Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელი მილიარდერების “სიკვდილის ფაბრიკამ” დანაშაული აღიარა

ამერიკელი მილიარდერების “სიკვდილის ფაბრიკამ” დანაშაული აღიარა

ამერიკელი მილიარდერების “სიკვდილის ფაბრიკამ” დანაშაული აღიარა

აშშში დასასრულს უახლოვდება სასამართლო პროცესი იმ კომპანიისა, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება 200 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილზე. ეს ადამიანები .. ოპიოიდურმა ეპიდემიამ იმსხვერპლა. ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა Purdue Pharma, რომელმაც ქვეყანა აშშ აავსო სახიფათო ტკივილგამაყუჩებლებით, აღიარა მარკეტინგის საეჭვო მეთოდების გამოყენება და ახლოსაა გაკოტრებასთან. ეს, გარკვეულწილად, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ ისტორიას აქვს უფლება, დაწეროს ტრაგიკული და სენტიმენტური, კეთილისა და ბოროტის ბრძოლის, სიმდიდრისა და სამართლიანობის სცენარი, რომელიცოსკარსვერ მიიღებს _ კინოფილმს საფუძვლად კი დაედება რეალური მოვლენები, მაგრამ მასში ძალიან ბევრი თეთრია.

პირველი სცენა: 2016 წელი. ამერიკის შუა დასავლეთი. პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელმაც გამოიწვია ტრადიციული პოლიტიკური ელიტა, მოგზაურობს “დაჟანგულ სარტყელზე” _ ადგილებში, რომლებიც თავის დროზე სამრეწველო ამერიკის სიამაყეს წარმოადგენდა, მაგრამ დეინდუსტრიალიზაციის ეპოქაში სიკვდილის პირასაა. ტრამპი იქ ხედავს გატანჯულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს. ბევრი მათგანი არასდროს მისულა საარჩევნო ყუთთან, მაგრამ მათ ტრამპი სამართლიანობის აღდგენის იმედად აღიქვეს _ პრეზიდენტობის კანდიდატმა ამერიკის შუა დასავლეთში ახალი ხმები და აგიტატორები იპოვა, რომლებმაც ტრამპის სასარგებლო გარდამტეხი გავლენა იქონიეს კენჭისყრის შედეგებზე “საკამათო შტატებში”. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით, 2016 წლის ზაფხულში კი ტრამპთან მიდიოდნენ ადამიანები და პრობლემებზე ესაუბრებოდნენ. მათ შორის იყვნენ საშუალო ასაკის ამერიკელები, რომლებმაც ზრდასრული შვილები დაკარგეს: 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია ე.წ. ოპიოიდური ეპიდემიის პიკს დაემთხვა აშშ-ში. დოზის გადაჭარბების გამო ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი კვდებოდა.

ეს ამბები ისეთი ემოციურია, რომ სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, ტრამპს კი, რომელსაც სძულს ნარკოტიკი, ალკოჰოლიზმით გარდაცვლილ ძმაზე მოგონებებს აღუძრავს. ის ადამიანებს დაჰპირდა, რომ პრეზიდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ დასჯიდა ყველას, ვინც დამნაშავე იყო ასიათასობით ადამიანის დაღუპვაში და ამერიკა კვლავ იქნებოდა დიადი.

1920-იანი წლების დასაწყისი. ნიუიორკი. ებრაელი საკლერების დიდი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო გალიციიდან ბრუკლინში გადასახლდა “ამერიკული ოცნების” ასრულების იმედით. ოჯახის პატრიარქმა ისააკ საკლერმა სასურსათო მაღაზია გახსნა, მაგრამ ძლივს იხდის კომუნალურ გადასახადებსა და სამი ვაჟის სამედიცინო განათლების თანხას. ისააკ საკლერი 1945 წლის მაისში გარდაიცვალა, როცა საბჭოთა კავშირის არმიამ ბერლინი აიღო.

საკლერების ოჯახს დიდი წარმატება მოუტანა წამლების გაყიდვამ. უფროსმა ძმამ, არტურმა, მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტმა, შექმნა პატარა ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დროთა განმავლობაში იმპერია Purdue Pharma-დ იქცა.

არტურ საკლერი იყო ის პიროვნება, რომელმაც ამერიკა “დასვა” დამამშვიდებელ საშუალება ვალიუმზე.

აი საკლერების ბიზნესის ბურჯები: აგრესიული რეკლამა; მედიკოსების მოქრთამვა და კონტრაგენტების, როგორც ზედმეტი თვალის, მოცილება. ფირმა თვითონ ქმნის წამალს, თვითონ ცდის, თვითონ აწარმოებს, თვითონ უკეთებს რეცენზიებს თავის სამეცნიერო ჟურნალებში და თვითონ უწერს პაციენტებს თავისი ექიმების მეშვეობით. ამ მდგომარეობამდე იმპერია 1987 წელს მივიდა, არტურ საკლერის გარდაცვალების შემდეგ.

ამერიკელი მილიარდერების “სიკვდილის ფაბრიკამ” დანაშაული აღიარა

განსაკუთრებული გასაიდუმლოება დასჭირდა ოქსიკონტინის (მორფინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებლის), ოქსიკოდონის საფუძველზე შექმნილი პრეპარატის, დამზადებასა და გავრცელებას. ის არ იწვევდა ექიმებისა და პაციენტების ისეთ ფრთხილ რეაქციას, როგორც მორფინი, რომელიც ნარკომანიასა და მძიმე ონკოლოგიურ დაავადებებთან ასოცირდება.

PURDUE PHARMA ამოცანა ოქსიკონტინის პოტენციური ბაზრის გაფართოება იყო. ტკივილგამაყუჩებელი, რომლის დანიშვნაც გამართლებული იყო მძიმე ოპერაციებისა და ონკოლოგიურ შემთხვევებში, ტკივილის გამაყუჩებელ უნივერსალურ საშუალებად წარმოაჩინეს ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას, როგორც შაკიკის, ისე ართრიტის შემთხვევაში. კომპანიამ დამალა, რომ ოქსიკონტინს ეჩვეოდა ადამიანი და მასზე დამოკიდებული ხდებოდა, თანაც ორგანიზმი დოზის მომატებას ითხოვდა, ჭარბი დოზა კი ხშირად იწვევდა პაციენტის სიკვდილს. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა იმას, რომ პაციენტები ან ჰეროინის მოხმარებაზე გადადიოდნენ, ან იწყებდნენ ოქსიკონტინის შეძენას შავ ბაზარზე, ჭარბი დოზის მიღების შედეგად კი იღუპებოდნენ.

“ოპიოიდური ეპიდემიის” მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს. ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაცვლილთა 30% ახალგაზრდა თეთრკანიანი ამერიკელია.

“ოპიოიდური ეპიდემია” განსაკუთრებით მძვინვარებდა “დაჟანგულ სარტყელში” _ უმუშევრობამ და პერსპექტივის უქონლობამ ნარკომანიის გავრცელებას შეუწყო ხელი მუშათა კლასში. იმ წელიწადს, როცა შუა დასავლეთში მცხოვრები ქალები თვალცრემლიანი უჩვენებდნენ ტრამპს დაღუპული შვილების ფოტოებს, ჟურნალმა “ფორბსმა” საკლერების ოჯახის ქონება 13 მლრდ დოლარად შეაფასა, ოქსიკონტინის წყალობით, საკლერებმა სიმდიდრით როკფელერებს გაუსწრეს, თანაც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის ყველაზე უსინდისოდ გაყიდვის პერიოდში (კომპანია ყველას არწმუნებდა, რომ მის პრეპარატს მიჩვევის დაბალი დონე აქვს სხვა პრეპარატებთან შედარებით) კომპანიას ხელმძღვანელობდა რიჩარდ საკლერი _ არტურის ძმისშვილი, რომლის წილიც საოჯახო ფირმაში ძმებმა გამოისყიდეს.

ამერიკელი მილიარდერების “სიკვდილის ფაბრიკამ” დანაშაული აღიარა

ფარმაცევტული მარკეტინგის გენიოსის ქალიშვილმა ელისაბედ საკლერმა თავისი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა. ის ბიძაშვილების ფირმას, “მორალური თვალსაზრისით, საზიზღარს” უწოდებს. საკლერები _ ეს ის საოცარი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ ჩრდილშიც იყვნენ და დიდების ზენიტშიც. აშშ-ში ბევრი კერძო კომპანიის ხელმძღვანელზე არ არსებობს ინფორმაცია, მათ შორის არც საკლერებზე, რაც ამ კლანს Purdue Pharma-სგან დისტანცირების საშუალებას აძლევდა.

საკლერებმა სახელი გაითქვეს მეცენატობით _ ოჯახი დაკავშირებულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და მუზეუმებთან, რომლებიც ფარმაცევტული ბიზნესის გიგანტისგან შემოწირულობებს იღებდნენ ფულისა და ხელოვნების ძვირად ღირებული ნიმუშების სახით. საკლერების გვარი წარმოდგენილია ლუვრისა და გუგენჰაიმის მუზეუმების, ჰარვარდისა და პეკინის უნივერსიტეტების, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიისა და თელ-ავივის უმაღლესი სამედიცინო სკოლის ტოპონიმიკაში. ოპიოიდური სკანდალის დაწყებამდე სანკლერების კლანის წარმომადგენლებს უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდათ. მათ პატივსაცემად ასტეროიდს საკლერი უწოდეს, მაგრამ ამჟამად საკლერების ფულზე უარს ამბობენ, თანაც თვითონ საკლერებს ქონება შეუმცირდათ, რადგან 2016 წელს ტრამპმა გაიმარჯვა და შუა დასავლეთისდაჟანგული სარტყლისწარმომადგენელ ქალებთან საუბრები არ დავიწყებია.

ამერიკელი მილიარდერების “სიკვდილის ფაბრიკამ” დანაშაული აღიარა

2017 წელს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამედიცინო სფეროში და ოპიოიდურ ნარკომანიასთან ბრძოლის სპეციალური კომისია შექმნა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ კომისიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია _ პრობლემა კვლავ არსებობს, მაგრამ ამ კომისიამ კრაზანების ბუდის ბინადარნი ააფუთფუთა: საზოგადოებამ ეპიდემიას ყურადღება მიაპყრო. მასმედიამ გამოძიება დაიწყო, ხოლო 2018 წელს მასაჩუსეტსის ლიბერალური შტატის (სადაც ტრამპს ვერ იტანენ) პროკურატურამ საქმე აღძრა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა არა მხოლოდ Purdue Pharmaსა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, არამედ საკლერების ოჯახის 8 წევრზე. როცა მასაჩუსეტსის შტატში ოქსიკონტინის ჭარბი დოზის მიღებით მოკლე ხანში 59 ადამიანი გარდაიცვალა, რიჩარდ საკლერმა განაცხადა: “საქმე არც ისე ცუდადაა, შეიძლებოდა უფრო მძიმე შედეგი ყოფილიყო”.

“მას შემდეგ, რაც გავრცელდა მონაცემები, რომ ოქსიკონტინის მომხმარებლები ნარკომანებად იქცნენ, Purdue Pharma-მ დაიწყო თავისი კლიენტების დამუნათება და მას “სისხლის სამართლის დეგენერატი დამნაშავენი” უწოდა, _ ნათქვამია Fox News-ის მიერ ამ თემაზე გადაღებულ სიუჟეტში.

დრო გადიოდა. ქვეყანაში კორონაკრიზისი დაიწყო, სასამართლოში საქმის წარმოება შენელდა. 2020 წლის ნოემბერია. ტრამპი ჯერჯერობით აგებს საპრეზიდენტო არჩევნებს _ ოფიციალური მონაცემების თანახმად, ის მცირე სხვაობით დამარცხდა ბაიდენთან იმ “დაჟანგულ სარტყელში”, რომელშიც 4 წლის წინათ მოუგო ჰილარი კლინტონს.

ახლახან კი ტრამპმა შეიტყო, რომ Purdue Pharma ხელმძღვანელობამ აღიარა წარდგენილი ბრალი. ახლა ეს ყველაფერი დადასტურებულია. კომპანია ქრთამს აძლევდა ექიმებს იმისთვის, რომ პაციენტებისთვის აქტიურად გამოეწერათ ოქსიკონტინი. კომპანია ხელს უშლიდა ქვეყნის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მუშაობაში და მას ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. ის არაფერს აკეთებდა, რომ პრეპარატი შავ ბაზარზე არ მოხვედრილიყო, თუმცა ყოველთვის საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

ამ ყველაფრის გამო Purdue Pharma-მ 8,3 მლრდ დოლარი უნდა გადაიხადოს, მაგრამ რეალურად ნაკლებს გადაიხდის _ კომპანიამ გაკოტრების შესახებ შეიტანა განაცხადი. ამასთანავე, საკლერების ოჯახის წევრებმა უკვე გადაიხადეს 225 მლნ დაზარალებული მოქალაქეების ზარალის ასანაზღაურებლად.

საკლერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება საეჭვოა. საქმე ის არის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ 2000 წელს დატოვეს, 2007 წელს კი Purdue Pharma პირველი გარიგება გააფორმა გამოძიებასთან _ დიდძალი თანხა გადაიხადა და დანაშაული ასეთი ფორმულირებით აღიარა: “ჩვენ ვიცოდით, რომ ექიმების დარწმუნება ოქსიკონტინის უსაფრთხოებაში მორფინთან შედარებით მცდარი საქციელი იყო, მაგრამ ამის აღსაკვეთად არაფერი გაგვიკეთებია”.

თავის დროზე მსგავსი რამ გააკეთა პედოფილმა ფინანსისტმა ჯეფრი ეპშტეინმაც: აღიარა უმნიშვნელო დანაშაულები სხვა ცოდვების მიტევებისა და, ფაქტობრივად, უწინდელი ცხოვრების გაგრძელების სანაცვლოდ. 2007 წლის სკანდალის ფონზე, აშშ-ში ოქსიკონტინის გაყიდვა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ კომპანიამ კრიზისს გაუძლო და ორიენტირები საგარეო ბაზარზე გადაიტანა _ ანალოგიური ცინიკური სქემებით დაიწყეს პრეპარატის გაყიდვა მექსიკაში, ბრაზილიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთშიც კი, მაგრამ ახლა საბოლოოდ გაფორმდება საკლერების ფარმაცევტული იმპერიის კრახი. და, თუ ტრამპს მაინც მოუწევს თეთრი სახლის დატოვება, სინდისი სუფთა ექნება “ჟანგიანი სარტყელის” აცრემლებული დედების მიმართ, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა “სიკვდილის ფაბრიკის” გასანადგურებლად.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here