აშშ–ის პრეზიდენტმა სომალიდან აშშ–ის ჯარის უმეტესი ნაწილის 2021 წლის დასაწყისამდე გაყვანის ბრძანება გასცა, _ იუწყება CNN პენტაგონზე დყრდნობით.
“შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობას 2021 წლის დასაწყისამდე სომალიდან პერსონალისა და აქტივების უმრავლესობის გამოყვანის უზრუნველყოფა დაავალა”, _ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
დონალდ ტრამპი 2021 წლის 15 იანვრამდე ავღანეთიდან და ერაყიდან ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანს.