Home რუბრიკები პოლიტიკა 30 წელია, სადღაც მივდივართ და ამ გზას ბოლო არ უჩანს

30 წელია, სადღაც მივდივართ და ამ გზას ბოლო არ უჩანს

30 წელია, სადღაც მივდივართ და ამ გზას ბოლო არ უჩანს

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შემდეგ კინაღამ პანიკამ მოიცვა ქვეყანა, მაგრამ მალე დაგვამშვიდეს, _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ და შედეგიც გვაქვს, ევროპას ვჯობივართო. ეგ კი არა, ლამის უქმე დღედ გამოვაცხადეთ პირველი ტალღის მშვიდობიანად გადაგორება. ისიც აქტიურად ვიძახეთ: ჩვენი ექიმების ცოდნით გაოგნდა ევროპა და ამერიკაოჰოდა, შემოგვიტია ვირუსმა და თანაც როგორ შემოგვიტია, დღეში ათასი ინფიცირებული სანატრელი გვაქვს. სწორედ ამ შემოტევამ გვაჩვენა მნიშვნელოვანი რაღაცები, ისეთები, რომლებსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდით.

პირველ რიგში, ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებმა არ გაამართლა. ეს ადვილი მისახვედრიც იყო, რადგან ამ რეკომენდაციებმა არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა და რაღა ჩვენთან გაამართლებდა?! თუმცა, საქმე ის არის, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუჯეროს იმის მიუხედავად, ეს რეკომენდაციები კარგია თუ ცუდი. არის რეკომენდაცია? _ უნდა შესრულდეს და უნდა შესრულდეს თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად. სწორედ ამ ფასს ვიხდით ახლა ყოველდღიურად ათასობით დაავადებულით. მეორე საკითხი, რომელმაც გაოგნება გამოიწვია, არის ის, რომ თურმესაქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა არ ყოფილა და ახლა გვაქვს, ანუ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პირველ ტალღას ებრძოდა, ჩვენ არ გვქონია, “გვატყუებდნენ, მაკარ”, და ახლა, როცა დანარჩენი მსოფლიო მეორე ტალღას ებრძვის, პირველმა ჩვენ დაგვარტყა. დაგვარტყა და გაფიქრებაც კი გვზარავს იმისა, რა მოხდება მეორე ტალღის პირობებში. მზად არ აღმოვჩნდით, პრაქტიკულად, არაფრისთვის. არადა, მოსამზადებლად ნახევარ წელზე მეტი გვქონდა და თანაც, საამისოდ რამდენიმე მილიარდი ვისესხეთ, გახარია სპეციალურად იყო წასული ევროპაში. ჩვენი ნაქები ლუგარის ლაბორატორია ანალიზების პასუხს ვეღარ აუდის, სხვა კლინიკებშიც გახსნეს ლაბორატორიები და საკმარისი ესეც არ არის. ახლა გეტყვით, რა ხდება, როცა ვირუსით ინფიცირდებით.

პირველ რიგში, რეკავთ 112-ზე, საიდანაც გიპასუხებენ, რომ დაგიკავშირდებათ ოჯახის ექიმი. გიკავშირდება ექიმი და გუბნება, რომ მინიმუმ 4, მაქსიმუმ 7 დღე უნდა იყოთ თვითიზოლაციაში, დააკვირდეთ სიმპტომებს და თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, აიღებენ ტესტს. ჰო, ტესტს, სულ ცოტა, 4 დღის შემდეგ იღებენ და ეს იმიტომ, რომ ლაბორატორიები ტესტების შემოწმებას ფიზიკურად ვერ ასწრებენ. საუბარი არ არის კონტაქტების შემოწმებაზე, რადგან შემთხვევები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და, უბრალოდ, აზრი არ აქვს. ჰო, ექიმი არაფერს არ გეუბნებათ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ და თვითიზოლაციის საშუალება, უბრალოდ, არ გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ცოლ-შვილი გარეთ უნდა გაუშვათ. ჰო, ერთოთახიანში ვინც ცხოვრობს, ავადობის უფლება არ აქვს. მართალია, ეს ჯერ კანონში არ წერია, მაგრამ ჩაწერენ, რადგან ასეთ შემთხვევაში გამოსავალი, პრაქტიკულად, არ არსებობს. დასრულებულია საწოლების რეზერვზე საუბარიც. აქამდე ხომ ამბობდნენ: რაც არ უნდა მოხდეს, მზად ვართო? ახლა გამოდის, ჩვენი საწოლების იმედად ყოფილან _ შინ ლოგინები რომ გიდგათ, მათ იმედად არის სახელმწიფო და ნუ გაიკვირვებთ, ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოდ, სულ ჩვენ იმედად არიან, ჩვენი იმედით იმატებენ ხელფასებს და იწერენ პრემიებს.

ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაა ის, რომ რესტორნები 22 საათის შემდეგ არ უნდა მუშაობდეს. რა გამოდის? კორონას სამუშაო საათები აქვს, 22 საათამდე აქტიური არ არის და მშვიდად შეგიძლიათ რესტორანში გაერთოთ. 22 საათის შემდეგ კი აქტიურდება და რესტორნებში სულ კუპეკუპე დადის? არაერთხელ გავხვეულვართ შარში და ჩვენი საქციელი იდიოტიზმს დამსგავსებია, როცა ბრმად ვიზიარებდით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. რეალურად, რეკომენდაციები უნდა მოვისმინოთ და ჩვენს რეალობას მოვარგოთ, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. უბედურებაც ის არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ვერ გადავუხვევთ, მერე თითს დაგვიქნევენ, ყურს აგვიწევენ და შეიძლება ისე მწარედ, რომ აგვეხეს კიდეც. რა მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ სტრატეგიული პარტნიორებისგან? პრაქტიკულად, არაფერი, მარტო რამდენიმემილიარდიანი ვალი აგვკიდეს (საიდანც ხალხს მიზერი გადაუგდეს და მთელი ფული საკუთარ ბიზნესებზე გადაინაწილეს) და ლუგარის ლაბორატორიაც, რომლითაც ლამის ყურები გამოვუჭედეთ მსოფლიოს, ვერ აღმოჩნდა ისეთი ეფექტიანი, როგორადაც წარმოაჩენდნენ. კრიტიკულ მომენტებში იზომება ამა თუ იმ საწარმოს ეფექტიანობა, თორემ მშვიდობიანობის პერიოდში ყველა მაგარია. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური ეჭვი: თუ ლუგარის ლაბორატორია კრიტიკულ პერიოდში ვერ ახერხებს მოსახლეობის უზრუნველყოფას ტესტირებით, რა მიზნით შეიქმნა ის? შეთქმულების თეორიების არ გვჯერა, მაგრამ ვინმე ხომ უნდა გამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დამაჯერებელი პასუხი გაგვცეს ამ კითხვაზე?! მაგრამ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები, დიდი ხანია, აღარ გვაქვს არაფერზე, არც საშინაო და არც საგარეო საკითხებზე. საგარეო კურსი ავიღოთ: 30 წელია, სადღაც მივდივართ და ამ გზას ბოლო არ უჩანს. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ უფლებას ვიტოვებთ, არ დავიჯეროთ. როგორ უნდა დავიჯეროთ, როცა აგერ, ორიოდე თვის წინათ ნათქვამი ყოფილა ტყუილი _ თურმე კორონავირუსის არანაირი ტალღა არ გვქონია და მხოლოდ რამდენიმე ინფიცირებულ ადამიანს გაუმკლავდა სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა, თურმე გადავრიეთ ევროპა და… ამ ლოგიკით, სოლომონის კუნძულებსაც მსოფლიო გადაურევიათ _ ამ ხნის განმავლობაში სულ 4 ინფიცირებული და 4-ვე გამოჯანმრთელებული ჰყავთ.

კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე ხდება. არც იმას გამოვრიცხავთ, მაშინ, როცა მთელი სამყარო პირველ ტალღას ებრძოდა, ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, წამლებსაც ცდიდნენ, ეძებდნენ ვაქცინას და ამ ძებნა-ძებნაში დაგვემართა ის, რასაც უბრალოდ ვეღარ აკონტროლებენ. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ ქალაქებს დაკეტავენ, რეგულაციები გამკაცრდება… რა უნდა ვუყოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში ასეულობით ინფიცირებულს? 10-15 კაცის გამო სოფლებს კეტავდნენ და ახლა იმავე სოფლებში 100-150 ადამიანია დავირუსებული. არც ის გამორიცხოთ, რომ ექსპერიმენტები ჩვენზე ისევ გაგრძელდეს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლება ან ოპოზიცია დასავლეთს ამ მიმართულებით უარს გაუბედავს, ძალიან ცდება. ნაციონალების მმართველობის პერიოდში წამლებს პატიმრებზე ცდიდდნენ, ახლა კი, პანდემიის სახელით, მგონი, მთელ ერზე დაიწყეს ექსპერიმენტის ჩატარება. ეს იმ პირობებში, როცა ლამის მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდის ცნობები, რომ ვაქცინა გამოცდის ბოლო ეტაპზეა, მაგრამ ვინ ცდის და სად ცდის, ეგ არ ვიცით. მარტო რუსეთს აქვს აპრობირებული ვაქცინა (მალე კიდევ ორის წარმოებას იწყებენ), რომელიც უკვე ფართო მოხმარებაში ჩაუშვეს და არც სხვა ქვეყნებს ეუბნებიან უარს მიწოდებაზე, _ მაგ. ბრაზილიას რამდენიმე მილიონი დოზა მიაწოდეს და კიდევ რამდენიმე მილიონს დაპირდნენ,- მაგრამ ჩვენი მთავრობა რუსეთზე როგორ დაძრავს კრინტს, ხომ შემოსწყრნენ “სტრატეგული პარტნიორები”!

აღარც კი ვიცით, რა გირჩიოთ. ხელისუფლებას ენდეთ-მეთქი, როგორ გითხრათ, პრევენცია კი არა, პირველი ტალღა რომ არ იყო და აქა-იქ დასდევდნენ პაციენტებს, გვაოცებდნენ ჩვენ და გაოცებას ვერ მალავდა დასავლეთიც. ამ ყველაფრის პარალელურად იყო სიხარული, რომ მეზობელ რუსეთში ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდებოდა. ეს რომ გვიხაროდა, დასავლეთი ტაშს გვიკრავდა და ასეთ აბსურდში მოვედით დღემდე. დღეს დასავლეთი კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის, რუსეთიც ებრძვის, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ რუსეთში შექმნილ ვაქცინას რუსეთი მოქალაქეებზე იყენებს და, როგორც ამბობენ, არცთუ წარუმატებლად, ჩვენ კი… ჩვენ უნდა გავიაროთ ჯოჯოხეთი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გარდა ყველამ გაიარა. ჯოჯოხეთის გავლაშიც კი ჩამოვრჩით და, ამის მერე მეორე ტალღა რომ გველოდება, ეგეც ხომ ფაქტია. არა, კი გვიმტკიცებენ, პირველი ტალღა გამოვტოვეთ, პირდაპირ მეორეზე გადავედითო, მაგრამ ვინ რას გამოგატოვებინებს დღევანდელ რეალობაში?!

ექსპერიმენტებისა და სხვის ხელში ცქერის დრო ნამდვილად აღარ გვაქვს. უკვე მერამდენედ, ჩვენ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს, ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ, ჩვენ უნდა მოვერიდოთ და… როგორც წესი, ხალხის მონაპოვარს სახელმწიფო იბრალებს და ესეც დაიბრალოს, არა უშავს, მთავარია, გადავრჩეთ! ახლა სწორედ გადარჩენის პრობლემა გვიდგას.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here