კრივი ორთაბრძოლის ერთ–ერთი პოპულარული სახეობაა. მართალია, სპორტის ამ კონტაქტური სახეობის ფესვები უძველეს ისტორიაშია, კრივი ისეთი სახით, როგორსაც დღეს ვხედათ, XVIII საუკუნეში ჩაისახა.
1.თანამედროვე კრივის “მამად” ითვლება ინგლისელი ჯონ ბოლტონი, რომელმაც 1743 წელს მოიგონა “მუშტებით ჩხუბი ლონდონის საპრიზო კლუბის წესებით”.
2.ერთადერთი მოკრივე, რომელიც რინგზე არ დამარცხებულა, არის როკი მარჩიანო, წარმოშობით იტალიელი ამერიკელი სპორტსმენი. მარჩიანომ 49 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მოიგო, მათგან 43 ნოკაუტით.
3.ჩემპიონის ქამარს გადასცემენ 4 ვერსიაში. სპორტსმენი, რომელიც მოიპოვებს 3 ქამარს, ცხადდება მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონად, გამარჯვებულს ქამარი გადაეცემა პირდაპირ რინგზე ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ. ტიტულის დაცვისას მოკრივე რინგზე ქამრით გამოდის, ორთაბრძოლის დაწყების წინ კი თავის სეკუნდანტებს გადასცემს. ეს არის მრავალწლიანი ტრადიცია, რომლის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. ქამარი მზადდება ნახევრად ძვირფასი ქვებით და ცოტა მოოქრულია. სპორტსმენს, რომელიც მოიპოვებს ჩემპიონობას, შეუძლია დაამზადოს თავისი ქამრის ასლი, ამისთვის მან 1 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
4.ყველაზე ხანგრძლივი ორთაბრძოლა, რომელიც 7 საათს (110 რაუნდს) გაგრძელდა, 1893 წელს გაიმართა ენდი ბოუენისა და ჯეკ ბერკს შორის.
5.ყველაზე ხანმოკლე ორთაბრძოლა მხოლოდ 4 წამს გაგრძელდა. მაიკლ კოლინზმა ორთაბრძოლის პირველი წამებზე ნოკაუტში ჩააგდო მეტოქე პეტ ბრაუნსონი და გაიმარჯვა.
6.ყველაზე სწრაფად მოპოვებული 20 მლნ დოლარი. მაიკ ტაისონს 91 წამი დასჭირდა 20 მლნ დოლარის გამოსამუშავებლად. მან აღნიშნულ დროში იმხანად საუკეთესო მოკრივე მაიკლ სფინქსი ნოკაუტით დაამარცხა.
7.2000 წლის იანვარში “რკინის მაიკი” (ასე ეძახიან მაიკ ტაისონს) შეხვდა ბრიტანელ ჯულიუს ფრენსისს. ორი რაუნდის განმავლობაში ბრიტანელი 5-ჯერ აღმოჩნდა ნოკაუტში, რომლის შემდეგ რეფერიმ შეხვედრა შეაჩერა და გამარჯვება ტაისონს მიაკუთვნა. ბრიტანელ მოკრივეს მაინცდამაინც არ უდარდია დამარცხება, რადგან რამდენჯერმე შეძლო თავისი ფეხსაცმლის ლანჩაზე გამოსახული რეკლამის ჩვენება ტელემაყურებლისთვის და სარფიანი კონტრაქტის პირობის შესრულება.
8.ჭადრაკისა და კრივის მოყვარულთათვის შექმნილია სპორტის სახეობა Chess boxing-ი, რომელშიც კენტ რაუნდებში თამაშობენ ჭადრაკს, ხოლო წყვილებში ერთმანეთს მუშტებით ებრძვიან. გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც დააშამათებს მეტოქეს ან ნოკაუტში ჩააგდებს.
9.მოკრივეთა შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა გერმანელმა მაქს შმელინგმა. ის 1905 წლის 28 სექტემბერს დაიბადა და 2005 წლის 2 თებერვალს 99 წლისა გარდაიცვალა.
10.მოკრივე-გოლიათი. კრივის ისტორიაში ყველაზე მაღალ მოკრივედ ითვლება რუმინელი გოგია მიტუ. მისი სიმაღლე იყო 2 მ და 49 სმ.
11.დაახლოებით 132 000 ადამიანი მივიდა მეხიკოს სტადიონ “აცტეკაზე” გრეგ ჰოგენისა და ხულიო ჩავესის ორთაბრძოლის სანახავად.
12.ყველაზე დიდხანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ამერიკელმა ჯო ლუისმა, რომელმაც 12 წლის განმავლობაში ატარა ეს წოდება და 25-ჯერ დაიცვა.
13.ლეგენდარულ ფილმ “როკის” მეოთხე ნაწილის გადაღებისას სილვესტერ სტალონემ დოლფ ლუნდგრენს შესთავაზა, ორთაბრძოლის სცენა რეალურ ვითარებაში გადაეღოთ; შვედმა მსახიობმა სტალონე ისე გალახა, რომ ერთი კვირა საავადმყოფოში მკურნალობდა.
14.კრივის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იყო 2015 წლის 3 მაისს გამართული ორთაბრძოლა ფლოიდ მეივეზერსა და მენი პაკაიაოს შორის. გაიმარჯვა მეივეზერმა, რომლის ჰონორარმა 120 მლნ შეადგინა, პაკაიაომ 80 მლნ მიიღო.
15.კრივის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი ამერიკელი ბერნარდ ჰოპკინსია. მან ეს საპატიო ტიტული 47 წლისამ მოიპოვა.
მოამზადა ნიკა კორინთელმა