Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ერთ დღეში 1,3 ტრილიონი ევრო დაბეჭდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ერთ დღეში 1,3 ტრილიონი ევრო დაბეჭდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ერთ დღეში 1,3 ტრილიონი ევრო დაბეჭდა

ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდს, როგორც ჩანს, ფულის მოჭრის ჩარხის გათიშვის მექანიზმი გაუფუჭდა და ევროს ზონა ისტორიაში არნახული რაოდენობის უფასო ფულით აავსო.

რამდენიმე დღის წინათ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი არსებობის 22 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რეფინანსირება განახორციელა _ 724 ბანკმა რეგულატორისგან 1,308 ტრილიონი ევროს სესხი მიიღო ხანგრძლივი კრედიტების პროგრამის (TLRO) ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი წელიწადში მინუს 1%-ს შეადგენს.

ექსპერტთა აზრით, ივლის-აგვისტოში ევრო შეიძლება გამყარდეს დოლარის მიმართ 1,15-მდე, მაგრამ კურსის კიდევ აწევა ძალიან გაჭირდება.

Finanz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here