2013 წლის თებერვლის ბოლოს მსოფლიო გააოგნა რომის პაპის _ ბენედიქტე XVI-ის (იოზეფ ალოიზ რატცინგერის) მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, ნებაყოფლობით გადამდგარიყო ვატიკანის წინამძოლის პოსტიდან, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ერთობ საეჭვო მიზეზის _ ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამ მიზეზით პოლიტიკოსთა მაღალი თანამდებობიდან “ნებაყოფლობით” გადადგომის არა ერთი მაგალითი იცის მსოფლიო ისტორიამ, მაგრამ რომის პაპი ხომ, კათოლიკური მოძღვრების თანახმად, ამქვეყნად ქრისტეს მოადგილეა და მისი მრევლის რაოდენობა მილიარდს აღემატება?! რომის 265-ე პაპის, ბენედიქტე XVI-ის, გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესების დასახელება, რბილად რომ ვთქვათ, უსუსური არგუმენტია. ბენედიქტე XVI-ის გადადგომა ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა პაპიზმის ისტორიაში.
ბენედიქტე XVI-ის ნებაყოფლობით გადადგომის შემდეგ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ, უბრალოდ, საზოგადოებრივ წრეებში გაჩნდა კითხვა _ ხომ არ იყო ეს კათოლიკური ეკლესიის წიაღსა და ვატიკანს მიღმა არსებული გარკვეული გავლენიანი ლიბერასტული პოლიტიკური ძალების ზემოქმედების შედეგი? რომის 265-ე პაპი ზომიერ კონსერვატორად და, აქედან გამომდინარე, ლგბტ სექტის, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებისა და სხვა ლიბერასტული გარყვნილების მოწინააღმდეგედ იყო ცნობილი კათოლიკურ მრევლსა და იმ პოლიტიკურ ლიბერასტულ ძალებში, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობაში არიან დასავლეთის მმართველ პოლიტიკურ ხელისუფლებებში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთავარი კითხვა _ რომის ახალი პაპი ხომ არ არის ზემოთ ხსენებული ლიბერასტული ძალების მიერ არჩეული (წაიკითხე _ დანიშნული)?
იოანე პავლე II-ს შემცვლელი და სულიერი შვილი (გნებავთ, მემკვიდრე) ბენედიქტე XVI ლგბტ სექტის მიმართ მაქსიმალურად ჰუმანური (თუმცა ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, მიუღებელი), მაგრამ, ამასთანავე, პრინციპული, მკაცრად კატეგორიული დამოკიდებულის გამტარებელი იყო, რომელსაც დასავლეთში აშკარად მოძლიერებულმა ლიბერასტებმა ამაზე მეტზე (ანუ, რაც ფრანცისკემ იკადრა) “ხელი ვერ მოაწერინეს” და ამიტომაც “გახდა ავად” და გადადგა თუ გადააყენეს?!
ახლა ვნახოთ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა ბენედიქტეს შემცვლელი ახლანდელი პაპი ლიბერასტების სანუკვარი ოცნების ასრულებისკენ _ წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე უწმინდური ლგბტ-სექტის დროშის აღმართვისკენ:
* 2016 წელი. რომის პაპის განცხადებით, საზოგადოებამ ლგბტ წევრებს ბოდიში უნდა მოუხადოს წარსულში დისკრიმინაციის გამო. ციტატა: “კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს მათი დისკრიმინაცია, მათ უნდა ვცეთ პატივი და ვუჩვენოთ გზა, _ ეს განცხადება პაპმა საკუთარი თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც სომხეთს ტოვებდა. _ ეკლესიამ პატიება უნდა ითხოვოს ბევრი რამის გამო, როდესაც ვამბობ ეკლესიას, ვგულისხმობ ქრისტიანებს. ეკლესია წმინდაა, ცოდვილები ჩვენ ვართ”.
* 2018 წელი. რომის პაპი ყელზე დაკიდებული ცისარტყელისფერებიანი ჯვრით გამოჩნდა, რაც ვატიკანის მრევლისა და, საზოგადოდ, მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობამ ლგბტ თემის საჯარო მხარდაჭერად აღიქვა.
* 2020 წლის სექტემბერი. რომის პაპი ფრანცისკე ლგბტ პირების მშობლებს შეხვდა და დაამშვიდა. ციტატა: “ეკლესიას უყვარს თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან. ისინი ღვთის შვილები არიან”…
* რამდენიმე დღის წინათ, რომის პაპმა ლგბტ წყვილების სამოქალაქო ქორწინებასა და მათ მიერ შვილების აყვანას დაუჭირა მხარი (რაც შეიქნა კიდეც წინამდებარე წერილის დაწერის მთავარი მიზეზი), უფრო მეტიც: პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არ უნდა იყოს ხელის შემშლელი პირობა, რომ ასეთებმა საეკლესიო თანამდებობები დაიკავონო… ჰა, როგორია?
ზემოთქმული მოკლე რეზიუმედ რომ “მოვთარგმნოთ”, გამოვა, რომ, როგორც დღეს ამერიკაში შავკანიანებს ბოდიშებს უხდიან თეთრკანიანები და დაჩოქილები ფეხებს ულოკავენ, ჩვენც ქართველ პედერასტებს ბოდიშები უნდა ვუხადოთ და სალოკავადაც უნდა “ვემთხვიოთ”, თუ არა, უარის შემთხვევაში ისევე “გაგვსროკავენ”, როგორც თავის დროზე სტალინი “სროკავდა” მამათმავლებს.
ეს, როგორც იტყვიან, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ სახუმაროდ რომ არ გვაქვს საქმე?
რატომ? იმიტომ, რომ როგორც კომუნისტების პლაკატებზე ეწერა: “ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას” (აფსუს, რა დრო იყო!) _ ამ ლოზუნგის პერიფრაზით თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ვამბობთ დასავლეთს, ვგულისხმობთ ვატიკანს, ვამბობთ ვატიკანს, ვგულისხმობთ დასავლეთს!
ეს ის დასავლეთი და ნატოა, რომლისკენაც, უკვე 30 წელიწადია, მივისწრაფვით და უფრო მეტიც, ეს სწრაფვა კონსტიტუციაშიც კი ავსახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სწრაფვამ სოხუმ–ცხინვალი სამუდამოდ დაგვაკარგვინა. და თუ მზერა არ დაგვბინდვია, ირგვლივ მიმოვიხედოთ და მივხვდებით, რომ, დაკარგულის დაბრუნება კი არა, ისიც არ დავკარგოთ, რაც ჯერ კიდევ ჩვენია. სამწუხაროდ, ასეა საქმე, რაზეც წინა წერილებში არაერთხელ ვისაუბრე და ამიტომ აქ აღარ განვაგრძობ…
წინამდებარე წერილში მოყვანილი ფაქტები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გათახსირებული დასავლეთიდან გარყვნილების გარდა საქართველოში წლების განმავლობაში სხვა “სიკეთე” არ შემოსულა და, რომის პაპის განცხადებებიდან გამომდინარე, კარგს არც მომავალში უნდა ველოდოთ.
ახლა მავანმა შეიძლება დამამუნათოს: რა შუაშია რომის პაპის ლიბერასტული განცხადებები და საქართველო? სამწუხაროდ, შუაში კი არა თავშია და არა მხოლოდ საქართველოში, რადგან 1054 წლის ე.წ. დიდი სქიზმის (განხეთქილების) შედეგად, როდესაც ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ერთიან ეკლესიას გამოეყო კათოლიკური ეკლესია, მას შემდეგ ვატიკანი და რომის პაპი უფრო პოლიტიკური ინსტიტუტია, ვიდრე რელიგიური, ხოლო რომის პაპები უფრო პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, ვიდრე სულიერი მწყემსები, რომელთა შიშით ბევრი ევროპელი მონარქი ცახცახებდა.
კათოლიკური ეკლესიის ე.წ. წმინდა ინკვიზიციის ლოცვა-კურთხევით აგიზგიზებულ კოცონებზე ათი ათასობით პროტესტანტს ერეტიკოს-ჯადოქრობის აბსურდული ბრალდებით ცოცხლად წვავდნენ და ამ წარსულის მქონე ეკლესიის ხელმძღვანელი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას უსირცხვილოდ უჭერს მხარს. რა ჰქვია ამას? ეს ხომ ზღვარგადასული თავხედობაა? ამ მართლაც ერესით რომის პაპიც ერთ–ერთ აქტორად იქცა იმ პოლიტიკური თამაშისა, რომელსაც ყველა ერთის წინააღმდეგ, ანუ მართლმადიდებელ რუსეთსა და ე.წ. ლიბერალურ სამყაროს შორის გამოუცხადებელი ომი ჰქვია.
რუსეთმა რომის პაპის განცხადებების საპირისპიროდ კონსტიტუციურ ნორმად აქცია, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის შესაძლებელი და საკუთარ საძინებლებში თავში ქვა უხლიათ მამათმავლებს, იქ მათ არავინ შეუვარდებათო, გეიაღლუმებზე, ბავშვის შვილად აყვანაზე, მშობელი #1-სა და მშობელი # 2-ზე კი ლაპარაკიც ზედმეტია! რომის პაპის მკრეხელურმა განცხადებებმა ერთი სიკეთე მაინც მოიტანა _ დღეს თამამად და უეჭველად შეიძლება მივულოცოთ მართლმადიდებელ მოსკოვს დე იურედ მესამე რომად “კურთხევა”, რადგან მოსკოვი, დიდი ხანია, დე ფაქტო მესამე რომია და მეოთხე ნაღდად აღარ იქნება. სრულიად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყოველგვარი ევქარისტული კავშირი გაწყვიტა იმ პროტესტანტულ ეკლესიებთან, რომლებიც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჯვარს სწერენ.
რომის პაპმა თავისი განცხადებებით ყველა ტრადიციული რელიგიური კონფესიებისთვის უმძიმესი ცოდვის _ სოდომიის _ ჩადენის ნებართვა გასცა და შორს არ არის ის დღე, როდესაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულება ვატიკანის ტაძრებშიც დაიწყება. აქედან გამომდინარე, რუსეთის ეკლესია ვატიკანთანაც გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს.
ერეტიკოს რომის პაპს ჩვენშიც ეყოლება საკმარისი მხარდამჭერები თუნდაც არასამთავრობო ე.წ. მესამე სექტორში და არა მხოლოდ, სამწუხაროდ, საქართველოს დედაეკლესიის წმინდა სინოდშიც არ არის ამ საბედისწერო საკითხზე ერთიანი აზრი, რადგან ყანდურები _ მეუფე პეტრეები _ იქაც არიან ჩანერგილნი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ. არადა, თქმულიდან გამომდინარე და, საერთოდ, გლობალური პოლიტიკიდან, რაზეც წინა წერილებში არაერთხელ გვქონია საუბარი, პოლიტიკური მოვლენები ისე შეიძლება განვითარდეს, რომ საქართველო აღმოჩნდეს საბედისწერო არჩევანის წინაშე _ ან რომის პაპი, ე.ი. უღმერთო დასავლეთი და ან მესამე რომი _ ერთმორწმუნე რუსეთი.
იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი, პრაქტიკულად, შემოიჭრა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც რუსეთი არ დათმობს და, ადრე თუ გვიან, პანღურით გააძევებს თურქეთს რეგიონიდან, ამ დაძაბულ ვითარებას შეიძლება რელიგიური კუთხითაც შევხედოთ: ან ჩვენი ისტორიული მტერი _ ისლამური თურქეთი, ან საქართველოს ისტორიული გადამრჩენი _ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთი!
დავით მხეიძე
ცნობისთვის: 2003 წელს რომის პაპის, იოანე პავლე II-ის, მმართველობის პერიოდში, რწმენის დოქტრინის კრებაზე “მიღებული წინადადებების საფუძველზე განიხილებოდა ჰომოსექსუალური კავშირების აღიარების საკითხი”, მაგრამ დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ “თუმცაღა ეკლესია ხალხს ჰომოსექსუალი ადამიანებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს, მას არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება ჰომოსექსუალური ქცევის მიღება და ამგვარი კავშირების აღიარება”.