Home სხვადასხვა დაიჯესტი ბელარუსი, ყირგიზეთი, მოლდოვა…

ბელარუსი, ყირგიზეთი, მოლდოვა…

რას უპირებს ძია სემი საქართველოს?

დერეკ ჰოგანი

აშშ ძველი მეთოდებით განაგრძობს არასასურველი პოლიტიკოსებისა და რეჟიმების დამხობას _ “აშშის ელჩი დაუფარავად ერევა მოლდოვის საშინაო საქმეებში

მოლდოველმა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა ბორის შაპოვალოვმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორ სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომელმაც აშშ მოლდოვაში “ფერადი რევოლუციის” მზადებაში დაადანაშაულა.

მოლდოველი პოლიტოლოგი დაეთანხმა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ, თუ ისეთი რანგის ადამიანი, როგორიც რფ-ის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელია, აკეთებს განცხადებას, რომ ამერიკელები რევოლუციურ სცენარს მოლდოვისთვისაც ამზადებენ (ბელარუსისა და ყირგიზეთის შემდეგ), სადაც ნოემბერში საპრეზიდენტი არჩევნები უნდა გაიმართოს, ეს ნიშნავს, რომ მას ამისთვის სერიოზული საფუძველი აქვს.

ბორის შაპოვალოვი

პოლიტოლოგის თქმით, ამერიკის ელჩი მოლდოვაში _ დერეკ ჰოგანი ერევა მოლდოვის საშინაო საქმეებში. “ის დაუფარავად ხვდება მინისტრებს. მას აქვს თავისი პირდაპირი ფუნქციები ქვეყანაში, სადაც მუშაობს, და ამით უნდა იყოს დაკავებული. სხვა ელჩები მორიდებულად იქცევიან და არანაირ მითითებებს არ გვაძლევენ”, _ განაცხადა შაპოვალოვმა.

სერგეი ნარიშკინის განცხადებით, მისმა უწყებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის, იგორ დოდანის, გამარჯვების შანსი შეაფასა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში (არჩევნები გაიმართება 1 ნოემბერს), თავის საელჩოს კიშინიოვში დაავალა, რომ “ოპოზიცია განეწყო მასობრივი საპროტესტო აქციების მოსაწყობად არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით, თუ იგორ დოდანს კვლავ აირჩევდნენ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით კი, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ აშშ ცდილობს, სხვებს ასწავლოს და ამას ზოგჯერ “მაიდნის” დახმარებით აკეთებს.

როგორც ჩანს, აშშ ტრადიციებს არ ღალატობს და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშად ერევა _ ელჩებისა და უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონის (არასამთავრობო ორგანიზაციების) მეშვეობით მისთვის არასასურველი სახელმწიფო მეთაურების მოშორებას და მათ ადგილზე მორჩილი პირების დასმას ცდილობს. ასე დაამხეს 2003 წელს საქართველოში ე.წ. ვარდების რევოლუციით შევარდნაძის ხელისუფლება და მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ უკრაინაში იანუკოვიჩი შეცვალეს პოროშენკოთი. ამჟამად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბელარუსში, ხოლო მზადდება მოლდოვასა და… კვლავ საქართველოში.

eadayli.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here