ვატიკანში ძებნა გამოაცხადეს პირებზე, რომლებმაც რომის პაპ ფრანცისკეს 20 მლნ გირვანქა სტერლინგი მოჰპარეს. ეს უზარმაზარი თანხა რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის ანგარიშიდან მოიპარეს.
სამართალდამცველები ამტკიცებენ _ ანგარიში საიდუმლო იყო. ზოგიერთი კი სვამს კითხვებს _ საიდან ამხელა თანხა მღვდელმსახურს და რატომ იყო ის ინგლისურ ვალუტაში? ნუთუ ინგლისის დედოფალმა დაუნიშნა მას უზარმაზარი ხელფასი?
ვატიკანმა უკვე დაიწყო თავის მართლება და განაცხადა, რომ ეს თანხა გადანახული იყო ლონდონში შენობის შესაძენად, მაგრამ რატომ ირიცხებოდა 20 მლნ გირვანქა სტერლინგი რომის პაპის პირად ანგარიშზე, არავის აუხსნია. ახლა ჟურნალისტები ცდილობენ, დაადგინონ, კიდევ რა ოდენობის თანხა დარჩა რომის პაპის საიდუმლო ანგარიშზე.
korespondent.ne–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ