Home სხვადასხვა დაიჯესტი “აშშ-ში დემოკრატები ხელს უწყობენ არეულობებს”

“აშშ-ში დემოკრატები ხელს უწყობენ არეულობებს”

“აშშ-ში დემოკრატები ხელს უწყობენ არეულობებს”

აშშში, სადაც უკვე მეორე თვეა, არ წყდება არეულობები, ვითარების დაწყნარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, _ განაცხადა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა მარია ბუტანამ მედიაჯგუფპატრიოტისმიერ ორგანიზებულ ონლაინეთერში თემაზეროდის და როგორ ფრაგმენტებად შეიძლება დაიშალოს აშშ”. მისი აზრით, ის, რაც ამჟამად აშშში ხდება, მიმართულია ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წინააღმდეგ.

“რადგან აშშ-ში საპროტესტო აქციები ამდენ ხანს გაგრძელდა, ეს ვიღაცას სჭირდება. დემოკრატებს სურთ, საპროტესტო აქციები გაგრძელდეს. ცდილობენ, საგამოძიებო იზოლატორებიდან გამოუშვან აქციების დაპატიმრებული მონაწილეები, რათა მათ კვლავ განაგრძონ არეულობები”, _ ამბობს ექსპერტი.

მარია ბუტინამ ყველას შეახსენა, აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი, ავღანეთიდან გამოიყვანოს ამერიკელი ჯარისკაცები, ამასთანავე, პრესაში ხშირად ქვეყნდება მასალები რუსეთის ჩარევის შესახებ. ასე ურტყამენ ტრამპს _ ეს არის მცდელობა, ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის დაპირებებს.

დემოკრატებს არჩევნების მოგება სურთ, ამიტომ აქეზებენ ადამიანებს საპროტესტო აქციების მოწყობისკენ, მაგრამ პროცესებს უკვე ვეღარ აკონტროლებენ”, _ განაცხადა პოლიტოლოგმა. მისი თქმით, ვითარება არ განიმუხტება არჩევნებამდე. და, თუ ნოემბერში ტრამპი გაიმარჯვებს, დემოკრატები ბრძოლას არ შეწყვეტენ, რადგან ტრამპი არ არის სისტემის პოლიტიკოსი და ის შემთხვევით მოხვდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.

“აშშ-ში დემოკრატები ხელს უწყობენ არეულობებს”

ბუტინას აზრით, ნებისმიერი დანაშაული ტოვებს კვალს და ამ ვითარებაში საჭიროა დაკვირვება არა პოლიტიკოსებზე, არამედ მათზე, ვისთვისაც ხელსაყრელია ის, რაც ხდება, და ვინც ამაში ფულს იხდის.

შეგახსენებთ: ამერიკის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც დარბევებისა და ძარცვის ფონზე მიმდინარეობს, არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც მაისში ქალაქ მინეაპოლისში დაკავებისას დაიღუპა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფლოიდი ნარკოტიკის ზემოქმედებით გამოწვეული ასფიქსიით დაიღუპა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანაში სულ უფრო ძლიერდება მოძრაობა BLACK LIVES MATTER (“შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია”), რომელიც გამოდის რასიზმის წინააღმდეგ და პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებისას ათობით ადამიანი დაიღუპა, და უმრავლეს შემთხვევაში აფროამერიკელი აფროამერიკელის ხელით გამოესალმა სიცოცხლეს. მხოლოდ ივლისის პირველ რიცხვებში არეულობებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია.

polit.info.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here