ტელეარხ “მოლდოვის არჩევანის” გადაცემაში “პრეზიდენტი პასუხობს” მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მალე დაიბეჭდება დეპუტატ ბოგდან ცირდის წიგნი რესპუბლიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე.
“ცოტა ხნის წინათ წავიკითხე დეპუტატ ბოგდან ცირდის 800-გვერდიანი კარგი ნაშრომი მოლდოვაში არასამთავრობო ორგანიზაციის მოღვაწეობაზე. ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ორი კვირის შემდეგ მას საზოგადოება გაეცნობა, _ თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, _ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც 4 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ევრო მიიღეს უცხოეთიდან და რომლებიც დაკავებულნი არიან მხოლოდ ცილისწამებით. წიგნში მითითებულია ყველა მონაცემი _ როდის, რამდენი და სად მიიღეს ფული ამ ორგანიზაციებმა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საინტერესო მედიაბომბი. ჩვენ მკაფიოდ გავიგებთ, ვინ ვისთვის მუშაობს”.
new-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა მაისურაძემ