პროგრამა “ბესოგონის” ერთ–ერთ გადაცემაში მისმა ავტორმა და წამყვანმა, ცნობილმა კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა ამხილა დასავლეთის აგენტები, რომლებიც თავიანთ მისიას მაღალფარდოვნად უწოდებენ “მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დამყარებისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობას” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #41, 2020 წ.). ამავე გადაჰცემაში მიხალკოვმა ჩართო საბჭოთა და რუსი ფიზიკოსის, კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტის პრეზიდენტის, მიხეილ კოვალჩუკის, გამოსვლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ფორუმზე სახელწოდებით “ფსიქოლოგიური თავდაცვა. ბრძოლა ისტორიისთვის _ ეს არის ბრძოლა მომავლისთვის”. გთავაზობთ ამ გამოსვლის სრულ ვერსიას, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.
“მშვენივრად გესმით, რომ ეკონომიკა, ე.ი., პოლიტიკაც ყოველთვის, ცივილიზაციის განვითარების დასაწყისიდანვე, განისაზღვრებოდა ტექნოლოგიებით. დღეს მეცნიერების დონე ისე ამაღლდა, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავერიეთ, ასე ვთქვათ, ღმერთის საქმეში. ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ ომის პირობებში. პირველ ეტაპს დავარქმევდი ომისწინა ჰიბრიდულ “ცივ” ომს. სამიზნეში იღებენ სახელმწიფოს, შემდეგ იწყება ამ სახელმწიფოს მაქსიმალურად დასუსტება. უტევენ ყველა სფეროს: განათლებას, კულტურას, ეკონომიკას, მეცნიერებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას _ ყველაფერს. დღეს მიმდინარეობს ამ ომის მოსამზადებელი მეორე ეტაპი _ეს არის პირდაპირი დაპყრობა. დღეს ვითარება ასეთია: კოლონიალიზმით დაპყრობა შეიცვალა ტექნოლოგიებით დაპყრობით. უწინ ეს კეთდებოდა სამხედრო ძალით, დღეს კი ეს შესაძლებელია ტექნოლოგიებით. მოვიყვან მაგალითს: ინტერნეტი. რა არის ინტერნეტი? _ ეს არის ციფრული “გულაგი” (“გულაგი” _ საბჭოთა პერიოდში შრომა–გასწორების ბანაკების სამმართველო _ გ.გ.) სუფთა სახით. ოღონდ “გულაგისგან” განსხვავებით, სადაც დაპატიმრებულ ადამიანებს მავთულხლართებით შემოღობილ ტერიტორიაზე გამოამწყვდევდნენ ხოლმე, ინტერნეტის ამ ციფრულ გულაგში ადამიანები თვითონ მიდიან და იქ კომფორტულად ცხოვრობენ.
როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ სწავლა საჭირო არ არის, რადგან ვიკიპედიაში ყველაფერი წერია და ინტერნეტში ყველაფერია, აშენებენ საზოგადოებას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩამრაზის (“რუბილნიკის”) ერთი გადაწევით, ანუ ინტერნეტის გათიშვით მოაჭრიან თავს. მეორე საკითხი კოგნიტიურია. მარტივი ენით ვიტყვი: ნებისმიერი “ფერადი რევოლუცია” _ ეს არის კოგნიტიური ტექნოლოგიების გამოყენებით მასობრივი ცნობიერების მართვა. რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის თავდაპირველად საჭიროა, ბრიყვად გაქციოთ; გაგიმარტივოთ თქვენი განათლების სისტემა ისე, რომ თქვენ მხოლოდ ტესტებზე პასუხობდეთ, გაგასულელოთ მაქსიმალურად, შემდეგ დაგირიგოთ აიფონები, კოსმოსში გავუშვათ თანამგზავრი და მორჩა.
დღეს ცივილიზაციის ისტორიაში პირველად გაჩნდა სამსახურებრივი ადამიანის გამოყვანის ტექნოლოგიური შესაძლებლობა. ამის საშუალებას იძლევა გენომური რედაქტირების ტექნოლოგია. წარმოიდგინეთ ასეთი რამ: ვიღებთ ხელოვნურ საშვილოსნოს, როგორც წიწილების გამოსაყვან ინკუბატორს, შემდეგ ხელოვნური განაყოფიერების სინჯარიდან მასში ჩავნერგავთ იმას, რაც მოგვესურვება, გენომური რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით შევუკვეცავთ ფუნქციებს და მივიღებთ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ მოსამსახურის ფიზიკურ-ფსიქიკური შესაძლებლობები ექნება. დღეს ეს შესაძლებელია და ეს აბსოლუტური ფაქტია! ეს ტექნოლოგიურად შესაძლებელია. ძმებმა დალესებმა ერთმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, მეორემ _ სახელმწიფო მდივანმა როკფელერის, ფინანსური მხარდაჭერით დაიწყეს ის, რაც დღეს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. მათ შექმნეს WORLD HEALTH ORGANIZATION–ი _ ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია. შექმნეს არა იმისათვის, რომ ადამიანებისთვის ემკურნალათ, არამედ იმისთვის, რომ გაეკონტროლებინათ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადამიანებზე გავლენა მოეხდინათ ვაქცინაციისა და ნებისმიერი სხვა გზით. ამ ორგანიზაციის პირველ პრეზიდენტად 1948 წელს დანიშნეს როკფელერის თანამებრძოლი და უახლოესი მეგობარი ბროკ ჩისჰოლმი.
აი მისი ციტატა: “მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებამდე რომ მივიდეთ, საჭიროა, ადამიანების ცნობიერებიდან განვდევნოთ მათი ინდივიდუალურობა, ოჯახური ტრადიციებისადმი ერთგულება, ეროვნული პატრიოტიზმი და რელიგიური დოგმები… განადგურება ცნებებისა _ “ჭეშმარიტება” და “სიცრუე”, რომლებიც ბავშვის აღზრდის საფუძველია, უფროსების გამოცდილებისადმი რწმენის შეცვლა რაციონალური აზროვნებით _ აი შორეული მიზნები, …რომლებიც საჭიროა ადამიანის ქცევების შესაცვლელად”.
ეს არის 1948 წლის მემორანდუმი, შემდეგ იყო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების 1974 წლის მემორანდუმი:
“პოლიტიკა ხალხის განსახლების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება აშშ–ის ეკონომიკური ინტერესებისთვის. უნდა შეიქმნას სოციალური და ფსიქოლოგიური წინამძღვრები შობადობის თითქოსდა სტიქიურად შესამცირებლად… ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი მოღვაწეობა განვითარებადმა ქვეყნებმა არ აღიქვან, როგორც ამ ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა”.
ამ მემორანდუმის შემდეგ დაიწყო ჟურნალ “ფლეიბოი”-ს გამოცემა, რომელმაც ხელი მიჰყო მორალის განადგურებას. აი ეს მომავალი იწყება დღეს.
ამ ყველაფრის პარალელურად მიმდინარეობს შობადობის შემცირება მასობრივ ცნობიერებაში ისეთი წარმოდგენების ჩანერგვით, რომ უარყო გამრავლება ბუნებრივი გზით. ეს არის ლგბტ და სხვ. უკვე თითქმის ყველაფერი შეიცვალა და ეს, ასე ვთქვათ, დაგვიანებული მზერაა უკან, ჩვენ კი წინ უნდა ვიყურებოდეთ და ვქმნიდეთ დღის წესრიგს, თუ გვსურს, ვიყოთ დიდი ქვეყანა, როგორიც ყოველთვის ვიყავით”.
Youtube.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ