Home სხვადასხვა დაიჯესტი ნიდერლანდების მოქალაქეთა პირადობის მოწმობაში სქესს აღარ მიუთითებენ

ნიდერლანდების მოქალაქეთა პირადობის მოწმობაში სქესს აღარ მიუთითებენ

ნიდერლანდების მოქალაქეთა პირადობის მოწმობაში სქესს აღარ მიუთითებენ

გრაფასქესი” 2024-2025 წლებში აღარ იარსებებს. ამის შესახებ არის ნათქვამი ნიდერლანდების სამეფოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრის, ინგრიდ ვან ენგელსჰოვენის, ახლახან გაკეთებულ განცხადებაში. მთავრობას სურს, “იქ, სადაც შესაძლებელია, უარი თქვას სქესის რეგისტრაციაზე”.

ლაპარაკია მხოლოდ ქვეყნის საშინაო მოხმარების დოკუმენტებზე (სამოქალაქო პასპორტებზე). უცხოეთის პასპორტებში ამ გრაფას შეინარჩუნებენ, რადგან მას მოითხოვს ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ ახალ დოკუმენტებს თუ დღემდე გაცემულ პასპორტებსაც.

მინისტრმა განმარტა, რომ ამის სანაცვლოდ მოქალაქეებმა უნდა “შექმნან თავიანთი საკუთარი იდენტურობა და იცხოვრონ სრულიად თავისუფლად და უსაფრთხოდ”.

ნიდერლანდების სამეფო ამ საკითხის პირველი გზამკვლევი არ არის: ასეთ დოკუმენტებში სქესს არც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიუთითებენ. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში მესამე სქესი 2018 წელს აღიარეს, მაშინ, როცა ინტერსექსუალებს უფლება დართეს, თავიანთ დაბადების მოწმობებში არ ჩაეწერათ საკუთარი სქესი _ ქალია თუ კაცი.

ცნობისთვის: ინტერსექსუალობა არის ტერმინი, რომელიც შემოიღო ბიოლოგმა რიჰარდ გოლშმიდტმა ჯერ კიდევ XX საუკუნის გარიჟრაჟზე. ეს ტერმინი მიგვითითებს ორგანიზმის სექსუალურ განვითარებაში არსებულ დარღვევებზე. ინტერსექსუალი დღეს მიგვითითებს ადამიანზე, რომელსაც ქალის და კაცის სქესის ნიშნები ერთდროულად აქვს, რაც მის ამა თუ იმ სქესისთვის მიკუთვნებას ართულებს. გაერო ადასტურებს, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 1,7 პროცენტი ინტერსექსუალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here