განვლილ კვირაში იმდენი საინტერესო რამ (და თანაც კალეიდოსკოპური სისწრაფით) მოხდა საქართველოსა და, საერთოდ, მსოფლიოში, რომ გამოგიტყდებით, ასე იშვიათად გამჭირვებია სტატიისთვის მთავარი თემის პოვნა და მასზე საუბარი, როგორც წინამდებარე წერილზე მუშაობის დაწყებისას გამიჭირდა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი (გარდა იშვიათი გამონაკლისისა), სტატია, რომელიც თითქოს ყველაფერზეა, მკითხველს, ფაქტობრივად, არაფერს ეუბნება. აქედან გამომდინარე, გაცნობიერებული რისკების მიუხედავად, ვბედავ და მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს მორიგი “ავი მუსაიფი” იმის იმედად, რომ ზემოხსენებული “იშვიათი გამონაკლისი” გამოდგეს.
მაშ ასე, დავიწყებ იმ ფაქტის კონსტატაციით, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” შვებულებაში გასვლიდან (20 აგვისტო) მეორე თუ მესამე დღეს მოხდა და ამიტომ არ მქონდა საშუალება, მყისიერად აღმენიშნა. ფაქტი, რომელმაც ქართველ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ქოცები და ნაცები ერთმანეთისთვის ხელისუფლება და ოპოზიცია კი არა, რეალურად ერთი ნეოლიბერალური იდეოლოგიის ხელისუფლებაა, რომელიც, უკვე მერამდენე წელიწადია, ქართველ ხალხს მასხრად იგდებს, აბითურებს ხელისუფლება-ოპოზიციის თამაშით, პოლიტიკური კლოუნადით, რომლის მთავარ აქტორებს (მართლაც ცირკის ჯამბაზებს) სახელად ქოცი და ნაცი კი არა, ალხანა და ჩალხანა უფრო მოუხდებოდა.
ჰოდა, სწორედ იმ დღეებში, როცა გაზეთის რედაქცია ორკვირიან შვებულებაში იმყოფებოდა, მოსკოვმა განცხადება გააკეთა რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლების შესახებ მოლაპარაკების შესაძლებლობაზე, რაც პერსპექტივაში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მოლაპარაკებების დაწყების მინიშნებაც იყო. ამ ყველაფრის პასუხად ქოც-ნაც ალხან-ჩალხანებმა ერთნაირი შინაარსის განცხადებები გააკეთეს: სანამ რუსეთი საქართველოდან სამხედრო ბაზებს არ გაიყვანს, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, სანამ სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებს, ანუ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსეთთან ყოველგვარი დიალოგი, მოლაპარაკება გამორიცხულიაო.
ვერაფერს იტყვი. ქოცებისა და ნაცების პასუხები მეტად “ვაჟკაცურია” და ისე ჰგავს ერთმანეთს, აშკარაა, ტექსტი ერთი დაწესებულების ერთ კონკრეტულ კაბინეტში დაიწერა; დაწესებულების, რომელსაც აშშ–ის საელჩო ჰქვია და რომელსაც ხალხი “დიდი სიყვარულის” ნიშნად “ვაშინგტონის ობკომად” მოიხსენიებს… სერიოზულად კი, როდესაც კრემლის მიერ ინიცირებულ შეთავაზებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება. მაგალითად, ვის უფრო მეტად სჭირდება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების აღდგენა: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ლეგალურად (არალეგალებს თავი დავანებოთ) მილიონზე მეტი ცხოვრობს და იქიდან გამოგზავნილი ფულით (დიდი ხანია, რუსეთი პირველობას არავის უთმობს საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობით) ინახავენ აქ მყოფ ნათესავებს, ან ჩვენს სასტუმროებს, რომლებიც მხოლოდ ოთხი(!) პროცენტითაა დატვირთული და ა.შ. და ა.შ. თუ რუსებს?
ეს და მსგავსი შინაარსის კითხვები, ყოველი ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის რიტორიკულია, მაგრამ, როგორც ზემოთ ვნახეთ, არა ქოც-ნაცური ხელისუფლებისთვის, რომელიც ბედავს და ულტიმატუმის ენით ელაპარაკება რუსეთს _ ბირთვულ ზესახელმწიფოს, რომლის შიშითაც (მას შემდეგ, რაც იხილეს კასპიის აკვატორიიდან გაშვებული “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების უზუსტესი დარტყმებით როგორ გაანადგურეს რუსებმა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ინფრასტრუქტურა, ლიბერასტული დასავლეთის ქირქილი რუსეთის შეიარაღებაზე უკვალოდ გაქრა) ლიბერასტულ დასავლეთს რუსეთის მიმართ მოკრძალების განცდა გაუჩნდა… მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და გავიხსენოთ, რა მოხდა და როდის…
ვლადიმერ პუტინის მიერ ფილიგრანულად (ერთი ტყვიაც არ გასროლილა) ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა და გაოგნებული მსოფლიოს თვალწინ 2014 წლის 21 მარტს ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც მოღალატე ნიკიტა ხრუშჩოვის ვოლუნტარიზმის გამო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უკრაინის შემადგნლობაში იყო, ოფიციალურად შეუერთდა რუსეთის ფედერაციას.
შემდეგ იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე საიუბილეო წლისთავის (2015 წლის 28 სექტემბერს) აღსანიშნავი ღონისძიება, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომ იტყვიან, “თავზე დაახურა” (გადაუჭარბებლად შეიძლება ამის თქმა) ლიბერასტული დასავლეთის ლიდერებს ერაყის, ლიბიისა და ა.შ. სხვადასხვა “ფერადი რევოლუციის” ავტორებსა თუ მათ მხარდამჭერებს მსოფლიოში დაწყებული არნახული მასშტაბის მიგრაციის გამო და ისე, რომ სხვა გამომსვლელებს არ დალოდებია, სიტყვებით _ “ახლა მაინც თუ ხვდებით, რა ჩაიდინეთ?!” ხატოვნად თუ ვიტყვით, “კარი გაიჯახუნა” და საკუთარ თვითმფრინავს მიაშურა. ამ ამბიდან მეორე დღესვე რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა პირველი იერიში მიიტანეს ისლამისტების კონტროლს დაქვემდებარებულ სირიის არაბთა რესპუბლიკაზე და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ბედს გადაარჩინეს. ბაშარ ასადი, რომლის ჩამოსახრჩობი თოკი უკვე გასანთლული ჰქონდათ ამერიკელებს.
დროებით თავი დავანებოთ ლიბერასტულ, უღმერთო დასავლეთსა და კონსერვატიულ, მართლმადიდებელ რუსეთს და ჩვენს ბედკრულ, გაგლეჯილ-გამოგლეჯილ საქართველოს დავუბრუნდეთ.
უწინარესად, ქოც–ნაცური ხელისუფლების საყურადღებოდ უნდა ითქვას _ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რა ძალას ეჯგიმებით და უყენებთ ულტიმატუმს?
ხვდებიან და მეტიც _ ქოცები და ნაცები ხომ აშშ–ის ხელისუფლების სხვადასხვა ძალის ნების უსიტყვოდ შემსრულებელი მონები არიან და სწორედ მათ იმედზე ეყოყლოჩინებიან რუსეთს. მათ იმედზე იყო სააკაშვილის ხელისუფლებაც, რომელმაც რა ჩიტიც დაიჭირა, აგვისტოს ომში ვნახეთ და, თუ ამჟამინდელი ხელისუფლებაც ანალოგიურს გაიმეორებს, უფრო დიდ ჩიტს დაიჭერს.
თუმცა, ჩიტი ხელისუფლებამ კი არა, უბრალო ხალხმა დაიჭირა. იმჟამინდელი ხელისუფალნი ან საზღვარგარეთ “გულაობენ” და “ქართული ოცნება” “ვერ პოულობს” (ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე ღლავებს ვგულისხმობ, თორემ ერთი-ორი “ჭიჭყინას” პიარექსტრადიცია რა სახსენებელია), ან უფრო უარესი _ აქ მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავენი ციხეში კი არა, პარლამენტში სხედან და იქიდან გვიკითხავენ მორალს, თანაც “ძია სემის” წყალობით მომავალ პარლამენტში შეძრომის არცთუ უსაფუძვლო იმედი აქვთ.
დასასრულ, ქოც-ნაცების სულელური ულტიმატუმიდან გამომდინარე იუმორნარევი კითხვა: რომ ამბობენ, რუსებმა სამხედრო ბაზები გაიყვანონ, აფხაზეთ–სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების დეზავუირება მოახდინონ (რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს) და ამის შემდეგ დავჯდებით რუსეთთან სასაუბროდო, თუ ულტიმატუმის ყველა პუნქტი შეასრულეს რუსებმა, ამის შემდეგ მოლაპარაკების თემა რა უნდა იყოს _ კრასნოდარი–სოჭის დაბრუნება?
რუსეთი მხოლოდ კუნთების (თუ ასე თქმა უპრიანია) დემონსტრაციის საგარეო პოლიტიკას ატარებს, რადგანაც პუტინი მიხვდა, რომ დასავლეთის ლიბერასტი “დემოკრატები” მხოლოდ ძალას სცემენ პატივს და ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვა ორმაგი, სამმაგი სტანდარტია და არაფერი სხვა…
ეს რომ ასეა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებიც მოწმობს _ რაც არ შეიძლება ლუკაშენკოსთვის, ის შეიძლება აშშ-ევროპისთვის. მაგალითად, საფრანგეთში ისე სასტიკად არბევენ ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციებს, ხოლო ბულგარეთში მრავალდღიან მიტინგებს (სისასტიკის ამსახველი კადრები ინტერნეტში დევს), რომ მათთან შედარებით ბელარუსში აქციების დაშლა საბავშვო თამაშს ჰგავს.
დასასრულ, ათასჯერ თქმულს, ათასმეერთედ გავიმეორებ: სირია იქნება, უკრაინა თუ ბელარუსი, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთთან ფარული თუ აშკარა ბრძოლაა, უღმერთო დასავლეთის ბრძოლაა მართლმადიდებელი ქრისტიანობის წინააღმდეგ, რადგან რუსეთის ეკლესია 300-მილიონიანი მრევლითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ერთადერთი დაუძლეველი ბასტიონია მსოფლიოს გლობალური გარყვნის გზაზე.
ამიტომ ე.წ. სამხედრო მიუმხრობლობა კარგია, მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე არასაკმარისი. დროა, საქართველომ პოლიტიკურ მიმხრობაზეც იფიქროს, საგარეო ვექტორი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს 180 გრადუსით, რადგან რუსეთის კეთილი ნების გარეშე საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი მოხდება. ეს მიმხრობა “დათვი რომ მოგერევას” ფილოსოფიით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ქართველმა ერმა შეგნებული არჩევანი უნდა გააკეთოს მართლმადიდებელ ერთმორწმუნე რუსეთსა (რომელმაც თავის დროზე ოსმალო–სპარსთა მიერ ფიზიკური განადგურებისა და ეროვნული გადაგვარებისგან გვიხსნა) და ლიბერასტულ, უღმერთო დასავლეთს შორის, ისევე, როგორც თავის დროზე გააკეთა ქართველმა ერმა!
დავით მხეიძე
P.S. მათ გასაგონად, ვისაც არ სჯერა, რომ თანამედროვე დასავლეთიდან მხოლოდ გარყვნილება–გათახსირება ედება კულტურულ კაცობრიობას: ამას წინათ ჰოლივუდმა დაადგინა წესი, რომლის მიხედვით ოსკარის ნომინაციაზე არ დაიშვება ფილმი, რომელშიც არ იქნებიან ნაცუმცირესობა და ზანგები, ხოლო ე.წ. ლგბტ პირები 30 პროცენტით არ იქნებიან წარმოდგენილნი. თანაც, სცენარის მიხედვით, ჰომოსექსუალი დადებითი, ვაჟკაცი(?) ტიპი უნდა იყოს. ამას ჰქვია ის, რომ ლიბერასტული მსოფლიო შეიშალა… კალიფორნიაში არნახული მასშტაბის ხანძარი ღვთის რისხვაა, გაფრთხილება, რადგან მსოფლიოში ლგბტ პირების სამოთხე სწორედ კალიფორნია, ლოს–ანჯელესი და ჰოლივუდია.
კრასნოდარ–სოჭი ჩვენი არ იყო, რამდენიმე თვით?! აღარას ვამბობ „ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე“! თუმცა ბრესტიდან ვლადივოსტოკამდეც ფაქტობრივად ჩვენი იყო, მაგრამ შევიშნოვეთ?