Home რუბრიკები პოლიტიკა “დიადი თურანის” თეორია _ იმპერიული გეგმების ინფორმაციული მხარდაჭერა

“დიადი თურანის” თეორია _ იმპერიული გეგმების ინფორმაციული მხარდაჭერა

“დიადი თურანის” თეორია _ იმპერიული გეგმების ინფორმაციული მხარდაჭერა

საქართველო და მსოფლიოსმე-40 ნომერში გამოქვეყნებული წერილის აუცილებელი დამატება

ჩვენი გაზეთის მითითებულ ნომერში (იხ. “იაკობ კედმი: უკრაინასა და თურქეთს კარიკატურული პიროვნებები მართავენ”) ისრაელის აღიარებული ანალიტიკოსი იაკობ კედმი აღნიშნავდა, რომთურქეთის სულთანმა აიწყვიტა და აკეთებს იმას, რაც სურს”. სურს კი იმის განხორციელება, რაც არა გუშინ და გუშინწინ, არამედ თავიანთი არსებობის უმეტესი დროის განმავლობაში თურქეთმა და მისმა მსგავსმა სახელმწიფოებმა მიზნად დაისახეს: რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დანაწევრება და განადგურება. პირდაპირ და მიუკიბავმოუკიბავად.

ხოლო ქვეტექსტში დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად ამოიკითხავდა, რომ კედმის ეს საჯარო განცხადება ერთგვარი გაფრთხილება იყო იმ სახელმწიფოთა ლიდერების, რომლებიც ბოლომდე ვერ მიმხვდარან, “რას წარმოადგენს (დღევანდელი) თურქეთი”. ცხადია, რომ მათ შორის საქართველოც უნდა ვიგულისხმოთ.

უნდა ვიყოთ დაინტერესებული.

რადგან: “სამომავლო გზას გაიკვალავენ ქვეყნები უნარიანი ხელისუფლებით სათავეში, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ სახელმწიფოს მდგრადობა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება”.

რადგან: “დიადი თურანის” რეალიზაციის სტრატეგიული მიმართულება (ერთ-ერთი) ჩვენს ქვეყანაზე გადის.

* * *

მივყვეთ ისტორიკოსების არგუმენტებს.

შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკები 1917 წლის რევოლუციამდე მეფის რუსეთის იმპერიის ერთი სუპერრეგიონის _ თურქესტანის ნაწილებად იყო წარმოდგენილი. არავითარი სახელმწიფოებრიობა, არავითარი დამოუკიდებლობა. პირიქით _ ტომობრივი და სხვა ხასიათის დაპირისპირებათა სიმწვავე. მაგრამ, ამის მიუხედავად, ენისა და კულტურის ერთგვაროვნება, რომელიც მონღოლების შემოსევის შედეგად იყო ჩამოყალიბებული, თურქესტანს დიდი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელების მიმზიდველ სივრცედ აყალიბებდა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით.

ასეთი იყო ისტორიული რეალობა, რომლის განხილვას ამ პუბლიკაციაში, ცხადია, არ შევუდგებით, მაგრამ აქ მოძალებული კატაკლიზმების ერთ თავისებურებას კი მივაქცევთ ჩვენი მკითხველების ყურადღებას.

“უცხოელმა პატრონებმა ბასმაჩებს მიზნად დაუსახეს შუა (ცენტრალურ) აზიაში ახალდამყარებული საბჭოთა ხელისუფლების მოშთობა და განადგურება. მაშინ მათ ყველაზე მრავალრიცხოვან არმიას (რომელმაც დუშამბე აიღო) სარდლობდა თურქი ოფიცერი, ცნობილი ენვერ ფაშა. თავის დროზე იგი თურქეთის თავდაცვის მინისტრიც იყო, ქვეყნის მმართველი ტრიუმვირატის წევრიც და სომხების, ასირიელებისა და ბერძნების გენოციდის ინიციატორი და სულის ჩამდგმელიც. დღეს იგი თურქეთის ეროვნულ გმირად არის აღიარებული.

სტამბოლს ისტორიკოსები პანთურქიზმის დედაქალაქად მიიჩნევენ, იმ ცივილიზაციის, იმ იმპერიის სიმბოლოდ, რომელიც ასი წლის წინათ დანაწევრდა და დაიშალა, მაგრამ მილიონობით ადამიანის გონებაში დაილექა და ღვივის, ვითარცა მიუწვდომელი ოცნება.

ფერიცვალება აიასოფიასი: ტაძარი-მუზეუმი-მეჩეთი
ფერიცვალება აიასოფიასი: ტაძარი-მუზეუმი-მეჩეთი

პანთურქიზმის იდეა, როგორც ცნობილია, ისტორიულ ხსოვნაზეა აღმოცენებული, ისტორიის იმ მონაკვეთზე, როცა თურქეთი იმპერია იყო. ოტომანების პორტა სრულად განადგურდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ეს უაღრესად შემაძრწუნებელი მოვლენა თურქებისთვის დიდ ტკივილად რჩება დღემდე.

თურქესტანის ხალხების ენისა და სისხლისმიერი ნათესაობის იდეა XIX საუკუნის შუა წლებში საჯაროდ გამოიტანა არმინი ვამბერიმ _ მეცნიერმა, მოგზაურმა და მოღვაწემ. ზოგიერთი წყარო მოიხსენიებს მას, როგორც უმაღლესი კლასის ავანტიურისტს: თურქეთის სულთნის ნდობით აღჭურვილი უნგრელი ებრაელი ჰერმან ვამბერგერი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აგენტიც იყო.

შენიშნავენ, რომ სწორედ მან, “მოგზაურის სტატუსით” თურქესტანში ჩასულმა, ყურადღება მიაპყრო აღნიშნულ ფენომენს, როგორც თურქულენოვანი ხალხების საერთო მისწრაფების იდეას და ეროვნული ბრძოლის უპირველეს მიზანს.

აქვე _ არცთუ უსაფუძვლო პარალელი: არმინი ვამბერივით უნგრელი ებრაელია ჯორჯ სოროსი (ნამდვილი გვარ-სახელი _ დიორდ შვარცი, ჰოლოკოსტის დროს მისი მშობლების ოჯახმა გვარი შვარცი უნგრულ შოროშად გადაიკეთა, აშშ-ში დამკვიდრების შემდეგ კი მთავარი მოქმედი ფიგურა ინგლისურს მორგებულ ჯორჯ სოროსად მოგვევლინა).

სოროსმა, ვამბერის მსგავსად, “ლონდონის სკოლაგაიარა. გამორიცხავენ, რომ ბრიტანეთის დაზვერვა ამ ახალგაზრდა, ენერგიული და ყველაფერზე წამსვლელი პერსონაჟით არ დაინტერესებულა. რვა მილიარდიანი ქონების პატრონი ეს ბიზნესმენი საერთაშორისო მასშტაბის ავანტიურისტად და ბირჟის სპეკულანტად, “ფერადი რევოლუციებისუპირველეს დამფინანსებლად რომ ჩამოყალიბდა, საყოველთაოდ ცნობილია.

თვითონაც არ დაუმალავს. გაიხსენეთ მისი აღიარება _ სააკაშვილი ჩემი პროექტი იყოო. რომელიც ჩაუვარდა.

ამჟამად უკრაინაში გააქტიურებული მიხეილი ვინ ოხერის პროექტია, ამდენს რომ ტინგიცობს და საქართველოში ჩამოსვლით რომ გვემუქრება?!

ჩამოვა და მტკვარზე, ყოფილი ვირის ხიდის თავში მეჩეთი რომ იდგა, იმის მოპირდაპირე მხარეს, ლეღვისხევში, “ჭრელ აბანოში” მიიპატიჟებენ და თეთრი და შავი იქ გამოჩნდება…

* * *

მთავარ თემას დავუბრუნდეთ.

დიადი თურანი _ თურქულენოვანი ხალხების საძმო _ თავისი არსით გლობალური თურქული სამყაროა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ჩინგიზ ყაენსა და ატილას, თემურ ლენგსა (თამერლანს) და ათათურქს, _ წაიკითხავთ უცხოურ პერიოდიკაში კომპეტენტური ექსპერპტების ამ ერთგვარ მეტაფორულ დასკვნას და დაეთანხმებით.

სიმართლეა.

ისეთივე, როგორც რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიების ბრძოლა ცენტრალურ აზიაში თავიანთი სასიცოცხლო სივრცის გასაფართოებლად.

იმპერიული გეგმების ინფორმაციული მხარდაჭერისთვის საჭირო იყო ლამაზი მითები, მიმზიდველი და მასშტაბური.

“დიადი თურანი” ასეთია.

მას წარმოგვიდგენენ უზარმაზარ რეგიონად, რომელიც გადაჭიმულია ალბანეთიდან, კოსოვოდან და ბულგარეთიდან რუსეთის ფედერაციის ციმბირის რესპუბლიკებამდე _ ტივამდე და სოხამდე.

პანთურქულ სამყაროს მიათვალეს მონღოლეთიც, რადგან თანამედროვე თურქები წარმოშობით სწორედ იქიდან არიან. ლეგენდის თანახმად, ძუ მგელმა გამოიყვანა ისინი მონღოლეთის უკაცრიელი სტეპებიდან.

მგელი სიმბოლოდ გაიხადა რადიკალურმა თურქულმა მოძრაობამ “რუხი მგლები”. იგივე სიმბოლო ამშვენებდა ჩეჩენი სეპარატისტების დროშას და ამშვენებს დღესაც პანთურქიზმის დროშებსა და სხვა გამოსახულებებს. დიადი თურქეთი _ ბალკანეთიდან ჩინეთის დიდ კედლამდე! ყაზახეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი _ ყველას ერთ მუშტად კრავს თურქი მოსახლეობა, თურქული კულტურა და თურქული ენა. მათთან ახლოს დგას ჩეჩნეთი და დაღესტანი.

ამიტომ თურანი უნდა დაუბრუნდეს თურქეთს! ასეთია სტრატეგიული მიზანი.

თურქების რასობრივი უპირატესობა უალტერნატივოა! ეს კი _ “თეორიულისაფუძველი.

ამ პოლიტიკას ახორციელებს ერდოღანის პარტია “სამართლიანობა და განვითარება” თურქების გაერთიანების ლოზუნგით.

ამ კუთხითაც შევხედოთ დღევანდელ ჩვენ სამხრეთელ მეზობელს, საიდანაც ჩამოსულმა წვრილ-წვრილმა მოვაჭრეებმა ჯერ ბათუმში მოიკიდეს ფეხი, შემდეგ თბილისის დავით აღმაშენებლის პროსპექტი დაიპყრეს. ეს ექსპანსია კოვიდ-19-ის პანდემიამ ცოტა შეანელა, მაგრამ არ შეუჩერებია.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here