ძალიან მოკლე პერიოდში თითქმის ერთმანეთის მიყოლებით ამ ჟამიანობის დროს საქართველომ დაკარგა სამი ღირსეული მამულიშვილი, რომლებსაც აერთიანებდა საქართველოს საერთაშორისო აკადემია “ქალდეა”: 86 წლისა გარდაიცვალა ბატონი ალეკო თოდუა, 84 წლის _ ანზორ დანელია და 80 წლის _ სერგო წურწუმია.
ალეკო თოდუა _ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “ქალდეას” ვიცეპრეზიდენტი (სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი), აკადემიკოსი (აკადემია “ქალდეას” ოქროს დიპლომის მფლობელი), პირველი საპატიო “ქალდეელი”, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საფიცარი სამშობლო და ქართველი ხალხი. იყო უაღრესად კეთილსინდისიერი, კეთილგონიერი, კეთილშობილი და პრინციპული პიროვნება. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულთა ოჯახებს.
ვაჟა (დოლბაია) ეგრისელი,
მამა ბასილი (მკალავიშვილი),
ორესტი (ზაური) ბედია,
ჯემალ დავლიანიძე,
ვაჟა (მელაძე) ჩორდელი,
დილარ ივარდავა,
აპოლონ გადელია,
ანზორ ჯაფარიძე,
დენიზა სუმბაძე,
ამირან გაფრინდაშვილი,
დავით ქობალია,
ნუგზარ კვაშილავა,
ომარ ჟვანია,
ვახტანგ გვარამია,
მაყვალა ბერიანიძე,
რობი უბილავა,
გიორგი შერვაშიძე,
გუგული ქებურია,
გელა ჩაჩიბაია,
რევაზ ადამია,
ვახტანგ თორდია,
ელგუჯა ადეიშვილი,
კუკური ფიფია,
გაიოზ მეტრეველი,
ხუტა პაჭკორია