Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ ცაავა: თუ საქართველოს ტერიტორიების დაცვა რუსეთუმეობაა, მაშინ მე რუსეთუმე ვარ და...

ვიქტორ ცაავა: თუ საქართველოს ტერიტორიების დაცვა რუსეთუმეობაა, მაშინ მე რუსეთუმე ვარ და ვიქნები!

ვიქტორ ცაავა: თუ საქართველოს ტერიტორიების დაცვა რუსეთუმეობაა, მაშინ მე რუსეთუმე ვარ და ვიქნები!

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და საარჩევნო კამპანიის ტემპერატურა მაღლა იწევს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრებაპატრიოტთა ალიანსისმიერ მარტვილიაბაშაჩხოროწყუწალენჯიხის ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ ცაავა:

_ რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე ექსპერტების ქმედებების კანონიერებას იძიებს. უწყებაში განაცხადეს, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა. ეს საშინელი ინფორმაციაა. დავითგარეჯა ყოველთვის იყო საქართველოს უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-კულტურული ცენტრი, რომელშიც ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დავითგარეჯა არ ყოფილა ალბანეთის პატრიარქის დაქვემდებარებაში, ის საქართველოს ტერიტორიაზე იყო და საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს.

ახლახან კი გაირკვა, რომ საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა.

უმნიშვნელოვანესი რუკის დამალვისა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების ბრალდებით ორი ადამიანი დააპატიმრეს. შესაძლოა, ისინი რაღაც ფორმით მართლაც არიან დამნაშავენი, მაგრამ მეეჭვება, რომ უმნიშვნელო თანამდებობის მქონე ადამიანების გაკეთებული იყოს ამხელა საქმე.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნის _ ჯუმბერ პატიაშვილისგან მსმენია, რომ დავითგარჯის პრობლემა პერიოდულად წამოყოფდა ხოლმე თავს. ის ყვებოდა, რა სამუშაოები და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორ ქვეყანას შორის ამ ტერიტორიაზე; ამბობდა, რომ ძალიან მარტივად შეიძლებოდა დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს გადმოსცემოდა და ამაზე მუშაობდნენ კიდეც, აზერბაიჯანიც თანახმა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თანამდებობიდან ჯუმბერ პატიაშვილის წასვლის შემდეგ კომისიის მუშაობა არავის გახსენებია. აქვე ვიტყვი: თუ რაღაცის გარკვევა სურს ხელისუფლებას, ამოიღონ ჩანაწერები იმ კომისიისა, რომელიც იმხანად მუშაობდა ჯუმბერ პატიაშვილის ხელმძღვანელობით.

_ დავითგარეჯის გარშემო, დიდი ხანია, აურზაურია ატეხილი, ამაზე წერდა და საუბრობდა მასმედია, მაგრამ მმართველი პარტია რატომღაც დღეს დაინტერესდა ამ საკითხით. ხომ არ არის ეს წინასაარჩევნო ხრიკი?

_ არ მინდა, ასე ვიფიქრო, მაგრამ რაღაც მაგდაგვარს წააგავს. საქმე ის არის, რომ ქართველების პრობლემა მხოლოდ დავითგარეჯა არ არის, ჩვენს ქვეყანაში არის ადგილები, რომლებზეც სადემარკაციო ხაზი არ არის გავლებული და ძალიან მალე დილემის წინაშე აღმოვჩნდებით _ შევარდნაძესააკაშვილის ღალატის შედეგებს მალე დავინახავთ. სააკაშვილი ხომ მიზანმიმართულად კარგავდა ყველაფერს _ გაასხვისა ბერთუბანი, ჩიჩხიტური, კოდორის ხეობა, ახალგორი

თუკი ხელისუფლებას სურს, ამ არჩევნებზე სააკაშვილის ხელისუფლება სამუდამოდ მოაშოროს ქართველ ხალხს, მაშინ უნდა გამოავლინოს სახელმწიფო დამნაშავეები და არა ის პირები, რომელთა გვარიც კი არ გვსმენია. უნდა დაასახელონ ამ დავალებების გამცემნი. ვიღაც მელაშვილი და მისთანები ვერ და არ იქნებოდნენ გადაწყვეტილების მიმღებნი, დავალების უსიტყვოდ შესრულებაც დანაშაულია, მაგრამ, თუკი ხელისუფლებას სურს, საფუძვლიანად გაარკვიოს, რა ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ, მაშინ დეტალური გამოძიება უნდა ჩაატაროს და ყველა ის პირი დასაჯოს, რომლებიც განკარგულებას გასცემდნენ. ყველა ქართველისთვის მიუღებელია ის, რომ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად იბრძვიან. სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ისე გადასცეს ახალგორი მოწინააღმდეგეს, რომ არავინ იცის, სად გადის საზღვარი. დღეს, სააკაშვილისნაცმოძრაობისწარმომადგენლების თქმით, საქართველოში .. მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, მაგრამ არავინ ამბობს, რაზე მოაწერა ხელი სააკაშვილმა და სად გადის საზღვარი. არავინ იძიებს იმ საკითხს, მოელაპარაკა თუ არა სააკაშვილი მოწინააღმდეგე მხარეს, რომ კოდორის ხეობიდან ჯარი უსიტყვოდ და უბრძოლველად გაეყვანა. ბევრი საკითხი და თემაა ისეთი, რომლებიც ქართველ ხალხს აინტერესებს, ამიტომ აუცილებელია, ობიექტურად გამოიძიოს ამჟამინდელმა ხელისფლებამ ეს ყველაფერი, ამისთვის კი საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს წინ წამოწევს და დამნაშავეებს გამოავლენს. კომისიის ერთი და ორი წევრი ვერ გაბედავდა სამშობლოს ღალატს, ეს ხელისუფალს უნდა გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც. სამწუხაროდ, დამნაშავე დასჯილი არ არის, მეტიც, ის ყველა არჩევნებში აქტიურად ცდილობს ჩარევას და ამინდის შექმნას. გამუდმებით გვეშინია _ არიქა, არ დაბრუნდეს!

_ რას მოგვიტანს დავითგარეჯის თემის წინ წამოწევა ახლა, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებებია?

_ “თურქეთი ჩვენი მეგობარია” _ ასე ფიქრობს არსებული ხელისუფლება, ამიტომ, თუ ვინმეს ეგონა, რომ თემა იმიტომ წამოწიეს, დავითგარეჯა დაებრუნებინათ, ცდება. დავითგარეჯის თემა წამოწიეს იმის გამო, რომ არჩევნებისთვის მომგებიანი იყო. როგორც ჩანს, მათ თავიდანვე ჰქონდათ ეს გამიზნული. მინდა, ეს საკითხი უშედეგოდ არ დასრულდეს, საქმე ბოლომდე მიიყვანონ _ დამნაშავეები გამოააშკარავონ და დააყენონ დაკარგული მიწების დაბრუნების საკითხი.

მოკლედ, თუ დაკარგულგაყიდული ტერიტორიების თემა ჩაიფარცხება, ამ ხელისუფლებისგან არაფერი გამოვა.

აზერბაიჯანს ახლა მიწისთვის არ სცალია, შესაძლოა, მოვთხოვოთ მიწის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომჩვენი პარტნიორია”, მაგრამ, თუ მიწა გაყიდულია და ხმას ვერ ვიღებთ?! ამიტომ აუცილებელია, შეიქმნას კომისია, რომელიც მიწების გაყიდვასა და მოღალატეობრივ საქმიანობას შეისწავლის. სააკაშვილის პერიოდში ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტი გაიყიდა და ყველა საქმე შესასწავლია. ჩვენი აღარ არის ენგურჰესი, გასარკვევია რამდენიმე ათასი თურქისთვის მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობის პრობლემაც, სააკაშვილმა დატოვა საშინელება და ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება. ის, რომ სააკაშვილს ვიღაც იცავს, არ აინტერესებს რიგით ქართველს; ის, რომ სააკაშვილის დაპატიმრებით პრობლემა შეექმნება ხელისუფლებას, რადგან იმ ნაძირალას ვიღაც იცავს, არც ეს აინტერესებს ქართველს, რომელიც თავისი მიწაწყლის დასაცავად უკანმოუხედავად გაწირავს სიცოცხლეს. სიმართლეს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი. სომხები და აზერბაიჯანელები სულ ომში არიან, ამიტომ ჩვენს რელიგიურ სიწმინდეებზე ვერ უნდა ვილაპარაკოთ?!

_ ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყველას, ვინც ამბობს, რომ დავითგარეჯა ჩვენია, რუსეთუმედ და მოღალატედ მიიჩნევს

_ თუ საქართველოს ტერიტორიების დაცვა ვინმესთვის რუსეთუმეობაა, მაშინ მე რუსეთუმე ვარ და ვიქნები! საქართველოს ნებისმიერი კუთხე, მიწა, თუნდაც ერთი მუჭაც კი, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული, ვინც ამას არ გააკეთებს, ის მოღალატეა. ამიტომ ხელისუფლებას ვთხოვ, დეტალურად გამოიძიოს ყველა საქმე, დაწყებული დავითგარეჯით, დასრულებული აგვისტოს ომით. როგორ და რატომ მოხდა ტერიტორიების გადაცემა, რატომ დავთმეთ უბრძოლველად კოდორის ხეობა, ახალგორი, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი? თუ ამ საქმეებს არ გამოიძიებენ, ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებასავით გამყიდველი და მოღალატე იქნება.

_ თქვენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ სამეგრელოს ოთხ რაიონში. ჩვენი გაზეთის მკითხველს, რომელიც ასევე თქვენი ამომრჩეველიც არის, აინტერესებს, რას ფიქრობთ, მეგრული, ლაზური და სვანური ენების დაცვაზე.

_ ეს დიდი განძია ქართველებისთვის. ძალიან პატარა ქვეყანაში რამდენიმე ენაზე საუბრობს ხალხი, ეს ჩვენია და ამის დაკარგვა წარმოუდგენელია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ეს ენები კი არა, სახელმწიფო ენა _ ქართულიც კი დასაცავია ლიბერალების ხელში. ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ენის უპირველესი დამცველები უნდა იყვნენ, ჩვენს უძველეს და უმდიდრეს ენას ამახინჯებენ.

გლობალიზაცია ჭამს და კლავს ყველაფერს, წელიწადში რამდენიმე ენა ქრება… ენა სიმდიდრეა, ენა განძია. მეგრული, სვანური, ლაზური უნდა გადარჩეს, ასევე უნდა გადარჩეს აფხაზური და ოსური, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ვალდებულებაა, რომ ყველა ენა, რომლებიც ჩვენი პატარა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს, სკოლებში ისწავლებოდეს. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა განძის პატრონია ეს ქვეყანა და ეს უნდა ასწავლოს მომავალ თაობებსაც. მინდა, მეგრულ, ლაზურ, სვანურ ენებს სახელმწიფო იცავდეს კანონით! სირცხვილია, ქართველმა არ იცოდეს, რამდენი ზმნაა მეგრულში, სვანურში, ლაზურში, აფხაზურში ან ოსურში _ ეს უმდიდრესი ენებია. კიდევ ვიმეორებ: უდიდესი განძია და მას დაცვა სჭირდება. პარლამენტარი, რომელიც ენების დაცვის საკითხს არ დააყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მოღალატეა და მისი არჩევა შეცდომა იქნება…

თუკი ხელისუფლებისთვისისტორიულ მეგობარს”, მაგრამ ჩვენთვის, ხალხისთვის, ისტორიულ მტერ თურქეთში ტელევიზიებით გადაცემები მიჰყავთ ლაზურ ენაზე, ასწავლიან ამ ენას, მაშ, ჩვენ, ქართველებს, რა გვიდგას წინ?!

მძიმეა ეს არჩევნები, არაადეკვატურია ყველა, მაგრამ ჩემი სამეგრელო შეუდარებელია _ თბილია და ტკბილი მეგრელი ამომრჩეველი. გეფერებიან, კარგად გხვდებიან, უამრავი შეკითხვა აქვთ, აქტიურები არიან; იციან, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე არაფერი ეშველება ქვეყანას; იციან _ ვისაც ძალუძს ჩვენი ენის დაცვა და არ დაიცავს, პოლიტიკაში და ქართულ ცნობიერებაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. მეგრელებს პატრიოტიზმზე თავისი ხედვა აქვთ და ეს ხედვა ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here