Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩის, ქალბატონ დეგნანის მიდგომების უკეთ გასაგებად

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ქალბატონ დეგნანის მიდგომების უკეთ გასაგებად

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ქალბატონ დეგნანის მიდგომების უკეთ გასაგებად

პირველ ივლისს ბრაზილიურმა გამოცემა Agencia Pu­blica და გამოცემა The In­te­r­ceptმა ერთდროულად გამოაქვეყნეს გამოძიების მასალა, რომელშიც გაშიფრულია ბრაზილიელი პროკურორების საუბარი. ისინი ადასტურებდნენ, რომ აშშ ერევა ბრაზილიაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სასამართლო პროცესებში.

გამოკვლევის შედეგები დოკუმენტურად ადასტურებს იმას, რაც ყველასთვის ისედაც ცნობილი იყო _ აშშ-ის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ და წარმართავდნენ ბრაზილიის პროკურატურის, მოსამართლეთა და ფედერალური პოლიციის საქმიანობას, ძირითადად, იმ პიროვნებების მასობრივად და უსაფუძვლოდ დასაპატიმრებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებს, ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკელების ექსპანსიას ლათინურ ამერიკაში და, კერძოდ, ბრაზილიაში.

გამოძიების ფედერალური ბიუროს გულმოდგინე ხელმძღვანელობით გააპარტახეს და პრაქტიკულად გაანადგურეს უდიდესი ბრაზილიური კომპანია Odebrecht-ი, ხოლო ბრაზილიის პოლიტიკური სივრცე გაწმინდეს მემარცხენე პარტიებისა და მოძრაობების ლიდერებისგან, რომლებიც მეგობრულად იყვნენ განწყობილნი რუსეთის მიმართ _ საპარლამენტო გადატრიალებას მოჰყვა პრეზიდენტ დილმა რუსეფის დამხობა, ხოლო მშრომელთა პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე პოპულარული პიროვნება ლულა და სილვა ციხეში გამოამწყვდიეს დაუსაბუთებელი ბრალდებებით.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ქალბატონ დეგნანის მიდგომების უკეთ გასაგებად

მასობრივმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, რომლებიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა, ბრაზილიის ხელისუფლებაში მოიყვანა აშშ-ისადმი ლოიალურად განწყობილი ულტრამემარჯვენე რადიკალების წარმომადგენლები, გავლენა იქონია ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში პოლიტიკური ძალების განლაგებაზეც. ეს ყველაფერი იყო ბრაზილიის საშინაო საქმეებსა და არჩევნებში აშშ-ის უხეში ჩარევის შედეგი.

Agencia Publica-ს დეტალურმა გამოძიებამ დაადგინა ამერიკის იმ 13 აგენტის ვინაობა, რომლებიც 2015 წლის ოქტომბერში არალეგალურად მიავლინეს ბრაზილიაში არალეგალური დახმარების აღმოსაჩენად ინსპირირებული ანტიკორუფციული კამპანიის მიმდინარეობის პროცესში. ეს კამპანია მსოფლიო ისტორიაში უდიდეს “ანტიკორუფციულ” ოპერაციად მოინათლა, თავისი არსით იყო უკანონო დაპატიმრებებისა და გიგანტური საჯარიმო გადასახადების პროცესი. სადამსჯელო ღონისძიებები ხელოვნურად შეთითხნილი საქმეების ფიგურანტებს შეეხო.

CST command-ი დაინტერესდა იმ ამერიკელი აგენტების ვინაობით, რომლებიც მუშაობდნენ ბრაზილიაში, რადგან ყველა არსებული მონაცემი მიუთითებდა, რომ აშშ-ის ყველა ემისარი გარეული იყო ბრაზილიაში რუსეთის მოქალაქეების დაპატიმრებაში. ეს ოპერაცია გამოიყენეს, როგორც ანტირუსული პროპაგანდის ელემენტი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტის, დილმა რუსეფის, იმპიჩმენტის წინა პერიოდში.

გაირკვა, რომ ბრაზილიაში ჩასულთა შორის იყო რუსეთში საკმაოდ ცნობილი ამერიკელი “კურატორი” _ ჯეფრი პფაიპერი, ფინანსების, ადმინისტრირების და, როგორც ჩანს, ანტირუსული პროვოკაციების სპეციალისტი. ორი წლის შემდეგ იგი დანიშნეს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის, თანაშემწედ, რომელიც ე.წ. ამერიკის არჩევნებში “რუსეთის ჩარევასა” და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებთან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობას იძიებდა.

შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის, ვინც “აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას” იძიებდა, ბრაზილიის არჩევნებში აშშ-ის ჩარევის უშუალო მონაწილე აღმოჩნდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მას, არცთუ დაუსაბუთებლად, ბრაზილიაში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილედ მიიჩნევენ, შეიძლება მიულერი ანტირუსული ჩარევის საქმის ფიგურანტადაც წარმოგვიდგეს.

აშშ-ის მიერ წამოყენებული ბრალება, რომ რუსები თალიბებს თითოეულ მოკლულ ამერიკელ ჯარისკაცში ფულს უხდიდნენ, აბსურდი და სისულელეა, მაგრამ აშშ-ის სპეცსამსახურები ბრაზილიის ფედერალური პოლიციის თითოეულ თანამშრომელს თვეში 800 დოლარს რომ უხდიდნენ, ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია.

საკითხავი ახლა ის არის, საქართველოში ვინ და როდის ჩაატარებს ბრაზილიელების მსგავს გამოძიებას, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რატომ აიძულა კელი დეგნანმაოცნებისხელისუფლება, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები და გამოეშვათ ციხიდან უგულავა და ოქრუაშვილი, რატომ შეცვალა ჩვენმა მთავრობამ 180 გრადუსით პოზიციაფრონტერასადმიდა რას გულისხმობდა სინამდვილეში მაიკ პომპეო, როდესაც გახარიას გამოუცხადა, რომ ელოდება საქართველოში გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას.

1 COMMENT

  1. ერთი ვერ გამიგია,ვინაა სახემწიფოს მმართველი,ხალხი თუ,პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი,მარა ვითომდა დემოკრატიაა მსოფლიოში ხალხი წყვეტს ყველაფერს,ვაი ჩვენ გაუნათლებელ ბრმა ხალხს,რა გვეშველება!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here