ნიდერლანდების სამეფოს “ფორმულა-1”-ის ავტომრბოლელმა უარი თქვა დაჩოქებაზე სეზონის სტარტის წინ. მან განაცხადა, რომ ეს არ არის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისეული პროტესტის გამოხატვის ფორმა. შესაბამისი პოსტი მან “ტვიტერში” გამოაქვეყნა.
ფერსტაპენმა განაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრის ისე გამოთქმის, როგორც მას მოსწონს.
“მე არ დავიჩოქებ, მაგრამ პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ თითოეული პილოტის არჩევანს, _ წერს ფერსტაპენი და დასძენს, _ მხარს ვუჭერ თანასწორობას და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლს”.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერსტაპენი მარტო არ არის და “ფორმულა-1”-ის სასტარტო ეტაპის კიდევ ხუთმა მონაწილემ უარი თქვა ამ აქციაში მონაწილეობაზე.
ესენი არიან: 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი, “ფერარის” პილოტი შარლ ლეკლერი, “მაკლარენის” გუნდის წარმომადგენელი კარლოს საინსი, “ფორმულა-1”-ის ერთადერთი რუსი პილოტი დანიელ კვიატი და იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი.