Home სხვადასხვა დაიჯესტი 27 მცველი: მსოფლიო ოლიგარქებმა ხალხების მართვის მეთოდს მიაგნეს

27 მცველი: მსოფლიო ოლიგარქებმა ხალხების მართვის მეთოდს მიაგნეს

ჰილარი კლინტონი და ლინ ფორესტერ როტშილდი

რამდენიმე დღის წინათ ვატიკანმა პარტნიორული შეთანხმება გააფორმა რაღაც “საბჭოსთან ინკლუზიური კაპიტალიზმისთვის”, _ ასეთი სათაურებით დაიბეჭდა წერილები დასავლეთის სხვადასხვა მედიასაშუალებაში. სინამდვილეში “საბჭო ინკლუზიური კაპიტალიზმისთვის” პროექტია თვით ვატიკანისა, რომელიც მხარს უჭერს (დიდი ალბათობით, ეს ურთიერთმხარდაჭერაა) დიდ ფინანსურ ორგანიზაციებს, მათ შორის როკფელერების, როტშილდების, ფორდებისა და სხვა კლანების.

ასეთი საბჭოს შექმნის იდეა გაჩნდა 2016 წელს რომში გამართული გლობალური ფორუმის შემდეგ, რომელზეც მსოფლიოს მსხვილი კომპანიების წარმომადგენელთა წინაშე პონტიფიკოსი სიტყვით გამოვიდა. საბჭოში, აგრეთვე, შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან IBM-ი, Lenovo, EY, Mastercard-ი, Dupunt-ი, AAllianz SE, TUAA, State Street Corporation-ი და სხვ.

გამოცემა Fortune-მ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინათ საბჭოს შეუერთდნენ Bank of America; BP; Jonson & Jonson-ი, Solesforcl და სხვები. აღსანიშნავია, რომ თვით გამოცემა საბჭოს მედიაპარტნიორია.

საბჭოს პრეზენტაციას, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართა, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანიც ესწრებოდა.

მთავრობებისა და ხალხების მცველები?

საბჭოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ მის განკარგულებაშია 10,5 ტრილიონი დოლარი. 2,1 ტრილიონი დოლარი მონაწილე კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაა, ორგანიზაციებს ჰყავთ 200 მლნ მუშა-მოსამსახურე 163 ქვეყანაში. საბჭოს პირამიდის წვერში არის მმართველი სტრუქტურა, რომელსაც ეწოდება “მცველები”. ერთ-ერთი ასეთი “მცველია”Bank of America-ს აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან მოინიჰენი. მისი აზრით, “კაპიტალიზმი იმისთვის არსებობს, რომ გააკეთოს მართებული რაღაცები, თუკი ის იმართება შესაბამისად”. სულ 27 ასეთი “მცველია”. აქ აუცილებელია, აღინიშნოს ძალიან საინტერესო “დამთხვევა”: მასონიზმში 27-ე საფეხური _ ეს არის “ტაძრის მბრძანებელი”. ამ საფეხურზე ასვლისას ახალმა წევრებმა უნდა დაიცვან ტაძრის დოქტრინები და პრინციპები, აგრეთვე, თვალყური ადევნონ დაცვას განაწესისა, რომელსაც ადგენენ ორდენის უმაღლესი პირები. ამას გარდა, 27-ე საფეხურის მასონები, სავარაუდოდ, არიან თავისებური მოსამართლეები, რომლებსაც შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ძალაუფლება მთავრობებსა და ხელისუფლებებზე.

27 მცველი: მსოფლიო ოლიგარქებმა ხალხების მართვის მეთოდს მიაგნეს

“მცველებს” შორის არიან, აგრეთვე, ჟონსონ&ჟონსონ-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექს გოსკინი, ეკონომისტი, თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანხელ გურია, Visa inc-ის თავმჯდომარე ალფრედ კელი, კალიფორნიის შტატის ხაზინადარი ფიონა მა, როკფელერების ფონდის პრეზიდენტი რაჯივ შაჰი, ფორდის ფონდის პრეზიდენტი დარენ უოლკერი, ცნობილი ინვესტორი და მმართველი მარკ ვაინბერგერი.

ლინ ფორესტერ დე როტშილდმა, რომელიც  Inclusive Capital Partners-ის დამფუძნებელი და მმართველია, განაცხადა, რომ “ეს საბჭო გაითვალისწინებს რომის პაპ ფრანცისკეს გაფრთხილებას და შეისმენს “დედამიწის ძახილსა და ღარიბთა ძახილს” და საზოგადოების მოთხოვნებს ზრდის უფრო სამართლიანი და მდგრადი მოდელით უპასუხებს”.

“დავოსი”, “მცველები”, ბილდერბერგის კლუბი _ კულისებსმიღმა მსოფლიოს ერთობლივი გადაწყვეტილებები

საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების განყოფილებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს:

* ყველა ადამიანისთვის თანასწორუფლებიანობის შესაძლებლობებით მიაღწიოს ცხოვრების აყვავებასა და ხარისხის გაუმჯობესებას, დამოუკიდებლად ისეთი პარამეტრებისა, როგორებიც არის სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობა, სქესი, ეთნიკური კუთვნილება, რელიგია ან ასაკი;

* სამართლიან შედეგებს მათთვის, ვისაც აქვს თანაბარი შესაძლებობები და მათ თანაბრად იყენებს;

* სამართლიანობას თაობებს შორის, რათა ერთმა თაობამ არ გადატვირთოს პლანეტა და არ მიიღოს მოკლევადიანი სარგებელი, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივვადიან გასავლებს მომავალი თაობების ხარჯზე; სამართლიანობას საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომლებსაც გარკვეული გარემოებების გამო საშუალება არ აქვთ, სრულად ჩაერთონ ეკონომიკაში”.

27 მცველი: მსოფლიო ოლიგარქებმა ხალხების მართვის მეთოდს მიაგნეს

საბჭოს მიერ დეკლარირებული მიზნები განსაცვიფრებლად ჰგავს იმ მიზნებს, რომლებსაც “თავისუფალი ქვის მთლელთა” ორდენი არ მალავს საზოგადოებისგან, პირიქით _ მოურიდებლად წარმოაჩენს. სხვათა შორის, თუკი საბჭოს ანალოგიების მასონიზმთან შეხებას ირიბი ხასიათი აქვს, მსოფლიოს სხვა მძლავრ ძალასთან _ გლობალიზმთან ეს შეხება პირდაპირია.

სამართლიანობის აუცილებლობისა და რესურსების განაწილების შესახებ მსგავსი განცხადებების მოძიება შეიძლება იმ სტრუქტურებში, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან ერთი და იგივე ადამიანები. ეს არის დავოსის ფორუმი, ბილდერბერგის კლუბი და სხვ. იქ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების შესახებ ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. ასე რომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია ამ საბჭოს ხელმძღვანელობის განზრახვების მიმართ.

“ინკლუზიური კაპიტალიზმისთვის საბჭოში” ვატიკანის ყოფნა აშკარად მიუთითებს გარკვეულ წნეხზე რელიგიური მიზეზებით. ამისთვის საკმარისია, გავიხსენოთ რომის პაპის დადებითი განწყობა სოდომიის მიმდევართა მიმართ და მისი განცხადებები. აშკარაა, რომ დარტყმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მართლმადიდებლობა (კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ ითვლება, რადგან ის, უკვე კარგა ხანია, ემსახურება კულისებს მიღმა გლობალურ ძალებს, როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით) და ისლამი (როგორც შიიზმი, ისე სუნიზმი) _ ე.ი., აბრაამის ის ტრადიციები, რომელთა დამცველებიც მსგავს პროექტებში ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს ხედავენ.

tsargracl.tv-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here