29 წლის რემსი ბერსი _ აშშ–ის დასავლეთ ვირჯინიის ერთ–ერთი სკოლის მასწავლებელი, გაუაზრებელი საქციელის გამო ციხეში აღმოჩნდა. 2018 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებელი თავის ყოფილ მოსწავლეს, 15 წლის ბიჭს უხამს ფოტოებს უგზავნიდა. ამ გაარშიყება–გარყვნილობას ბოლო ყმაწვილის მშობლებმა მოუღეს.
ქალმა თავი იმით იმართლა, რომ თავის შიშველ ფოტოს საკუთარ ქმარს უგზავნიდა, მაგრამ მისამართი შეეშალა, _ წერს Daily Mail.. ბიჭს თურმე მოეწონა ეს ფოტო და სთხოვა მასწავლებელს, კიდევ და კიდევ გამოეგზავნა მსგავსი ფოტოსურათები. ქალიც დაჰყვა ყმაწვილის ნებას, რადგან ფაქტის გახმაურების შეეშინდა.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მასწავლებელმა აღიარა დანაშაული. “მე ზრდასრული ადამიანი ვარ, იგი კი მხოლოდ ყმაწვილია. რაც მოხდა, ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ”, _ განაცხადა მან.
ბერსს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მისი სახელი და გვარი კი სამუდამოდ ჩაიწერა სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში.
2014 წელს ყოფილმა მასწავლებელმა “მის კენტუკის” ტიტული მოიპოვა.