Home სხვადასხვა დაიჯესტი თურქეთი საჯაროდ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს

თურქეთი საჯაროდ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს

თურქეთი საჯაროდ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს

ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა გამოაქვეყნამომავლის თურქეთისრუკა, რომელზეც საქართელოს ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაშია გამოსახული

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის იდეოლოგმა და მისი გეოპოლიტიკური მისწრაფებების მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა, მმართველი პარტია “სამართლიანობისა და განვითარების” წევრმა მეთინ კიულიუნკმა სოციალურ ქსელებში (“ინსტაგრამსა” და “ტვიტერში”) გამოაქვეყნა “მომავალი თურქეთის” რუკა, რომელზეც თურქეთის შემადგენლობაშია გამოსახული ბულგარეთის, საბერძნეთის, საქართველოს, ერაყის, სომხეთისა და კვიპროსის ტერიტორიების ნაწილები”, _ იუწყება ბულგარული ინტერნეტრესურსი “ფაქტი”.

“თავის პროვოკაციულ ნაციონალისტურ “ტვიტერში” რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წევრმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ თურქეთი მიისწრაფვის საბერძნეთის ტერიტორიების ხელში ჩაგდებისკენ. კიულიუნკი იქამდეც კი მივიდა, რომ ბერძნებს მოუწოდა, გაიხსენონ ძველი “კეთილი” დრო, როცა თურქები და ბერძნები “ძმებივით” ცხოვრობდნენ ოსმალეთის იმპერიაში”, _ წერს ბერძნული გაზეთი “ო ქრონოსი”.

რუკა, რომელიც ერთვის თურქი პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, აღწერს 1925 წელს მიღებული ე.წ. ეროვნული ფიცის ტერიტორიებს, რომლებიც ლეგენდა “ცისფერ სამშობლოსთან” ერთად თანამედროვე თურქი “ქორების” საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების დოგმად იქცა.

ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობის გამწვავება საბერძნეთის მცდელობის ფონზე ხდება, გააფართოოს თავისი ტერიტორიული წყლები იონიოს ზღვაში 6-დან 12 მილამდე. ამის შესახებ ბერძნებმა უკვე აცნობეს იტალიასა და ალბანეთს.

როგორც ხედავთ, თურქეთი უკვე საჯაროდ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს.

topcor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. კარგით რა, ეს ხომ ყოველივე ე.წ ჰიბრიდული – დეზინფორმაციაა მხოლოდ და მხოლოდ გამიზნული იმისთვის 1 მოხდეს თურქეთ – საქართველოს კონფლიქტი, რომ საქართველოს გაუჭირდეს ნატოსთან იტეგრაცია! 2 და ეს რომ სრული დეზინფორმაციაა მარტო ოსიც კმარა რომ ვინმემ წაიკითხოს ნატოს წესდება ვისაც აინტერესებს თურქეთის როგორც რევანდელი პოლიტიკა ასევე მომავალიც – ან ამ რუქის გამთავსებელი თვლის რომ ნატოს უნდა საქართველოს დაპყრობა   რაც ქართველი ხალხის ოცნებაა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here