Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიაში ნეონაცისტები პარალელურ საზოგადოებას ქმნიან

გერმანიაში ნეონაცისტები პარალელურ საზოგადოებას ქმნიან

გერმანიაში ნეონაცისტები პარალელურ საზოგადოებას ქმნიან

20 ივლისს, ღამით, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მასობრივი არეულობა მოხდა. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ქალაქის ცენტრში დაარბია მაღაზიები და თავს დაესხა პოლიციელებს.

იმ საღამოს სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ ნარკომოვაჭრეების დასაკავებლად, მაგრამ პირველივე ადამიანის დაკავებამ ქუჩაში შეგროვებული ახალგაზრდების აგრესია გამოიწვია. პოლიციელებს დაუშინეს ქვები, ბოთლები. მათმა რაოდენობამ სწრაფად მოიმატა და პოლიციელების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა ათასზე მეტი ადამიანი. ისინი ამსხვრევდნენ ვიტრინებს და ძარცვავდნენ მაღაზიებს. პოლიციამ დამხმარე ძალას გამოუძახა, ვითარება ჩაცხრა მხოლოდ განთიადზე. დაშავდა 19 პოლიციელი, დამტვრეულია პოლიციის 12 ავტომობილი, გაძარცვულია 40 მაღაზია. სამართალდამცველებმა არეულობების 24 მონაწილე დააპატიმრეს. მათ შორის გერმანიის 12 მოქალაქეა, 12 _ უცხო ქვეყნების პასპორტების მქონე.

“გავოგნდი, როდესაც შევიტყვე, რაც მოხდა, _ განაცხადა ქალაქის მერმა ფრიც კიუნმა, _ შტუტგარტში თავს არასოდეს დასხმიან პოლიციელებს”. მეორე დღეს ქალაქში ჩავიდა გფრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი. ვითარების გაცნობის შემდეგ მან განაცხადა: “შტუტგარტში მომხდარი არეულობა სიგნალია ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის”.

შტუტგარტში მომხდარ არეულობამდე 3 დღით ადრე ქალაქ გიოტინგენის 200-მდე მცხოვრები თავს დაესხა პოლიციელებს და რამდენიმე დაჭრა. ტელეარხ n-tv-ის კომენტატორი თომას შმოლი წერს: პოლიციასთან შეტაკებები ბოლო პერიოდში ახალ განზომილებაში გადავიდა, თავდამსხმელები უგულებელყოფენ სახელმწიფოს მონოპოლიას ძალის გამოყენებაზე და მას გამოწვევის წინაშე აყენებენ. ეს ძალიან სახიფათოა დემოკრატიისთვისთავდასხმები ხდება საბრძოლო მოწოდებით: Fuck the Police. პოლიციელები, მეხანძრეები, სანიტრებიც კი ხშირად არიან აგრესის მსხვერპლნიეს ხდება იქ, სადაც განვითარდა და განმტკიცდა პარალელური საზოგადოებები”.

ნიშანდობლივია დიალოგი პოლიტიკოს ოზდემირსა და ქუჩის არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს შორის. პოლიტიკოსის კითხვაზე, რა იყო მიზეზი მისი მონაწილეობისა პოლიციაზე თავდასხმაში, ახალგაზრდამ უპასუხა: ყველაფერში დამნაშავეა პოლიციის დიქტატურა!”

არეულობების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიცია კანონის დამცველი კი არა, მტერია. პოლიციელებს ადანაშაულებენ, რომ ისინი განმსჭვალულნი არიან რასისტული სულისკვეთებით სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლებულთა მიმართ. ასე ფიქრობს, აგრეთვე, სენატორი მწვანეების პარტიიდან _ დირკ ბერნარდი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე _ სასკია ესკენი. მემარჯვენე ექსტრემისტების გავლენის ქვეშ კი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ექცევა. თუ ეს უყურადღებოდ დავტოვეთ, გერმანია ცუდად დაასრულებს”, _ აღნიშნავს ტელეარხ NTVის კომენტატორი.

23 აპრილს პოლიციამ გაჩხრიკა ორგანიზაცია “ჩრდილოეთის არწივის” წევრები ოთხ ფედერალურ მიწაზე (ჩრდილოეთი რეინ-ვესტფალია, საქსონია, ბრანდენბურგი და ქვედა საქსონია). მათ ჩამოართვეს ბეისბოლის კეტები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ნაპოვნია ნაცისტური ლიტერატურა, ფოლადის ჩაფხუტები და სხვა სპეციფიკური ატრიბუტები.

პოლიციის მონაცემებით, ორგანიზაციაში გაერთიანებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც იზიარებენ ნაციზმისა და ანტისემიტიზმის იდეოლოგიას და თაყვანს სცემენ ჰიტლერს. ამ ორგანიზაციის სტრუქტურა ჰგავს ჰიტლერულიესეს”-ის სტრუქტურას.

გერმანიაში ნეონაცისტები პარალელურ საზოგადოებას ქმნიან

“მეთაური თავს სოციალ-დემოკრატს უწოდებს. მისი ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ფაშიზმის დიქტატურა უნდა დაბრუნდეს. პირველ ნაბიჯად მათ სურდათ, სოფლებში შექმნან ნაცისტების დასახლებები”, _ ნათქვამია გერმანიის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე აღნიშნული ნაცისტური ჯგუფის მეთაურმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა და სიმპათია გამოხატა ექსტრემისტის მიმართ, რომელიც ქალაქ ჰალეში სინაგოგას დაესხა თავს და რომელიც 2 კაცის მკვლელობისთვის უნდა გაასამართლონ.

ჩრდილოეთის არწივსაქვს სხვა სახელებიც _ “სახალხო რევოლუცია”, “სახალხო ახალგაზრდობა”, “სახალხო გაერთიანება”, “სახალხო რენესანსი”. გერმანელი ნაცისტები ჩივიანგერმანული სულის დაცემისა და ფარისევლების მომრავლების გამო”. როგორც ისინი ამბობენ, სურთ, “დაუპირისპირდნენ გერმანული სულის გარყვნას”.

“ეს ორგანიზაცია ენათესავება ნაციონალ-სოციალისტებს და მე ავკრძალავ გაერთიანებებს, რომლებიც თესავენ სიძულვილს და რომლებსაც სურთ ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს აღდგენა”, _ განაცხადა გფრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა.

“ჩრდილოეთის არწივი” მესამე ნაცისტური ორგანიზაციაა, რომელიც მიმდინარე წელს აკრძალეს. იანვარში აკრძალეს გაერთიანება Combat 18, მარტში _ “გერმანელი ხალხებისა და ტომების გაერთიანება” (Geeinte Deutshe Volker and Stamme).

ტიურინგიის ლანდსტაგიის დეპუტატის (მემარცხენე პარტიიდან), კატარინა კიონიგპროისის, აზრით, ეს ორგანიზაციები დიდი დაგვიანებით აკრძალეს, რადგან ნეონაცისტური ჯგუფები აქ 11 წლის წინათ გაჩნდნენ. მაკენროდში კი, სადაც “ჩრდილოეთის არწივს” საკუთარი ნაკვეთი აქვს ორსართულიანი სახლით, ჩრეკა არ ჩაუტარებიათ. არადა, სწორედ ამ ადგილებში აპირებდნენ ნაცისტები თავიანთი დასახლებების შექმნას და იქ უკვე დასახლდნენ ორგანიზაციის წევრები თავიანთი ოჯახებით.

ნეონაცისტების საწინააღმდეგო აქციები დაემთხვა მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ 2019 წლის 2 ივნისს მოკლული კასელის რეგიონის პრეზიდენტის, ვალტერ ლიუბკეს, საქმის პროცესს, რომელმაც საზოგადოებრიობის დიდი ყურადღება მიიპყრო.

გერმანიაში მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ, საპოლიციოს გარდა, არანაირი ზომა არ ტარდება. ახალგაზრდობის მარგინალიზაციის პრობლემის მოგვარების გეგმა არ არსებობს. აზიიდან და აფრიკიდან გადმოსახლებულები ვერ ეგუებიან გერმანელ საზოგადოებას, ისინი ცდილობენ თავიანთი წესებისა და ზნე-ჩვეულებების დამკვიდრებას ქუჩაში, რომლის გამოც გერმანელი ექსტრემისტების სამიზნეში ხვდებიან.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here