Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, _ ჭეშმარიტებას როცა ებრძვი, ჭეშმარიტება ძლიერდება

მამა გიორგი (რაზმაძე): ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, _ ჭეშმარიტებას როცა ებრძვი, ჭეშმარიტება ძლიერდება

მამა გიორგი (რაზმაძე)

რამდენიმე დღის წინათ საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა რელიგიურმა გაერთიანებამ (რომელთაგან ზოგიერთი გამოირჩევა საპატრიარქოს დაუფარავი კრიტიკით) მთავრობას ერთობლივი წერილით მიმართა და გააპროტესტა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მცდარი და უსამართლოა, ხოლო ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც გამონაკლისი იმით ახსნა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია _ დისკრიმინაციული. “რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის პოზიციის გამო. ქალბატონმა მაიამ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს განაცხადა, რომ 6-7 იანვარს შობის აღნიშვნის მიზნით დაშვებული იქნება გამონაკლისი, ხოლო არგუმენტად დაასახელა გარემოება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და უქმე დღეების უმრავლესობაც მართლმადიდებლური შინაარსისააიმ შემთხვევაში, თუ დასაშვებია, მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობა რამე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს…”

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი რელიგიური კონფესიები: ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, ევანგელურბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მუსლიმთა გაერთიანება, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, მეგობართა საზოგადოება _ კვაკერები, სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, ხსნის არმია. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისის სახით შობის აღნიშვნის დაშვებამ რელიგიურ კონფესიებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შეაშფოთა.

რატომ არის აუცილებელი საეკლესიო მსახურების გაგრძელება შეზღუდვების მიუხედავად და არის თუ არა რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია ის, რომ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, 6 იანვარს შობის აღნიშვნა შეუზღუდავად მოხდეს?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 იანვრიდან ამოქმედებული შეზღუდვები ორ გამონაკლისს ითვალისწინებს: თავისუფლად გადაადგილების დაშვებას 31 დეკემბერს (ახალ წელს) და 6 იანვარს, შობის ღამეს. პრემიერმა განმარტება გააკეთა, მაგრამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფესიები და უცხოეთიდან დაფინანსებულიარასამთავრობო ორგანიზაციებიშეაშფოთა. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რელიგიური დისკრიმინაციის გამოვლინებაა, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებს. კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რატომ არ უნდა დაიხუროს მართლმადიდებლური ტაძრები შეზღუდვების მიუხედავად და, განსხვავებით ქვეყანაში მოქმედი სექტებისგან, რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მართლმადიდებლობას, როგორც კულტურული, იდეოლოგიური, მენტალური და სხვა სახის იდენტობის საფუძველს.

_ დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველანაირად ცდილობს, დაიცვას უსაფრთხოების წესები, გაითვალისწინოს ექიმების რჩევები და მოუწოდებს მრევლს, გაუფრთხილდნენ, როგორც თავიანთ, ისე სხვების ჯანმრთელობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ, მოგეხსენებათ, იყო და დღესაც არის საკმაოდ ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მას, ფაქტობრივად ვირუსის გავრცელების პოტენციურ წყაროდ აცხადებდა. ასეთი ტერმინიც კი მოიგონეს _ “ეკლესიის კლასტერი”, თუმცა არანაირი კლასტერი არ გაჩენილა და ამით ე.წ. ლიბერალებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ… რაც შეეხება მართლმადიდებლობის ისტორიულ როლსა და მნიშვნელობას საქართველოსთვის, უწინარესად, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ:საქართველოს ისტორიიდან, ეკლესიის როლი რომ ამოვიღოთ, არაფერი დარჩება”… ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცის ქალბატონმა ლომჯარიამ, რომელსაც გამონაკლისის სახით შობის აღნიშვნის დაშვება ისევე აღიზიანებს, როგორც სექტებს. ისე, საინტერესოა, ასე ძალიან თუ აშფოთებთ ვინმესთვის რამეპრივილეგიისმინიჭება, სად იყვნენ მაშინ, როცა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ექსკლუზიური უფლება მისცა .. გაერთიანებულ ოპოზიციას, დემონსტრაციულად დაერღვია მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები?

_ არჩევნების შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო გამოსვლებს გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა. ის კი არა, მახსოვს, 10 საათი რომ შესრულდა, გიგი უგულავამ დემონსტრაციულად, ჟურნალისტების თანხლებით შემოიარა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პროვოკაციულად მიმართავდა სამართალდამცველებს: აბა, მოდით, დამიჭირეთო. ვეკითხები სახალხო დამცველსა და ყველა იმ .. არასამთავრობოს, რომლებიც დღეს ძალიან შეშფოთებულები არიან შობის აღსანიშნავად დაშვებული გამონაკლისის გამო: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როცა უბრალო ადამიანებს ჯარიმებს უწერდნენ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ხოლონაციონალურ მოძრაობასადა მის განაყოფებს რუსთაველზე ტაშფანდური ჰქონდათ გამართული? რა, ეს არ იყო უპირატესობის მინიჭება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის?

რაც შეეხება პრივილეგიას, დიახ, მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ქართული იდენტობის უმთავრეს საყრდენს, ბუნებრივია, აქვს პრივილეგია ამ ქვეყანაში. მართლმადიდებლობა ჩვენი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული, მენტალური და ეთნოკულტურული თვითმყოფადობის ძირითადი საფუძველია, ამიტომ სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობისთვის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნას გათვალისწინებული. ეს არ ნიშნავს ვინმეს დაკნინებასა და დაჩაგვრას, მაგრამ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და ერის თვითმყოფადობისთვის, გამორჩეული უნდა იყოს. რადგან როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ერთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ: საუკუნეების წინათ, როცა მსოფლიოში ეპიდემიები მძვინვარებდა, მაგალითად, კონსტანტინოპოლში შავი ჭირი იყო, შემდეგ _ მუცლის ტიფი და ა.შ., სამღვდელოება დადიოდა ქალაქის ქუჩებში და აკურთხებდა. დღეს ზოგიერთი მსგავს რაღაცებზე ქირქილებს, მაგრამ ამ ყველაფერმა იმხანად დიდი შედეგი გამოიღო, შედეგი თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა და, უფლის რწმენით, ერთად ებრძოდა დაავადების გავრცელებას. ზუსტად ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც, თუ ეპიდემია ვრცელდებოდა ან მტერი მოდიოდა, მოსახლეობის გამაერთიანებელი ყოველთვის იყო ეკლესია. თუმცა ეკლესიას მტრებიც ყოველთვის ჰყავდა და ეს ძალები ყველა ეპოქაში ერთი ერთზე ჰგავდნენ ერთმანეთს

_ დღევანდელ ანტიეკლესიურ ძალებზეც შეიძლება ამის თქმა?

_ რასაკვირველია. როგორც საუკუნეების წინათ მუშაობდა სპარსეთის თუ ოსმალეთის პროპაგანდა ფულით ნაყიდი ქართველების მეშვეობით, ისეა დღესაც. სოროსის ფონდიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ზუსტად იმეორებენ იმჟამინდელი ვეცხლისმოყვარე ქართველების ქმედებებს და ყველანაირად ცდილობენ ეკლესიის მარგინალიზაციას. საქართველო ნორმალური სახელმწიფო რომ იყოს და ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ნებისმიერი გამოვლინება, იქნება ეს ცალკეული ინდივიდების თუ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც რამე ფორმით მიმართული იქნება ტრადიციული კულტურის მარგინალიზაციისკენ, დაისჯებოდა კანონით

_ ამის ნაცვლად მათ მმართველი გუნდი სრულ თავისუფლებას აძლევს. “ოცნებაუკვე ერთგვარ თავის მართლების რეჟიმშია შობისთვის დაშვებული გამონაკლისის გამოც. სხვათა შორის, ამ გამონაკლისით შეშფოთებული .. ლიბერალების ერთი ნაწილი იმასაც წერდა, ხელისუფლება საპატრიარქოსგან გარკვეულ წნეხს განიცდის და ეს გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებულიო.

_ ხელისუფლება, დღევანდელიც და წინაც, ვისგან რა წნეხს განიცდის, ყველამ ვიცით. ისინი იმართებოდნენ და დღესაც იმართებიან უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონისგან. აი, დააკვირდით, ვინ უზით გვერდით და ვისთან გადიან კონსულტაციებს, როცა რამე კანონს იღებენ ან “რეფორმებზე” მსჯელობენ. რა თქმა უნდა, ეს არის ე.წ. მესამე სექტორი, რომელიც რეალურად პირველია ქვეყნის მართვაში. რაც შეეხება საპატრიარქოს, დამისახელონ თუნდაც ერთი კანონი, ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა და იქ გადამწყვეტი სამღვდელოების პოზიცია იყო. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: ევროპაში პანდემიის მეორე ტალღა რომ დაიწყო და ლოკდაუნი გამოცხადდა, ყველა ტაძარი დაიხურა. ამ დროს ათენში უზარმაზარი მეჩეთი გახსნეს, დაახლოებით 3 ათას კაცზე გათვლილი და ეს მოხდა საზეიმოდ. წარმოიდგინეთ, რამდენი მუსლიმანი ცხოვრობს ათენში და ეს ხალხი ერთ მეჩეთში გუგუნებდა, ქრისტიანები კი სახლებში იყვნენ შეყუჟულნი. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები: საქართველოშიც, ისევე, როგორც საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, გარკვეული ძალები ყველანაირად ცდილობენ, ეს პანდემია გამოიყენონ ეკლესიებში ღვთისმსახურების შესაჩერებლად. ამას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს, ამიტომ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეს აადამიანები არიან ეკლესიის მტრები, რომლებიც ფულს იღებენ ყოველთვიური ხელფასის სახით, რათა ხალხი როგორმე დაუპირისპირონ ეკლესიას.

_ ეს პროპაგანდა რეალურად ახდენს რამე გავლენას საზოგადოებაზე?

_ რაც უფრო მძლავრობს და აქტიურდება მავნე პროპაგანდა, რომლის რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია, მით იზრდება და მტკიცდება საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი. ეს ბუნებრივი პროცესია და ამ შეუქცევად პროცესს ვერც ერთი ე.წ. ლიბერალური ტელევიზია ვერ შეატრიალებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეეხება, მინდა, მათაც მივმართო და შევახსენო, რომ საბერძნეთში ერთ-ერთ ძველ მონასტერში არის ასეთი შინაარსის ფრესკა: ალექსანდრე მაკედონელს, რომლის სიდიადესაც ვერავინ შეედრება, წმინდა მამა სისოი დიდი დასტირის და წერია სიტყვები: “ალექსანდრე, მთელი მსოფლიო ვერ გიტევდა და ერთმა მტკაველმა მიწამ დაგიტია”. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჭეშმარიტებას როცა ებრძვი, ჭეშმარიტება ძლიერდება და ერთ დღესაც, როცა ღვთის წინაშე წარდგებიან, ყველაფერი გვიან იქნება. ვისაც გონება ჰყოფნის, გაიგებს, ამით რის თქმა მინდა, დანარჩენებთან სალაპარაკოც არაფერია. დასასრულ, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობის მარხვის დაწყება. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქსა და თითოეულ მოქალაქეს! ნუ ავყვებით გონებაგამრუდებული ადამიანების პროპაგანდას, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here