Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლეთში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ეს საფრთხე დღითიდღე მატულობს

დასავლეთში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ეს საფრთხე დღითიდღე მატულობს

დასავლეთში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ეს საფრთხე დღითიდღე მატულობს

2002 წლის 7 ივლისს გამოცემა Harpers Magazineმა გამოაქვეყნა დასავლეთის ინტელიგენციის 150 წარმომადგენლის წერილი სამართლიანობისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ბედის ირონიაა, რომ დღეს სამართლიანობა და სიტყვის თავისუფლება პოლიტკორექტულობის წნეხითა და კოლქტიური დასავლეთის დოგმატიზმით ზარალდება.

წერილს “სამართლიანობისა და დისკუსიის თავისუფლების შესახებ” ხელს აწერენ მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანები: მოაზროვნეები _ ნოამ ჩომსკი და ფრენსის ფუკუიამა, პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი, მწერალი ჯოან როულინგი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი და სხვები. ხელმომწერები ჯერჯერობით კვლავ რჩებიან ავტორიტეტულ ადამიანებად, მაგრამ დიდია რისკი, რომ გამარგინალდნენ.

აღნიშნული ღია წერილი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ეს საფრთხე დღითიდღე მატულობს.

წერილის ავტორები და ხელმომწერები ხმას იმაღლებენ “შეუწყნარებლობის კლიმატის წინააღმდეგ, რომელიც ყველა მხარეს შეიქმნა”. ისინი უარყოფენ და შეცდომად მიიჩნევენ “არჩევანს სამართლიანობასა და თავისუფლებას შორის, რომლებსაც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლია”.

აღნიშნული წერილი უყურადღებოდ არ დარჩენია დასავლურ მედიას. გაკრიტიკებული მიმდინარეობის აპოლოგეტებმა დაგმეს მათ მიმართ მოწოდება, მოეთოკათ აქტიურობა. ისინი, როგორც ყოველთვის, ცდილობენ, ნებისმიერი დისკომფორტი თავიდან აიცილონ, თანაც, რაღაცის არგუმენტებით უარყოფის ნაცვლად, სულ უფრო ხშირად გადადიან პიროვნულ შეურაცხყოფაზე.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზად

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here