Home რუბრიკები საზოგადოება რას ფიქრობენ აბაშელები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვიქტორ ცაავაზე

რას ფიქრობენ აბაშელები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვიქტორ ცაავაზე

ვიქტორ ცაავა და ზურაბ ნინუა

25 სექტემბერს, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღესასწაულზე, მარტვილს ვესტუმრეთ. ულამაზესია მარტვილი შემოდგომაზე. დიდებულია მონასტერი, რომელშიც საქართველოს უდიდესმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, ფეხი აიდგა და აღიზარდა. საოცარი სანახავია ოთახი, რომელსაც დავითის ოთახად მოიხსენიებენ. დღესასწაულმა, რომელიც წმინდანად შერაცხილი მეფის აღმზრდელი წმინდანის სახელს ატარებს, ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩვენ იქ ჩასვლას დაემთხვაპატრიოტთა ალიანსისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვიქტორ ცაავას შეხვედრები მოსახლეობასთან. შემდეგ ყველანი ერთად ჩხოროწყუს და აბაშას ვესტუმრეთ. ამჯერად აბაშის ამბებს ვუამბობთ მკითხველს. მოსწონთ ამომრჩევლებს ვიქტორ ცაავა. ამბობენ, ჩვენს სატკივარზე გვესაუბრება, ჩვენნაირია, ერთერთი ჩვენგანი, აფხაზეთი სტკივა და ისიც იცის, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ისევ ერთმანეთს

ვიქტორ ცაავასნაირი დეპუტატობის კანდიდატი ჯერ არ ჰყოლია აბაშის რაიონს

ვიქტორ ცაავას თხოვნით აბაშაში არსებულ ვითარებაზე ზურაბ ნინუა, “პატრიოტთა ალიანსისაბაშის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვესაუბრება:

_ აბაშაში ძალიან რთული ვითარებაა. ჩვენს რაიონში ორი პარტია ლიდერობს _ “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება”. ისინი ერთმანეთთან შეხმატკბილებულნი არიან და ერთად მოქმედებენ.

_ სერიოზული განცხადებაა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ განცხადება კი არ არის სერიოზული, პრობლემაა სერიოზული. აქტიურად ვარ ჩართული რაიონში მიმდინარე პროცესებში. საკრებულოს წევრებს, “ნაცებსაც” და “ქოცებსაც”, ყოველთვის ვეუბნებოდი, სოფლების პრობლემებით დაინტერესებულიყვნენ, ხალხის გაჭირვება გულთან მიეტანათ, მაგრამ არც ერთი პარტია არ დაინტერესებულა გლეხის გაჭირვებით.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ სოფელ მარანში სანიაღვრე არხების გათხრა დაიწყო, მაგრამ, როგორც კი დასრულდა არჩევნების მეორე ტური, მაშინვე შეჩერდა სამუშაოები. პრობლემის მოგვარებაზე საუბარს “ქართულ ოცნებასთან” აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ “ნაცმოძრაობას” დავუკავშირდი, რადგან მეორე პარტიაა ჩვენს რაიონში და საკრებულოშიც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ჰყავს. გარდა ამისა, ვიფიქრე, მაინც ოპოზიციაა და ხელისუფლებას აიძულებს, საქმე ბოლომდე მიიყვანოსმეთქი. სულ ტყუილად მქონდა იმედი, გაირკვა, რომ ისინი ერთმანეთის ტყავს არ დახევენ.

აბაშა პატარა რაიონია, ყველა ერთმანეთს იცნობს, მიუხედავად სიმპათია-ანტიპათიისა, ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არ დაგვიხოცავს, ამიტომ ჩემთვის სულერთია, ვის მივმართავ, როცა სოფლის პრობლემის მოგვარებაზეა საუბარი. პრობლემის გაშუქებისა და სააშკარაოზე გამოტანის მიზნით “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ემა გოგოხიას დავუკავშირდი. მან იმ მომენტშივე მეორე ტელეფონით დაურეკა აბაშის მერს, ლევან მაკალათიას, და გადასცა ჩემი ნათქვამი, მე მაშინვე ვუთხარი გოგოხიას, მერი არ არის პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული-მეთქი, ჟურნალისტმა გამითიშა ტელეფონი და შემდეგ რაზე ისაუბრეს, არ ვიცი…

ვიქტორ ცაავა

ამ ამბიდან ორი თვის თავზე შემთხვევით შევხვდი საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან” _ პაატა ნიკურაძეს. ბუნებრივია, მასაც ვუთხარი ჩვენი სოფლის გაჭირვება და ისიც დავძინე, თუკი პრობლემას არ მოაგვარებთ, ახალგაზრდებთან ერთად თბილისში ჩავალ და საპროტესტო აქციას გავმართავ-მეთქი. საკრებულოს წევრმა ვითომ მოაგვარა პრობლემა, სამუშაოები დაასრულეს, მაგრამ, მხოლოდ სოფლის ნახევარ ნაწილში. კეთილმოწყობის სამსახურის უფროს შალვა ჯღარკავას დაუვალებია თანამშრომლებისთვის, ბეტონს ძირი გამოუღეთ და დატოვეთო, სამუშაოც ზუსტად ასეა შესრულებული.

ოთხი წლის წინათ სოფელ მარნის გამგებელი იყო მამუკა კვიტაშვილი, მას სოფელში ბოგირები უნდა გაეკეთებინა, დაიწყო და დღემდე დაუმთავრებელია. ეს პრობლემა კი არ ადარდებთ არც ნაცებს და არც ქოცებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ შესაბამის სამსახურებს დაუსრულებელი სამუშაოები აქვთ ჩაბარებულ-მიღებული.

პრემიერმინისტრის ბრძანებით, საქართველოში ყველა ოჯახს, რომელიც რძესა და ყველს აწარმოებდა, პანდემიის პერიოდში ფულადი დახმარება დაურიგდა. პრემიერი, ბუნებრივია, წვრილმან დეტალებს ვერ გააკონტროლებს და სწორედ ამის იმედად აბაშის წარმომადგენლობამ მოსახლეობამდე არ მიიტანა ზუსტი ინფორმაცია და ბევრი ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა. ერთერთი ოჯახის წევრმა, რომელმაც დახმარება ვერ მიიღო, მითხრა: გამოგვიცხადეს, მხოლოდქართული ოცნებისმხარდამჭერებს ვეხმარებითო

ხალხმა კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს ამ არჩევნებზე და დაასრულოს ეს “ქოც-ნაცური” ხელისუფლება, სხვა გამოსავალი არ არის. ხელისუფლებას ოპოზიციასთან ერთად, მაპატიეთ და, ფეხებზე კიდია ხალხი.

რამდენი წელიწადია, ვიბრძვი, რომ სოფლის ამბულატორიაში ექიმი დასვან. სოფელს ჰყავს ექიმი, მაგრამ ფორმალურად, რეალურად კი ექიმი არ არსებობს, ყველა თავისი საქმეებით არის დაკავებული, თუმცა სოფლის ექიმის ხელფასს იღებენ. ასე იყონაცმოძრაობისპერიოდშიც, ასეა დღესაც. სოფელ მარანში ექთანი რომ არ გვყავდეს, დავიღუპებოდით. ჩვენი ექთანი ია ჭანტურია რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა, პირველად დახმარებას ვინ აღმოგვიჩენდა. ჩვენი მოთხოვნაა, სოფლის ამბულატორიას ჰყავდეს ექიმი, ხოლო მას, ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობას, გააუქმდეს ხელფასი. რამდენიმე თვის წინათ მარანში ააშენეს ახალი ამბულატორია, მაგრამ იქ ვინ უნდა დასვან, არ ვიცი, დღემდე არ ამუშავებულა, რას ელოდებიან და რატომ დგას შენობა ცარიელი, წარმოდგენა არ გვაქვს.

ძალიან დიდი პრობლემაა სოციალურად დაუცველებისთვის შესაბამის პროგრამაში მოხვედრა. ამაზე ჩვენს კანდიდატს ხშირად ესაუბრება ხალხი. სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ. ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი უკვე აქვს, მათაც კი აქვთ პრობლემები, რაღაც პერიოდის შემდეგ უწყვეტენ დახმარებას და, როდესაც აღუდგენენ, იმ რამდენიმეთვიანი პაუზის თანხას არ აძლევენ ხოლმე. სად მიდის მათი ფული, რატომ ხდება ასე? ამ შეკითხვების დასმას აზრიც არ აქვს. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველებს აშინებენ: თუ მთავრობის კანდიდატს არ მისცემთ ხმას, დახმარება მოგეხსნებათო. შემიძლია, რამდენიმე გვარიც დავასახელო, რომლებსაც დაემუქრნენ, მაგრამ თავს შევიკავებ, რადგან, შესაძლოა, ააწიოკონ…

_ როგორ ხვდება ხალხი დეპუტატობის კანდიდატ ვიქტორ ცაავას?

_ ვიქტორ ცაავა ძალიან დადებითი კანდიდატია, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, უბრალო, უშუალო, გულღია ადამიანი და ხალხს ეს მოსწონს. წლებია, საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული, ბევრი მაჟორიტარისთვის დამიჭერია მხარი, მაგრამ ვიქტორ ცაავასნაირი ადამიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯერ არ ჰყოლია აბაშის რაიონს. მას გულთან მიაქვს ყველას პრობლემა, გვერდს არ აუვლის ადამიანს ისე, რომ არ მოიკითხოს, არ დაელაპარაკოს, შეკითხვაზე პასუხი არ გასცეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ვიქტორს ყველა შეკითხვაზე აქვს რეალისტური პასუხი. ვიქტორ ცაავა უკვე შეიყვარა ხალხმა.

ვიქტორს ლომის ხახაში აქვს თავი შეყოფილი, სერიოზული ბრძოლა ელოდება წინ, დიდ ფულს ხარჯავენ პარტიები, ჩვენ იმდენი არ გვაქვს. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქტორ ცაავა აქედან გულდაწყვეტილი არ წავა. ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უდიდეს პატივისცემას იჩენენ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ვიქტორ ცაავამ ჩვენი რაიონიდან ხმების საჭირო რაოდენობა მიიღოს, ასევე ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი ხმების დასაცავად, მუქარას არ შეუშინდებიან…

_ როდესაც შეხვედრას ამზადებთ კანდიდატისთვის, როგორ ახასიათებთ მას?

_ ვიქტორ ცაავა განსხვავეული მსოფლმხედველობის ადამიანია. სანამ აქ ჩამოვიდოდა, ჩვენი რეგიონის კურატორს, ბატონ ფრიდონ ინჯიას ხალხი ეკითხებოდა, ვინ იქნებოდა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი და მან თქვა: ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი იქნება კაცი, რომელიც ერთ-ერთი თქვენგანია; კაცი, რომელიც თქვენს პრობლემებს გულთან მიიტანს; კაცი, რომელმაც იცის, როგორი საქართველო სურს და როგორ მივაღწიოთ წარმატებას, როგორ ამოისუნთქოს ქვეყანამ და ქართველმა ხალხმაო. მოკლედ, სანამ ვიქტორ ცაავა აქ ჩამოვიდოდა, ფრიდონ ინჯიამ ის უკვე შეაყვარა ხალხს. თავად ფრიდონ ინჯია უყვარს ხალხს, ენდობიან, მის ჩამოსვლას ითხოვენ და თქვენ უნდა ნახოთ, როგორი გახარებული არიან, როდესაც ბატონ ვიქტორსა და ბატონ ფრიდონს ერთად ხედავენ, ესაუბრებიან, თავიანთ სატკივარს უყვებიან. ამ ორი ადამიანის გამო ჩვენი პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის”, გარშემო დადებითი აურაა

_ თქვენშიშიდახმის დაცვაახსენეთ. რას გულისხმობდით?

_ აბაშის რაიონის სოფელ ზანათში კოორდინატორად გვყავდა დანიშნული გოჩა უჩანეიშვილი. ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, რომ სოფლის რწუმებულმა დათო გონიამ განმიცხადა, როგორც კი ამ პარტიის დავალებას შეასრულებ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნიო, ამიტომ ამ კოორდინატორმა მითხრა, _ ჩუმად მოგეხმარები, შეხვედრებზე კი ვერ გამოვჩნდებიო…

ყველას მოსწონს ჩვენი პროგრამა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს, რათა მშვიდობიანად დასრულდეს ომი აფხაზეთსა და ოსეთთან, რომ აფხაზეთსა და ოსეთში აუცილებლად უნდა ჩავიდეთ

ვიქტორ ცაავა, “პატრიოტთა ალიანსისმაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილიაბაშაწალენჯიხაჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში:

_ თქვენი თვალით ნახეთ, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში, სერიოზული სოციალური პრობლემები აქვთ. ძნელია, წარდგე ადამიანის წინაშე და ესაუბრო მაღალ იდეალებზე, როდესაც მას საკვებისა და წამლის ფული არ აქვს. ითხოვენ დახმარებას, მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში არ ხარ, ამ დახმარების მიცემა არ შეგიძლია და ამ ყველაფერს უხსნი, უკვე აღარ უნდათ მოსმენა, რა მიზნები გაქვს და რის კეთებას აპირებ. ამომრჩეველთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, ნაწილი კი მზად არის ბრძოლისთვის. ცდილობენ, ხელისუფლებაში მოვიდეს ის პარტია და ჰყავდეთ ის მაჟორიტარი, რომელიც მათზე იზრუნებს.

ყველას მოსწონს ჩვენი პროგრამა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს, რათა მშვიდობიანად დასრულდეს ომი აფხაზეთსა და ოსეთთან, რომ აფხაზეთსა და ოსეთში აუცილებლად უნდა ჩავიდეთ. არჩევნები კარს მოგვადგა და ვნახოთ, რა იქნება… დღეგრძელობა ჩემს სამშობლოს და ამ სამშობლოში ამ პატარა, ლამაზ კუთხეს, ჩემს სამეგრელოს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here