საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და პოლიტიკურ პარტიებს, როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში ახსენდებათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მეტ–ნაკლები პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ლიდერები კი მისი აღდგენის უტოპიურ გზებს გვთავაზობენ.
თქმა იმისა, რომ უტოპიურ გზებს გვთავაზობენ, სულაც არ ნიშნავს, რომ არსებობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების ალტერნატიული რეალური გზა, რომელსაც ვერ ხედავენ ჩვენი უტვინო პოლიტიკოსები და მხოლოდ ეს არის პრობლემა. არა, ბატონებო და ქალბატონებო! სამწუხაროდ, ამ მიმართულების გზა არ, უფრო ზუსტად, აღარ არსებობს, რადგან წლების განმავლობაში (ე.წ. ვარდების რევოლუციიდან “ბიძინას რევოლუციამდე”) ნაცების ხელისუფლებას სოხუმ-ცხინვალის მიმართულებით პოპულისტური სიმღერის _ “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!” და გაუგებარი მოძრაობის _ “კოკოითი, ფანდარასტ!” შექმნის მეტი, არაფერი გაუკეთებია.
რაც შეეხება პოსტსააკაშვილის პერიოდის ქოცებისა და ნაცების ერთობლივ ხელისუფლებას (ერთობლივს, რადგან ერთი ლიბერასტული იდეოლოგიის ორი განშტოებაა და მხოლოდ ქართველი საზოგადოების დასაბნევად დაირქვეს ხელისუფლება და ოპოზიცია), ორივეს ერთად და ცალ-ცალკე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მიჰყავთ “დასავლელი მეგობრები” და დურბინდით ათვალიერებინებენ რუსეთის სამხედრო ბაზას; ორივენი _ ქოცებიცა და ნაცებიც _ უნისონში “მღერიან”, რომ რუსეთს მანამდე არ დაელაპარაკებიან, სანამ სოხუმ-ცხინვალიდან სამხედრო ბაზებს არ გაიყვანს და უკან არ წაიღებს აფხაზეთ-ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობას.
თქვენს მონა-მორჩილს ახლო წარსულში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ, თუ მოხდება სასწაული და სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე დაიწყება მოლაპარაკებები, აფხაზები და ოსები არასოდეს დათანხმდებიან საქართველოს შემადგენლობაში ძველი სტატუსით შესვლას და, თუ კონფედერაციაზე დავითანხმებთ, ფეხები უნდა დავბანოთ.
ეს, ისე _ მცირე ლირიკულ-უტოპიური გადახვევა, თორემ დავბანოთ კი არა, ყირაზე რომ დავდგეთ, სოხუმი და ცხინვალი აღარასოდეს დაბრუნდება თბილისის იურისდიქციაში, რადგან, რომ იტყვიან, “უკან დასაბრუნებელი წითელი ხაზი” საქართველომ უტვინო ქმედებითა თუ უმოქმედობით, კარგა ხანია, გადაკვეთა.
განვლილი წლების მანძილზე სოხუმისა და ცხინვალის რეგიონში რამდენიმე ახალი თაობა გაიზარდა. ამ თაობებისთვის ქართველი დამპყრობელს ნიშნავს (ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარება აფხაზეთშია), რომელთან “სამამულო ომში” გამარჯვებასა და დამოუკიდებლობის მოპოვების დღესასწაულს ყოველწლიურად ზეიმობენ. პირადად ჩემი ოცნება ფრიად მიწიერია _ იქნებ სიბერის პირას მაინც მიწიერი სამოთხის, აფხაზეთის, ნახვა კიდევ ერთხელ მაღირსოს უფალმა… თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის რეზიუმედ ვაცხადებ, რომ სოხუმი და ცხინვალი სამუდამოდ დაკარგულია. ყოველ შემთხვევაში (ურაპატრიოტებმა რომ არ “შემჭამონ”), თუ სასწაული არ მოხდა, უახლოეს ათწლეულებში ასე იქნება. ეს მწარე რეალობა გულზე მჯიღის ცემის გარეშე უნდა გავაცნობიეროთ და წინასაარჩევნოდ რომელი პოლიტიკოსიც საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს ან უტვინო ურაპატრიოტია, ან შეგნებული მტერი. მსოფლიოში და აგერ, როგორც იტყვიან, ყურის ძირში (ყარაბაღში) მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სოხუმ–ცხინვალის დაბრუნება კი არა, რაც ჯერ კიდევ ჩვენია, ისიც არ დავკარგოთ! _ ასე დგას საკითხი…
ერთადერთი და ისიც სათუო ვარიანტი არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების ნელ-ნელა, ეტაპობრივი დაბრუნება, რაც რუსეთის კეთილი ნების გარეშე უტოპიაა. ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაა საჭირო და არა ბირთვული იარაღის მქონე ამ უზარმაზარი სახელმწიფოსთვის ულტიმატუმის წაყენება.
თუმცა, რუსეთის კეთილ ნებასთან ერთად, საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას _ სასწრაფოდ უნდა აღდგეს რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის ბიზნესურთიერთობების დაწყებას, ე.წ. სახალხო დიპლომატიის ამუშავებას და, აქედან გამომდინარე, ხალხების შერიგებისკენ გადადგმულ პირველ ეფექტიან ნაბიჯს ნიშნავს.
ამის გამოცდილება გვაქვს ცხინვალის მიმართულებით, როდესაც ერგნეთის ბაზრობამ ყოფით დონეზე შეარიგა ოსები და ქართველები, რომლებმაც, საერთო ბიზნესის კეთებასთან ერთად, ერთმანეთის ჭირსა და ლხინში დაიწყეს სიარული და რაჭის მიმართულებით ცხინვალის გავლით აღდგა უსაფრთხო საავტომობილო მიმოსვლა.
პირველი, რაც ნაცებმა გააკეთეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, იყო ის, რომ ერგნეთის ბაზრობის ტერიტორია ბულდოზერებით გადათხარეს და ირაკლი ოქრუაშვილი ახლა პარლამენტში შესასვლელად კი არ უნდა ემზადებოდეს, არამედ, როგორც ამ ბოროტების ავტორი და შემსრულებელი, ციხეში უნდა იჯდეს.
ზემოთ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები ვახსენე, რომლებიც ისე სწრაფად და ხშირად მოულოდნელი მიმართულებით ვითარდება, რომ, სანამ გაზეთის ეს ნომერი მკითხველამდე მიაღწევს, ბევრი რამ, რაც უკვე ითქვა, შეიძლება არააქტუალურ ინფორმაციად იქცეს, რადგან თანამედროვე მსოფლიო დიდი ომის რეალური საფრთხის წინაშეა. ომის, რომლის ერთ მხარეს მართლმადიდებელი რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს ლიბერასტული დასავლეთი იქნება. რუსეთს ერთი რამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი _ თურქეთს ამიერკავკასიაში ფეხი არ მოაკიდებინოს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არაბირთვული სახელმწიფოა, მაგრამ ნატოს წევრი, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. რუსი და ბევრი დასავლელი პოლიტოლოგ-ექსპერტი დაუფარავად საუბრობს რუსეთ-თურქეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დიდ ალბათობაზე.
მახსედება ათონის მთაზე მოღვაწე წმ. ბერ პაისის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვით, თურქეთში დიდი ომი გაჩაღდება თურქებსა და არაბერძენ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის, და ამ ომში იმდენი სისხლი დაიღვრება სტამბოლის ქუჩებში, რომ 2 წლის ხარებიც კი დაიხრჩობიან. ამ ომში თურქების 1/3 დაიხოცება, მეორე მესამედი ქრისტიანობას მიიღებს, მესამე კი სადღაც მესოპოტამიაში (თუ სადღაც ჯანდაბაში, ზუსტად არ მახსოვს _ დ.მ.) გადაიხვეწება; სტამბოლს კვლავ კონსტანტინეპოლი დაერქმევა და მეჩეთადქცეულ აია სოფიას ბერძნებს, ე.ი., სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს დაუბრუნებენ.
აია სოფიაში კი საპატრიარქო ტახტზე ნამდვილი მსოფლიო პატრიარქი დაჯდება და არა თვითმარქვია მსოფლიო პატრიარქი, თურქეთის მოქალაქე, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და თურქეთის სპეცსამსახურების აგენტი ბართოლომეოსი, რომელსაც თავის რეზიდენციაში დასვენებული წმინდა ხატების გვერდით ათათურქის პორტრეტი უდევს. თურქეთი კი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება პოლიტიკური რუკიდან. ბერი პაისის წინასწარმეტყველებაში ნახსენებ თურქეთში მეომარ ბერძნული ენის არმცოდნე მართლმადიდებლებში რუსეთი რომ იგულისხმება, არა მგონია, სადავო იყოს და, ზემოთ ნახსენები წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ერთი შეკითხვა გამიჩნდა _ ხომ არ არის თურქეთ–რუსეთის მოსალოდნელი ომი ბერი პაისის წინასწარმეტყველების ახდენის დასაწყისი? ვნახოთ…
მანამდე კი რუსეთის მიმართ დასავლეთის მედიდური ტონით საუბრის დაწყებასა და რუსეთის პასუხებზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. “მოსკოვმა, შესაძლოა, ბრიუსელთან ურთიერთობა შეწყვიტოს, თუკი დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ ურთიერთპატივსაცემი დიალოგის გაგრძელება”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
“იმ ადამიანებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგარეო პოლიტიკაზე დასავლეთში და ვერ ერკვევიან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საუბრის აუცილებლობაში, ჩვენ, უბრალოდ, გარკვეული დროით უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა. მით უფრო, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან გეოპოლიტიკური პარტნიორობა არ გამოდის. მაშინ იყოს ასე, თუკი მათ ასე სურთ”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა. ძნელი წარმოსადგენია დიპლომატის უფრო მწვავე პასუხი. და აქვე გერმანიის საგარეო მინისტრ ჰეიკო მაასის მენტორული განცხადება: “რუსეთმა უნდა მიიღოს ევროპული ღირებულებები, თუ უნდათ, რომ მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობები იმ დონემდე აღდგეს, როგორიც იყო 1990-იან-2000 წლებში”. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ “გერმანია, როგორც ადრე, ახლაც ამ ღირებულებების მიმდევარია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მსოფლიო წესრიგი. გერმანიაში მოქმედებს წესები და არა “ძლიერის უფლებები”… არადა, ევროპამ მეორე დღესვე დაანახვა მსოფლიოს დასავლური ღირებულებების ნამდვილი ღირებულება, როდესაც სკოლის მასწავლებელმა მუჰამედის პორნოგრაფიული კარიკატურის მაგალითზე აუხსნა ბავშვებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საფრანგეთში მცხოვრებმა ჩეჩენმა ყმაწვილმა შუაგულ პარიზში თავი მოაჭრა ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების ბაირახტარ პედაგოგს.
დავით მხეიძე
P.S. რა გინდათ, რას უჩხიკინებთ მაჰმადიანებს? ხომ ხედავთ, რომ „ველურები არიან?“ აბა, ჩვენ კი არ გვგვანან? „პრადვინუტ“ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი პატრიარქი ათასჯერ შეურაცხგვიყვეს (უფალო შემინდე ამ სიტყვისთვის) და გაგვითახსირეს. ამისთვის თავის მოჭრას არ ვითხოვთ, რადგან თავი, დიდი ხანია, მოჭრილი გვაქვს კავკასიაში ქართველებს – მეუფე პეტრეს ერთი პანღურიც კი არავინ ამოჰკრა…
საქართველო რუსეთს უნდა დაშლილი და დაქუცმაცებული. ისეთ ადგილმდებარეობა გვაქვს, რომ რუსეთს არ აწყობს აქ სახელმწიფოებრობა არსებობდეს. რაც არ უნდა ელაპარაკო რუსს იმას მაინც თავისი გეგმა აქვს – ჩვენი ტერიტორია წაიღოს უქართველებოდ.
აჩი მართალი ხარ ასეა მაგრამ ბევრს ეს არესმის