Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი (გამცემლიძე): ეკლესიაში მრევლის რაოდენობამ კი არ იკლო, პირიქით _ მოიმატა!

მამა გურამი (გამცემლიძე): ეკლესიაში მრევლის რაოდენობამ კი არ იკლო, პირიქით _ მოიმატა!

გარდაუვალი კრახი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ ბნელ ძალებს კარს მიადგათ

მამა გურამი (გამცემლიძე)

უცხოეთიდან დაფინანსებული ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციაკავკასიის კვლევის რესურს ცენტრის” (CRRC) მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშს თუ დავუჯერებთ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეკლესიისა და საპატრიარქოს საქმიანობას მოსახლეობის სულ უფრო მეტი ნაწილი აფასებს უარყოფითად. “კვლევისთანახმად, ამ განწყობებმა განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, როცა სამღვდელოება პანდემიის ფონზე დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და, ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ღვთისმსახურება დროებით შეეჩერებინათ, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩაატარა. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ დაავადების მასობრივად გავრცელების პირობებში მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი (საუბარია 43%-ზე) არ ეთანხმებოდა ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებას. მეტიც, მოსახლეობის დიდი ნაწილი, თურმე, კრიტიკულად იყო განწყობილი თვით პატრიარქის მიმართაც, რომელმაც ხალხს არ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ და ეს ყველაფერი გამოიხატა იმაში, რომ წინა წელთან შედარებით სააღდგომო წირვაზე დასწრების მაჩვენებელი 91%-ით შემცირდა.

ცნობისთვის: იმავე კვლევის თანახმად, საპატრიარქოსა და ეკლესიის რეიტინგთან შედარებით გაცილებით მომატებულია რეიტინგი იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, მკვეთრად მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც დადებითად აფასებენ ექიმების, აგრეთვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, პოლიციის, ლუგარის ლაბორატორიის, პრემიერმინისტრის საქმიანობას. კრიზისის პერიოდში უპრეცედენტოდ დიდი იყო საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისადმი.

რა განწყობებია დღეს ქართველ საზოგადოებაში, მცირდება თუ არა ეკლესიისა და საპატრიარქოსადმი მოსახლეობის ნდობა და რა მიზანს ემსახურება სინამდვილეში უცხოეთიდან დაფინანსებულიმესამე სექტორისკვლევები, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე).

_ მამაო, უცხოეთიდან დაფინანსებული ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, ეკლესიის რეიტინგი დღითიდღე მცირდება, რაც, თურმე, გამოიხატება იმაში, რომ საეკლესიო ღვთისმსახურებებს სულ უფრო ნაკლები ხალხი ესწრება. კვლევის თანახმად, წელს, წინა წელთან შედარებით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მაჩვენებელი 91%-ით შემცირდა. რა მიზანს ემსაუხურება მსგავსიკვლევებიდა რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის არანაირი კვლევა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, როგორც თვითონ უწოდებენ. ეს არის მტრული ბანაკის იდეოლოგიური თავდასხმა კონკრეტულ ინსტიტუტზე, რომლის ავტორიტეტიც მათ, როგორც ჩანს, ძალიან აშფოთებთ. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის უცვლელი და ის მდგომარეობს იმაში, რომ ტრადიციულ საზოგადოებას, რომელიც, საბედნიეროდ, უმრავლესობაა და არ იღებს არანაირი ფორმით, არანაირი ნიღბით შელამაზებულ გლობალისტურ “სიახლეებს”, უნდა გამოაცალონ მთავარი იდეოლოგიური საყრდენი _ ეკლესია. მეტი დამაჯერებლობისთვის ამას ვითომ აკადემიური ფორმით აკეთებენ და ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ საზოგადოებაში იმ განცდის გაჩენას, რომ ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი იშლება. სინამდვილეში ეს არის მხოლოდ მათი სურვილი, რომელსაც განხორციელება არ უწერია; და მე, როგორც სასულიერო პირი, ვიტყვი, რომ, რაც დრო გადის, ეკლესიაში მით ნაკლები ხალხი კი არ დადის, პირიქით _ მრევლი კიდევ უფრო მოტივირებული და ძლიერია…

_ გამოდის, ნებისმიერიკვლევა”, რომლითაც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ეკლესიის ავტორიტეტი მცირდება და ხალხი აღარ დადის ტაძრებში, ასახავს არა რეალობას, არამედ გარკვეული მოცემულობის შექმნის მცდელობაა?

_ რა თქმა უნდა, ეს არის იმ ძალების იდეოლოგიური სურვილებისა და მისწრაფებების დეკლარირება, რომლებსაც უნდათ, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნების მსგავსად ეკლესია საქართველოშიც იქცეს რაღაც სიმბოლურ, ეგზოტიკურ ინსტიტუტად, რომელსაც არ ექნება არანაირი ძალა და, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. რისთვის უნდათ ეს და რა იქნება ამის შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს, ისედაც ყველამ ვიცით…

ეკლესიაში მრევლის რაოდენობამ კი არ იკლო, პირიქით _ მოიმატა!

რაც შეეხება ისევ “კვლევებსა” და “ანგარიშებს”, რომლებსაც სოროსის ფონდიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად აქვეყნებენ, ჩემი აზრით, საზოგადოება და მით უფრო ეკლესია ამგვარ იაფფასიან პროვოკაციას არ უნდა აჰყვეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათთან იდეოლოგიური პაექრობის რეჟიმში და ყოველი მსგავსი “კვლევის” შემდეგ არ უნდა ვამტკიცოთ: იცით რა, ეს სიმართლე არ არის, ეს ტყუილია. ჯერ ერთი, ეს მათ ხელს აძლევთ იმიტომ, რომ მათთან დებატებში შესვლა უკვე გარკვეულწილად დამაკნინებელია; და მეორე _ ვფიქრობ, დღეს ქართველ საზოგადოებას არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა თხემით ტერფამდე ანტიქართული და ანტიეროვნული ძალაა, რომელიც ფულს იღებს ყოველი ტრადიციული და ქრისტიანული ფასეულობის, მთლიანად კულტურის გამარგინალებაში. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, რაც უფრო ხშირად მოამზადებენ მსგავსანგარიშებსდა რაც უფრო მეტად აუფრიალებენ მას საზოგადოებას ცხვირწინ, მით უფრო გაშიშვლდებიან და მოახდენენ თვითლუსტრაციას. ამას ვერაფერს დაუპირისპირებენ, რადგან უკვე შეუქცევადი პროცესია. ეს ერთი. მეორე _ ძნელია, ადამიანები მოატყუო რაღაც პროპაგანდით და შავი თეთრად მოაჩვენო, როცა ხალხი ბრმად კი არ იღებს ცრუ ინფორმაციულ ნაკადს, როგორც, ვთქვათ, წლების წინ იყო, არამედ უკვე ერთგვარი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული დეზინფორმაციაზე.

_ “კვლევაშიაღნიშნულია, რომ წელს, წინა წელთან შედარებით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მაჩვენებელი 91%-ით შემცირდა. საუბარია იმაზეც, რომ ერთი კოვზით ზიარების წესი მართლმადიდებელი ქრისტიანების 43%-ისთვის მიუღებელია. რა აზრის ხართ კონკრეტულად ამ პროცენტებზე?

_ კიდევ გავიმეორებ: ეკლესიაში მრევლის რაოდენობამ კი არ იკლო, პირიქით _ მოიმატა და მოიმატა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეპიდემიის ფონზე ხალხმა დაინახა, რა უმწეოა კაცობრიობა. სხვათა შორის, ჩვენს ტაძარში აღდგომა ღამეს იმდენი ხალხი იყო, ბავშვობის შემდეგ არ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ არ მოძრაობდა ტრანსპორტი და მოქმედებდა კომენდანტის საათი, ხალხი ფეხით მოვიდარაც შეეხება იმას, რომ თურმე მრევლის 43%-ისთვის ერთი კოვზით ზიარება მიუღებელია, ეს თავისთავად აბსურდია და ამაზე, ალბათ, არც შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების ფონზე საქართველო იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა მართლმადიდებელ საქრისტიანოში, რომელმაც პრინციპულად არ შეცვალა ზიარების წესი, არ დაკეტა ტაძრის კარი და არ შეაჩერა ღვთიმსახურება. აი, ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, გამაღიზიანებელი და ნერვების მომშლელი, ამიტომაც აქვეყნებენ სრულიად საპირისპირო მონაცემებს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილოა და რეალობას აცდენილი…

_ “კვლევისთანახმად, მოიმატა საზოგადოების ნდობის მაჩვენებელმა რიგი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ. მაგალითად, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის, პოლიციის, ექიმებისა და ლუგარის ლაბორატორიის მიმართაც

_ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რა ფულია გადახდილი ამ ყველაფერში და მათ შორის იმ ლუგარის ლაბორატორიის მესვეურებისგანაც, რომლებსაც აქვთ რაღაც ინტერესი ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის, ამ ლაბორატორიის მიმართ ხშირად გვესმის კომპლიმენტები, რომ დიდ საქმეს აკეთებენ და, რომ არა ისინი, ეპიდემიას ასე წარმატებით ვერ გავუმკლავდებოდით. ჩემი პოზიცია ასეთია: კი, ბატონო, კარგია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდი მასშტაბით არ გავრცელდა ვირუსი; კარგია, რომ ამაში ვიღაცები გვეხმარებიან და ა.შ., მაგრამ გმირობას რაც შეეხება, ხანძარს რომ გააჩენ და მერე თვითონვე ჩააქრობ, გმირი ნამდვილად არ ხარ. სწორად გამიგეთ, არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ შეფასებები რომ გადაჭარბებულია, ფაქტია… ისე, მაინტერესებს, პოლიციის მიმართ ნდობამ მოიმატაო, რომ გაიძახიან, ლუგარზე აღარაფერს ვამბობ, რის ხარჯზე მოიმატა, რით ასაბუთებენ ამას ან, ვთქვათ, იმას, რომ ეკლესიის რეიტინგი შემცირდა? ტყუილსაც ხომ უნდა ჰქონდეს დამაჯერებლობის ნიღაბი

_ ის, რომ მსგავსიკვლევებირეალობას აცდენილია და კონკრეტულ პროპაგანდას ემსახურება, ცხადია. მიუხედავად ამისა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების რაღაც სეგმენტზე მაინც ახდენს გავლენას?

_ ჭეშმარიტად მორწმუნე, მართლმადიდებელ ქრისტიანს ნებისმიერი დევნა და რეპრესია _ გნებავთ, იდეოლოგიური, გნებავთ, პროპაგანდისტული და გნებავთ, ფიზიკური, აძლიერებს. ეს ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ზემოქმედებას რაც შეეხება, ვინც არ არის რწმენაში ძლიერი, ვინც არ ლოცულობს და არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ის შეიძლება შეაშინონ, ის შეიძლება დაარწმუნონ, რომ ერთი კოვზით ზიარება სახიფათოა, რომ პანდემიის პერიოდში ტაძარში არ უნდა იაროს და სახლიდან ილოცოს. თუმცა ეს უმცირესი ნაწილია საზოგადოებისა, რომელიც არ შეიძლება, ჭეშმარიტ მრევლად განიხილებოდეს…

_ რა უნდა დაუპირისპიროს ეკლესიამ იმ მზარდ პროპაგანდას, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ტაძრებში სიარული სახიფათოა? რა ბერკეტები აქვს ამისთვის სამღვდელოებას?

_ ჩვენი მოღვაწეობა ყოველთვის მიმართული იყო და იქნება საზოგადოების სულიერი გადარჩენისკენ. ეკლესიას, საუკუნეებია, არაფერი არ შეუცვლია თავის სწავლებაში და არც არაფერს შეცვლის. რა უნდა დავუპირისპიროთ ბოროტებას, როცა უფალმა უკვე დაუპირისპირა მას ჭეშმარიტება თავისი ჯვარცმითა და აღდგომით?! ნებისმიერი იდეოლოგიური ბანაკი განწირულია, თუ ის დაუპირისპირდება უფალს და მის მოძღვრებას. აი, ეს არის მიზეზი გარდაუვალი კრახისა, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ ბნელ ძალებს კარს მიადგათ. სხვათა შორის, ამას უკვე თვითონაც კარგად ხედავენ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here