Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთი “თვალების დათხრით” დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც მის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან

ჩინეთი “თვალების დათხრით” დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც მის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან

347
ჩინეთი “თვალების დათხრით” დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც მის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან

ჰონკონგის საკითხები მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის საშინაო საქმეა, ხოლო ალიანსხუთი თვალისქვეყნები, რისკავენ, დაბრმავდნენ, თუ გაბედავენ და დაემუქრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას”, _ განაცხადა 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა.

ცოტა ხნით ადრე ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, გადახედოს თავის პოლიტიკას ჰონკონგის კანონმდებლების დისკვალიფიკაციის მიმართ. ზემოაღნიშნული ქვეყნები სადაზვერვო ალიანს “ხუთი თვალის” წევრები არიან და ერთმანეთში ცვლიან სადაზვერვო ინფორმაციას.

“იმისგან დამოუკიდებლად, მათ ხუთი თვალი აქვთ თუ ათი, თუკი გაბედავენ ჩინეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ინტერესების დაზარალებას, ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა, თვალები დაკარგონ და დაბრმავდნენ”, _ განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. მისივე თქმით, “ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევის გამო “ხუთი თვალის” ალიანსის ქვეყნების მხრიდან ჰონკონგის საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის საშინაო საქმეა”.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here