Home სხვადასხვა დაიჯესტი “დაწყევლილი პერსპექტივა” თუ ახალი მსოფლიოს მშენებლობის წინადღე

“დაწყევლილი პერსპექტივა” თუ ახალი მსოფლიოს მშენებლობის წინადღე

“დაწყევლილი პერსპექტივა” თუ ახალი მსოფლიოს მშენებლობის წინადღე

მარტის დასაწყისში ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ მოხდა: ნავთობზე ფასი უარყოფით მაჩვენებელზე დაბლა დაეცა _ არნახულად გაიაფდა ნავთობი. მართალია, ცოტა ხნის შემდეგ შედარებით გაძვირდა, მაგრამ ყველასთვის ნათელი შეიქნა, რომ დიდი ფინანსისტებისთვისმსუქანი წლებიწარსულს ჩაბარდა. რა მოხდა? მიზეზი არც ოპეკის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებაშია საძებარი, არც ნავთობის რეზერვუარების გადავსებაში და არც კორონაკრიზისში.

მიხეილ ხაზინი
მიხეილ ხაზინი

_ მოდი, სერიოზულად განვსაჯოთ, _ აცხადებს ეკონომისტი მიხეილ ხაზინი, _ არსებობს ისეთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რისი ინიციატორი, ვთქვათ ასე, კორონაკრიზისი იყო. ეკონომიკის მართვის ბრეტონვუდსის სისტემამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა. ბრეტონვუდსის მოდელის არსი (მოქმედებს 1944 წლიდან) ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: იბეჭდება ფული, რომელიც გადაეცემა ბანკებს; ბანკები ამ ფულს ასესხებენ საინვესტიციო სტრუქტურებს, რომლებიც რაღაცას აშენებენ, ან _ მოქალაქეებს რაიმეს შესაძენად, შედეგადგაიფურჩქნება ასი ყვავილი”. ძირითადი მოგება, ბუნებრივია, ბანკებს რჩება.

განგაშის პირველი ზარი დიდი ხნის წინათ გაისმა _ 2002 წელს, შემდეგ _ 2008 და 2014 წლებში, რომლებსაც ყოველთვის ერთი და იმავე ღონისძიებით უპასუხებდნენ: ახალდაბეჭდილი დოლარების დამატებითი ულუფით, მაგრამ ამ კერძით წარმოებას კი არ უმასპინძლდებოდნენ, არამედ საფონდო ბაზარზე გზავნიდნენ, სადაც ქაღალდის აქციები იყიდებოდა, ფაქტობრივად, ქაღალდის ფულზე.

ბოლო დიდი ემისიიდან, რომელიც წინ უსწრებდა ახლანდელ კრიზისს, რეალურ სექტორს არაფერი ერგო და 2020 წლის დასაწყისშივე საბოლოოდ გაირკვა, რომ ნავთობიცა და გაზიც იმდენად ნედლეული კი არ არის, რამდენადაც მის გასაყიდად გაფორმებული კონტრაქტები, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ამისთვის რამენაირად უნდა მოევლოთ.

ალექსანდრე ლოსევი
ალექსანდრე ლოსევი

_ ნედლეულის ბაზრები დღეს მსოფლიოში არ არსებობს, _ აცხადებს ექსპერტი ალექსანდრე ლოსევი, _ ჩვენმა ამერიკელმა “კოლეგებმა და მეგობრებმა” ნედლეულის ყველა ბაზარი ფინანსურ ბაზრად აქციეს. ნავთობით ვაჭრობის მოცულობა ბირჟაზე ასჯერ აჭარბებს დედამიწაზე არსებული ნავთობის საერთო რაოდენობას. ნავთობის ბაზარზე მუშაობენ მენავთობეები, რომლებიც ნავთობს ყიდიან; ნავთობტრეიდერები, რომლებიც ამ გაყიდულ ნავთობს სხვას მიჰყიდიან და ასე მიყოლებით. და კიდევ _ სპეკულანტები. 2014 წელს ბარელი ნავთობი ღირდა 100 დოლარზე მეტი. ნავთობსაცავები სავსე იყო და ნავთობის ჭარბი რაოდენობა ბაზარზე აშკარად შეიმჩნეოდა, მაგრამ ნედლეული არ იაფდებოდა. სამაგიეროდ როგორც კი შეწყვიტეს ფულის ბეჭდვა და პროგრამის სტიმულირება, ბაზარი მყისვე ჩამოიშალა.

ნავთობზე ფასის დაწესება, უწინარესად, პოლიტიკაა.

კარგითუცუდინავთობი?

იუთუბისთვითნასწავლი ექსპერტების წრეში ღრმად გაიდგა ფესვები ფასწარმოქმნის ასეთმა ლოგიკამ: თუ ჩრდილოეთის ზღვაში მოპოვებული ბრენტის მარკის ნავთობი ეტალონურია, მაშასადამე, კარგია, მაგრამ, რადგან სხვაგან მოპოვებული ნავთობი, როგორც წესი, იაფია, უარესია, რადგანიაფია.

როცა წარმოუდგენლად სწრაფად იაფდება ეტალონური ნავთობი, ის დროა, გამოხვიდე ქუჩაში და იყვირო: _ გვიშველეთ! მაგრამ ეს ყველაფერი, თურმე, სიცრუეა უცოდინართა. საკმარისია, ნამდვილ სპეციალისტებს დაელაპარაკო და დარწმუნდები, რომ კარგი და ცუდი ნავთობი არ არსებობს. ასეთი “კლასიფიკაცია” გარკვეული მიზნებისთვის სჭირდებათ.

ტექნოლოგები ნავთობს არ ახარისხებენ კარგ და ცუდ ნედლეულად. ნავთობი სხვადასხვა ფრაქციას შეიცავს: ბენზინის ფრაქცია, ნავთის ფრაქცია, დიზელის ფრაქცია უმეტესად მსუბუქი ნავთობია. მძიმე ნავთობპროდუქტია ბიტუმი, მაზუთები და ა.შ., რომლებზეც მოთხოვნაა ნავთობის ბაზარზე.

კორონავირუსის პანდემიისას ნავთობპროდუქტების გაიაფება ლოგიკური იყო, რადგან მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა _ არ მოძრაობდა ავტოტრანსპორტი, შეწყდა ფრენები. აი მოთხოვნა ბიტუმზე მშენებლობისთვის, საწვავზე _ ხომალდებისთვის, მაზუთზე არ შემცირებულა.

ალექსანდრე ფროლოვი
ალექსანდრე ფროლოვი

_ შარშან აგვისტოში ბრენტი გაცილებით იაფი იყო, _ ამბობს ენერგეტიკის ეროვნული ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ფროლოვი, _ მაშინ სხვა ფასები იყო. ამჟამად სიტუაცია მეორდება, ანუ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს სჭირდება “რუსული ნავთობი”, იმ შემადგენლობის, რომელიც “ჩვენს ნავთობს აქვს”.

საუდის არაბეთმა არა მხოლოდ გააფორმა შეთანხმება ნავთობის საერთო მოპოვების შემცირების შესახებ, არამედ გადაწყვიტა, დამატებით შეამციროს მოპოვება, დღე-ღამეში დაახლოებით ერთი მილიონი ბარელის ოდენობით.

რატომ? იმიტომ, რომ საუდელებს უჭირთ თავიანთი ნავთობის მომხმარებლის პოვნა ამ შემცირებული მოცულობის პირობებშიც კი. ჩვენ _ ვპოულობთ.

რას ეყრდნობა ეკონომიკა

წიაღისეულის მარაგები კვლავაც დარჩება მსოფლიო ეკონომიკის საფუძვლად. მათზე უარის თქმა უტოპიური სურვილია. მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენება შესანიშნავი რამაა, მაგრამ მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად კი, გვარწმუნებენ სპეციალისტები, პირიქით გამოდის. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომმწვანე ენერგეტიკისგამოყენების დღევანდელი დონის უზრუნველსაყოფად დედამიწის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაგვჭირდება მზის ბატარეების განსალაგებლად, არამედ ის, რომმწვანე ენერგეტიკანავთობისა და ბუნებრივი აირის გარეშე წარმოუდგენელია.

ელექტრომობილები, მზის პანელები, აკუმულატორები, რომლებიც იაფი ღირს, შესანიშნავია, მაგრამ მოპოვებული ნავთობის თითქმის ნახევარი პლასტიკატის საწარმოებლად იხარჯება. თითოეული ელექტრომობილი, ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტებიდან არის დამზადებული.

ეს ერთი. მეორე: განახლების გენერაცია, გაგიკვირდებათ და, ასევე შეიცავს პლასტიკებს. მსოფლიო ერთბაშად რომ “გავამწვანოთ”, გაზი და ნავთობი არ გაქრება. მათი დაწვა შემცირდება, მაგრამ გადამუშავება გაიზრდება.

ამიტომ საუბარი რუსეთის რესურსების ამოწურვაზე, როგორც კრიზისმა დაგვანახვა, მხოლოდ ფუჭი ლაყბობაა.

ცოტა ვინმე, ვინც დღევანდელ რუსეთში რესურსის პრობლემით არის დაინტერესებული, ინტერესდება საკითხით: თუ პერსპექტივა აგრერიგად ცუდია, რატომ ზრდიან ნავთობის მოპოვებას ამერიკელი ნავთობმწარმოებლები? ასე დაჟინებით რატომ ცდილობენ, დაიპყრონ ბაზრები თავიანთი ნავთობის გასასაღებლად? რატომ სურთ საკუთარი ნებით ამ დაწყევლილი ნედლეულის ნემსზე დაჯდომა?

ნავთობის მოპოვება XXI საუკუნეში არ არის მარტივი საქმე: ამოტუმბე _ გაყიდე.

ეს არის ფრიად მაღალტექნოლოგიური და მეცნიერებატევადი პროცესები, რომლებიც ყველა ქვეყნის ეკონომიკას ეწევა, როგორც ბუქსირი ხომალდს.

ნავთობისა და გაზის თითოეული ახალი სადენი ნიშნავს ახალ დასახლებულ პუნქტს _ სადმე ხომ უნდა იცხოვროს ამ ქარხნებისა და მილების მომსახურეების მასამ! აქვეა მეცნიერებაც _ უმაღლესმა სასწავლებლებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა უნდა შეიმუშაონ თავიანთი ტექნოლოგიები. თეატრები, მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები _ ადამიანი მხოლოდ მუშაობისთვის არ არსებობს. და ეს ყველაფერი კი არის გაზი და ნავთობი _ ის, რაც აქვს რუსეთს და ძალიან სჭირდება სხვებს. ეს არის კოლოსალური კონკურენტული უპირატესობა და არა უპერსპექტივობა, როგორც ზოგიერთიკეთილისმსურველიექსპერტი იწყევლება, მაგრამ ნებისმიერ უპირატესობას ჭკვიანურად გამოყენება სჭირდება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა მსოფლიო ბუკვალურად ჩვენ თვალწინ იცვლება.

ლეონიდ კრუტაკოვი
ლეონიდ კრუტაკოვი

ლეონიდ კრუტაკოვი, რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის დოცენტი, ამბობს:

_ დღევანდელ მსოფლიოს რომ ვუყურებ, ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს მიმდინარეობდა ბინების შეკეთება და სამუშაოს დამთავრებამდე მუშებმა იქაურობას თავი მიანებეს, მობინადრეები თავიანთ ბინებში შეიხიზნენ, მაგრამ დაგვრჩა საერთო გამოყენების რაღაც ადგილები. ისეთი ვითარებაა, როგორიც დიდი განხეთქილების წინ იქმნება ხოლმე. და გაუგებარია, რა ვითარება შეიქმნება.

მსოფლიო, რომელიც იცვლება

დღეს არსებული კომუნალურ-გლობალისტური პროექტი იმსხვრევა და მზად არის, თავის ნანგრევებში მოიყოლოს ყველა.

“ფერადი რევოლუციების” სპეციალისტები კარანტინის გამო იძულებულნი არიან, შინ იმუშაონ, _ ბოლო კვირების ამ ყველაზე მოსწრებულ ინტერნეტხუმრობაში მხოლოდ ნაწილია ხუმრობა.

გლობალური სამყაროს შექმნა ათწლეულების წინათ დაიწყო, მსოფლიოში, სადაც არ არსებობს ცნებები _ დედ-მამა, ცოლ-ქმარი, სადაც ყველა ადაპტირებულია სანიმუშო მომხმარებლის ქცევასთან, დიდი ხნის განმავლობაში ანტიუტოპიად გვეჩვენებოდა. ომის შემდგომ წლებში გვეგონა, რომ ეს პროექტი სხვა რამეზეა და სხვაგან მუშაობს, მაგრამ, რაც უფრო იკვეთებოდა ახალი მსოფლიოს კონტურები, ბევრმა გაიხსენა უილიამ შექსპირი, რომელიც გვაფრთხილებდა: “ახალი საოცარი სამყარო ჯერ არ ჩანს”.

_ გლობალიზაციამ, რომლის შესახებაც დიდხანს ლაპარაკობდნენ, რომელმაც ძალიან ბევრი რეგიონი ფეხზე დააყენა და არაფრისგან საკმაოდ აყვავებულ ქვეყნებად აქცია, როგორც, მაგალითად, ჩინეთი და სამხრეთაღმოსავლეთის ქვეყნები, დაშლა დაიწყო. ტრამპის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკა მსოფლიოს გლობალიზაციის ბენეფიციარი აღარ არის, _ აცხადებს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი ალექსანდრე ლოსევი, _ ამერიკა გლობალიზაციიდან ჩინეთზე გაცილებით ნაკლებ მოგებას იღებს. გლობალიზაცია თანდათან დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ჯერ არ მომკვდარა.

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს სისტემა ამჟამად, როგორ შემოუბრუნდა იგი გლობალიზაციაში ჩართული ქვეყნების უმრავლესობას, ექსპერტები გვირჩევენ, დავაკვირდეთ უკრაინას.

მიხეილ ხაზინი, ეკონომისტი, რომელიც ჩვენი პუბლიკაციის დასაწყისში მოვიხმეთ, ამბობს, რომ ამ ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ უკრაინის მართვა ოფიციალური არხებით არ მიმდინარეობს:

_ მმართველობას განახორციელებს უკრაინის კონკრეტული მოხელე, საწოვარა, რომლითაც იგი იკვებება სოროსის რომელიმე ფონდის მიერ. ყველა მათგანმა გაიარა სოროსის ეს ფონდები და ყველა მათგანმა ზუსტად იცის, რომ ნებისმიერ საკითხზე უნდა მიაკითხოს მაინცდამაინციქ”. მათ უთხრეს: თქვენ მოგანდეს ადგილები, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენს კარგ ცხოვრებას და ამიტომ უნდა შეასრულოთ მითითებები.

სწორედ ამ სისტემას დაუპირისპირდა რუსეთი, ჩინეთი და, რაც ყველაზე უფრო გასაკვირია, ტრამპისდროინდელი აშშ. ვინ გაიმარჯვებს _ გლობალიზატორები თუ სუვერენული ქვეყნების მომხრეები, დიდი პრობლემაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდობიანი სულის მოთქმა ხანმოკლე იქნება, _ გვარწმუნებენ პოლიტოლოგები.

კირილ კოკტიში
კირილ კოკტიში

მათგან ერთ-ერთი _ კირილ კოკტიში მიიჩნევს, მთავარი იქნება როგორ დაიშლება ეს სისტემა:

_ აშკარაა, რომ წარმოიქმნება ორი პოლუსი _ იქნება აშშ და იქნება ჩინეთი. აშკარაა, რომ აშშ მიითვისებს დასავლეთს სრულად. აშკარაა, რომ ჩინეთიც დიდ ზონას იგდებს ხელთ, მაგრამ დარჩება რუსეთი, დარჩება ინდოეთი, რომლებსაც არ გააჩნიათ ძალა, დამოუკიდებელ ცენტრებად ჩამოყალიბდნენ; იმას, ვისაც ისინი მიუერთდებიან, უთუოდ გაუჩნდება დომინირების შანსი ხვალინდელ მსოფლიოში.

ამ დომინირების საფუძველი კვლავაც სამხედრო და ენერგეტიკული სიძლიერეა, მაშასადამე, ბუნებრივი აირი და ნავთობი. რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან სად გაივლის და როგორი სიძლიერის იქნება მილსადენები. სწორედ ამიტომ მილსადენების ჩამწყობი ხომალდი “აკადემიკოსი ჩერსკი” “ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობაზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბადრაგის თანხლებით გაემართა.

ბალტიის ფსკერზე გადებული მილი არა მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობაა, არამედ სრულიად ახალი მსოფლიოს მოწყობის ჩონჩხი. სწორედ ამიტომ სცენაზე გამოვიდა ახალი პროექტი “ციმბირის ძალა”, რომელიც პირველთან ერთად იმის საშუალებას იძლევა, რომ ნედლეული როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით გაიყიდოს. ერთი მყიდველის დიქტატი ამით დასრულდება, მაგრამ აქ წერტილის დასმა მაინც ნაადრევია.

ალექსეი მასლოვი
ალექსეი მასლოვი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ ალექსეი მასლოვის აზრით, ჩინეთი ძალიან ხისტი და ანგარიშიანი პარტნიორია ყიდვა-გაყიდვის საქმეში:

_ მაშინაც კი, როცა “ციმბირის ძალა” სრულად ამოქმედდება, ჩვენ ჩინეთისთვის მიყიდული გაზის რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტის იმედი უნდა გვქონდეს, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, რადგან ჩინეთი უაქტიურეს მოლაპარაკებაშია ჩართული თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მიღების საკითხში, ძალიან აქტიურად აფინანსებს ყაზახეთის ნავთობსაბადოებს და, საერთოდ, მთელ მსოფლიოს არის მოდებული, იმიტომ, რომ არ გაჩნდეს არც ერთი მონოპოლისტი ქვეყანა. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იდეაზე, რომ თავი დავანებეთ დასავლეთს და ახლა აღმოსავლეთისკენ მივდივართ. დასავლეთ-აღმოსავლეთისკენ თავის ტრიალი ძალიან საშიშია ეკონომიკური კონცეფციისთვის. რუსეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელმაც ფლუგერივით უნდა იტრიალოს ტენდენციების ქარის გავლენით. ტენდენციები ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ.

ეკონომისტები ამ დებულებას ასე გვიშიფრავენ: უნდა გავბედოთ და ვისწავლოთ უცხოეთის დახმარების გარეშე არსებობა. ამის ყველა საშუალება რუსეთს აქვს, საჭიროა მხოლოდ კონტროლის სისტემის ამოქმედება, რომელიც საქმისთვის გამოყოფილ ფულს ქვეყნიდან გადინების ყველა გზას გადაუკეტავს. ამ ახალ ვითარებაში თამაშის წესები ბიზნესმა კი არ უნდა დაადგინოს, არამედ სახელმწიფომ საერთო სამომავლო კეთილდღეობისთვის.

ტელეარხ ТВЦ 22 ივნისის სპეციალური რეპორტაჟის _ “საოცარი ახალი მსოფლიოსსაგაზეთო ვერსია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here