბერალური ვერსია საკამათო იქნება.

ჯერჯერობით ნათელია მხოლოდ ის, რომ აშშ რაღაც შუალედურ სახელმწიფოდ იქცა ბელარუსსა და უკრაინას შორის. ამ ქვეყნებში სამართლებრივ ჩარჩოებში არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის და ამიტომ ცვლილებების ერთადერთი მეთოდი, რომლის იმედიც აქვთ გლობალიზმის შემოქმედთ, მაიდანია.

გლობალიზმსა და ანტიგლობალიზმს შორის დაპირისპირება მანამ გაგრძელდება, სანამ ახალი ტექნოლოგიური წყობილება არ მოაგვარებს ყველა პრობლემას სიღარიბიდან ეკოლოგიამდე. და, რადგან ამისთვის, სულ ცოტა, ასწლეულია საჭირო, ჩვენ გველოდება დემოკრატიის ტოტალიტარიზაციის ხუთწლედი და ყველა იდეოლოგიის კრიზისის ათწლედი.

აშშ-ის ელიტები ძალიან არიან შეშინებულნი, შიში კი აგრესიის მთავარი წყაროა. კაპიტოლიუმის დაპყრობამ წარმოაჩინა ამერიკული პოლიტიკური სისტემის სუსტი ადგილები და ამერიკის გავლენის შესაძლებლობები შეამცირა, ამით მყისვე ისარგებლებენ მისი “პარტნიორები”. აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მკაცრი იდეოლოგიზაცია _ ეს არის გვიანდელი საბჭოთა კავშირის შეცდომის გამეორება. ამერიკის ელიტის შიში იმით არის გამოწვეული, რომ მას არ შეუძლია, ხელი შეუშალოს საზოგადოებაში დისიდენტური განწყობების გავრცელებას.

ამ სისუსტის საომარი რიტორიკით, აქტიური საგარეო პოლიტიკითა და რეპრესიული პრაქტიკით შენიღბვის მცდელობა კი მხოლოდ აჩქარებს გლობალიზმის სისტემურ კრიზისს და ამიტომ ამერიკის მმართველი კლასი მომავალს შიშით უმზერს. როგორც რუსი ფიზიოლოგი ივანე პავლოვი ამბობდა, “შიში მუხრუჭია”. შიშისგან დამახინჯებულმა რეაქციებმა კი შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები გამოიწვიოს და ამიტომ აშშ განსაკუთრებით სახიფათო იქნება, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის.

ალექსანდრე ხალდეი

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here