Home სხვადასხვა დაიჯესტი მაღალჩინოსანი პედოფილების პროცესი სასამართლოში ხანძრის გაჩენის გამო გადაიდო

მაღალჩინოსანი პედოფილების პროცესი სასამართლოში ხანძრის გაჩენის გამო გადაიდო

მაღალჩინოსანი პედოფილების პროცესი სასამართლოში ხანძრის გაჩენის გამო გადაიდო

კიოლნის საოლქო სასამართლოს შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც 44 ბავშვის, მათ შორის, სამი თვის ჩვილის გაუპატიურების საქმის განხილვას დაემთხვა. ლაპარაკია დამნაშავეთა მასშტაბური ქსელის მხილებაზე, რომელიც გერმანული მედიის ცნობით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხება.

სასამართლოს შენობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ სხდომა გადაიდო, რადგან საკანში გაჩენილი კვამლის გამო განსასჯელის იქ ყოფნა შეუძლებელი შეიქნა.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის მიზეზი ტექნიკური დეფექტი იყო, მაგრამ ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი გამოიწვია სასამართლო პროცესის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ. ივნისის ბოლოს ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის იუსტიციის მინისტრმა პეტერ ბიზენბახმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ქალაქ ბერგიშ-გლადბახში ბოროტმოქმედნი რეგულარულად აუპატიურებდნენ ბავშვებს. ბიზენბახის მონაცემებით, დადგენილია 30 ათასი “კვალი”, რომელიც 30 ათას ეჭვმიტანილს გულისხმობს.

ამჟამად განსასჯელის სკამზე ზის სასტუმროს მმართველი ბერგიშ-გლადბახიდან, რომელიც, როგორც მასმედია წერს, სექსუალურად გაუკუღმართებულ პარტნიორებს უგზავნიდა ვიდეოჩანაწერს, როგორ აუპატიურებდა იგი 2017 წელს დაბადებულ თავის გოგონას. დღეს ქვეყანაში გამოვლენილია 72 ეჭვმიტანილი. მათგან ათს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here