Home სხვადასხვა დაიჯესტი სილიკონის ველის მაფია

სილიკონის ველის მაფია

Google აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და სხვა სპეცსამსახურების მოთხოვნით ჯაშუშობს

სილიკონის ველის მაფია

ვის არ სმენია ფრთიანი ფრაზა: “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი”. ეს ფრაზა, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ მაფიოზის _ ალ კაპონეს, დღეს სილიკონის ველის (სილიკონის ან კაჟის ველი _ სანფრანცისკოს სამხრეთდასავლეთ ნაწილში კონსოლიდირებული ურბანული არეალი (ანგლომერაცია), რომელიც მაღალტექნოლოგიური კომპანიების სიმრავლით გამოირჩევა _ ..) მაფიის, ამერიკული ITკორპორაციების _ Appleის, Aamazonის, Facebookის, Alphabetის (Google), Microsoftის _ სლოგანად იქცა. და, როცა წამყვან ITკორპორაციებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ამსგავსებენ, არ ტყუიან.

არსებობს ამ კორპორაციების მიერ კანონის დარღვევის უამრავი შემთხვევა. ასეთი ინციდენტები ზოგჯერ სასამართლომდე ან საჯარო გამოძიებამდე მიდის. ბოლო ასეთი შემთხვევაა 2020 წლის ივლისში კონგრესში “დიდი ოთხეულის” _ Amazon-ის, Apple-ის, Google-ისა და Facebook-ის ხელმძღვანელთა საჯარო მოსმენა. განხილვის მიზეზი იყო IT-კორპორაციების მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის აღმაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც, კონგრესმენთა აზრით, ურტყამს ამერიკის მოქალაქეების ინტერესებს და ეკონომიკურად და პოლიტიკურად ასუსტებს ქვეყანას.

ამერიკული ITკორპორაციები არღვევენ არა მხოლოდ აშშის, არამედ სხვა ქვეყნების კანონებსაც _ როგორც კი მოიპოვებენ წვდომას მილიონობით, მილიარდობით ადამიანის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მიზანმიმართულად იწყებენ მათ შეგროვებასა და შენახვას. ამ ინფორმაციებს იყენებენ 3 ძირითადი მიმართულებით: 1. ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების მიზნით; 2. სხვა კომპანიებისთვის მისაყიდად; 3. სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურებისთვის გადასაცემად. პირველი და მეორე მიმართულების მიზანი მოგებაა. მესამე არ იძლევა პირდაპირ კომერციულ ეფექტს, მაგრამ უზრუნველყოფს ამერიკული IT-კორპორაციების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

IT-კორპორაციების აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფოსთან 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო, როცა მიიღეს საკანონმდებლო აქტი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. იმხანად ამერიკის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს მიეცათ საშუალება, გაცნობოდნენ კონფიდენციალურ პერსონალურ ინფორმაციას Iთ-კორპორაციების მონაცემების გარეშე. გამოძიების ფედერალური ბიუროს, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და სხვა სპეცსამსახურებს ჰქონდათ უფლება, სასამართლოს ორდერის გარეშე მიეღოთ ეს ინფორმაცია უბრალო წერილობითი მოთხოვნით. ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკისა და საზოგადო მოღვაწე შეეცადა, გაეპროტესტებინა ეს ნოვაცია, რომელიც არღვევდა მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, მაგრამ აშშ ხელისუფლებებისთვის კონსტიტუცია, დიდი ხანია, აღარ არის უზენაესი კანონი.

2001 წლის 11 სექტემბრიდან 10 წლის შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურები ათი ათასობით კონფიდენციალურ ინფორმაციას იღებდნენ, როგორც აშშ-ის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე. მაგალითად, 2011 წლის პირველ ნახევარში ხელისუფლებამ 5950-ჯერ მიმართა Google-ს 11 057 მომხმარებლის შესახებ ინფორმაციისთვის და კომპანიამაც მოთხოვნათა 93% შეასრულა.

საერთაშორისო ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის ეგიდით ვაშინგტონმა ამერიკულ IT-კორპორაციებს ნება დართო, თხოვნით მიემართათ სხვა სახელმწიფოებისთვის, თუმცა თვითონ თითქმის ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ანალოგიურ თხოვნაზე.

აშშის სახელმწიფო ორგანოებსა და ITკორპორაციების ურთიერთობა ხშირად არ შემოიფარგლება ინფორმაციის ერთჯერადი გადაცემით. სახელმწიფო ორგანოების თხოვნით (ან მოთხოვნით), ITკორპორაციამ ობიექტზე შეიძლება განუსაზღვრელი ვადით დააწესოს მუდმივი თვალთვალი. ინფორმაციის მიღების მოთხოვნისას, ჩვეულებისამებრ, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საჭირო არ არის ობიექტის აკაუნტის ბლოკირება და დაკვირვება უნდა გაგრძელდეს.

სილიკონის ველის მაფია

2015 წლის დასაწყისში ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ Wikileaks-ი გავიდა კომპანია Google-დან მოთხოვნით, განემარტათ, მრავალი წლის განმავლობაში რატომ გადასცემდნენ ვებგვერდის ზოგიერთი თანამშრომლის პირად მიმოწერას გამოძიების ფედერალურ ბიუროს. Wikileaksის ხელმძღვანელმა ჯულიან ასანჟმა 2014 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ Google დაკავებულია ჯაშუშობით გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და სხვა სპეცსამსახურების მოთხოვნით.

2013 წლამდე Gოოგლე და სხვა ამერიკული IT-კორპორაციები ვალდებულნი იყვნენ, არ გაემჟღავნებინათ, რომ მათ მოქალაქეების პირადი ინფორმაციისთვის აშშ-ის სპეცსამსახურები მიმართავდნენ, თუმცა მერე ინფორმაციამ გაჟონვა დაიწყო.

2016 წელს გახმაურდა ფაქტები Google-ს კავშირის შესახებ აშშ-ის მთავრობასთან, ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან. მონაცემები გამოაქვეყნა ორგანიზაცია Campaing ForAccountability-მ (CFA). ამ ორგანიზაციის მოხსენებაში მოყვანილია განსაცვიფრებელი ფაქტები Gოოგლე-ის ლობისტურ საქმიანობაზე. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, 2019 წლის იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე, Googleის ლობისტები 427-ჯერ ესტუმრნენ თეთრ სახლს, მათგან 21 შეხვედრა პრეზიდენტ ობამასა და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრთან დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

აი ახალი მონაცემები ამერიკული IT-კორპორაციების ლობისტებზე: 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისის პერიოდში Googleმა, Amazonმა, Facebookმა და Appleმა, საერთო ჯამში, 54,5 მლრდ დოლარი დახარჯეს თავიანთი ინტერესების ლობირებისთვის.

2011 წელს ევროკომისიამ Google ევროპის ბაზარზე დომინაციური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ამასთანავე, ყველა ევროპული კომპანია, რომლებიც მობილურების დანართებს შეიმუშავებდნენ, რატომღაც იყენებდა Google-ის კუთვნილ სისტემა Android-ს, ევროკავშირის ბრალდება რომ გაექარწყლებინა, კომპანიამ დაიწყო ევროპელი მაღალჩინოსნების მოსყიდვა მათთვის შემოსავლიანი თანამდებობების შეთავაზებით. კომპანიამ 2011 წელს 18 ევროპელი მაღალჩინოსანი დაიქირავა, 2-ჯერ მეტი, ვიდრე 2009 წელს და 3-ჯერ მეტი სხვა წლებთან შედარებით.

გადაბირებული სახელმწიფო მოხელეები კომპანიას ეხმარებოდნენ არა მხოლოდ ანტიმონოპოლიური სამსახურების თავდასხმების მოგერიებაში, არამედ ახალი კონტრაქტების გაფორმებაშიც ევროპის ბაზარზე. როგორც CFA-ს მოხსენებაშია აღნიშნული, Google ქირაობდა ევროპარლამენტის წევრებს, ნატოს წარმომადგენლებს, პოლონეთის ეკონომიკისა და ესპანეთის იუსტიციის სამინისტროების, ლიეტუვას საგარეო უწყებისა და სხვა ქვეყნების სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

ამერიკის კომპეტენტური ორგანოებისა და Iთ-კორპორაციების დაახლოების პროცესი გაგრძელდა 2018 წელს, როდესაც მიიღეს კანონი ე.წ. ღრუბლის შესახებ (CLOUD Act), რომელიც აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს უფლებას აძლევს, სასამართლო ორდერის ქონის შემთხვევაში ამერიკული IT-კორპორაციებიდან ამოიღოს მონაცემები აშშ-ის მოქალაქეების შესახებ, სადაც უნდა ინახებოდეს ეს მონაცემები, თუნდაც უცხოეთში.

სხვა თემაა აშშის სპეცსამსახურების მიერ ამერიკული ITკორპორაციების საინფორმაციო არხების გამოყენება უცხო ქვეყნების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის, რომელსაც პოლიტიკურ არჩევნებზე გავლენის მოსაპოვებლად ან ამა თუ იმ პოლიტიკოსის დისკრედიტაციისთვის იყენებენ.

2020 წლიდან ამერიკის სახელმწიფოსა და ამერიკულ IT-კორპორაციებს შორის ურთიერთობა შეიძლება ახალ ფაზაში შევიდეს. თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით, კომპანია Google გამოვიდა, მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაყიდიან მონაცემებს, რომლებსაც პოლიცია და სპეცსამსახურები მოსთხოვენ. გამოქვეყნდა პრეისკურანტიც: ბაზიდან ინფორმაციის გაცემა 45 დოლარი ღირს, სატელეფონო საუბრის მოსმენა _ 60 დოლარი, შეკვეთილი ინფორმაციის მოპოვება _ 245 დოლარი. იურისტები ამბობენ, რომ კანონი არ კრძალავს სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ფულის გამორთმევას ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, მაგრამ აქამდე ამერიკული IT-კორპორაციებს ამით არ უსარგებლიათ. 10 წლის წინათ სილიკონის ველის მაფია უფრო მეტად იყო დამოკიდებული აშშის სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე. ახლა ვითარება შეიცვალა _ სახელმწიფო ორგანოები ახლა დიდად არიან დამოკიდებულნი სილიკონის ველის მაფიაზე.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი 2019 წელს გამოცემულ წიგნში “უწყვეტი ჩაწერა” აღნიშნავს, რომ ამერიკის IT-კორპორაციების სადაზვერვო შესაძლებლობები გაცილებით აღემატება ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შესაძლებლობებს. კომპანია Google თამაშის ახალ წესებს ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების მოცულობის განუხრელი მატებით ასაბუთებს. აქედან მომდინარეობს კომპანიისა და მთავრობას შორის ურთიერთობის გადაყვანა ანაზღაურების რეჟიმში. და სწორედ აქ უნდა გავიხსენოთ ალ კაპონეს სიტყვები: “არაფერი პირადული, უბრალოდ, ბიზნესი”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. რა კომენტარის დატოვება შეუძლია შოკირებულ ადამიანს? გადაგვარდა ადამიანი! ერთადერთი ღმერთის იმედიღა მასულდგმულებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here