Home სხვადასხვა დაიჯესტი ავსტრალიაში პედოფილების ქსელი ამხილეს

ავსტრალიაში პედოფილების ქსელი ამხილეს

ავსტრალიაში პედოფილების ქსელი ამხილეს

ავსტრალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ამხილეს პედოფილები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ბოგინებდნენ. დაპატიმრებულია 11 ეჭვმიტანილი, _ იუწყება Daily Mail.

მამაკაცები, რომლებიც პოლიციამ დააკავა 18-დან 41 წლამდე არიან, მათგან ოთხი უკვე იყო მსჯავრდებული არასრუწლოვანთა მიმართ სხვადასხვა სექსუალური დანაშაულისთვის. ისინი “ფეისბუკის” მეშვეობით მოქმედებდნენ. მათი მიზანი არასრულწლოვანი გოგონები იყვნენ, რომელთა შორის უმცროსები 13 წელს არ იყვნენ აცილებულნი.

დამნაშავეთა კოორდინირებული საქმიანობა 140 მსხვერპლს შეეხო. მათ შორის 23-მა მძიმედ გადაიტანა სექსუალური ძალადობის ეპიზოდები. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებები არ შეიცავს უშუალო ფიზიკურ კონტაქტებს _ ბოროტმოქმედნი სოციალური ქსელებით იკმაყოფილებდნენ გარყვნილ ვნებას. მათი კომპიუტერები კონფისკებულია.

ივნისში ავსტრალიის პრესა იუწყებოდა, რომ პოლიციელებმა გააუვნებლეს პედოფილების ბანდა, რომელიც იწერდა და ავრცელებდა სექსუალური ხასიათის მასალებს პატარა ბავშვების მონაწილეობით. ამ უზნეო ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ინტერნეტგაერთიანება, რომლის წევრები ერთმანეთს მსგავსი ვიდეო და ფოტოსურათებით ამარაგებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here