მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე უამრავი სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის არაკომპეტენტურობაზე, ბილ გეიტსის თაოსნობით მასობრივ სასიკვდილო ვაქცინაციაზე და ა.შ. ამიტომ აუცილებელია, გავერკვეთ, რა ხდება მსოფლიოში. ქართველი საზოგადოებისთვის კი, ალბათ, ყველაზე საინტერესო იქნება იმის გარკვევა, რა ხდება თბილისთან ახლოს მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში, რომლის მიმართაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, კიდევ ერთი ვრცელი სტატია მივუძღვნა ლუგარის ცენტრს და ვუპასუხო იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია:
კითხვა პირველი _ რა მიზნით და ვისი კურატორობით აშენდა ლუგარის ლაბორატორია?
_ რამდენიმე კვირის წინათ ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაზე გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბიოლოგიური ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ლაბორატორია, ის არის ნაწილი ქვეყნის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემისა, რომელშიც შედის სხვადასხვა მასშტაბისა და ზომის 22 ლაბორატორია. მათგან 12 ექვემდებარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 10 _ დაავადებათა კონტროლის ცენტრს. უფრო საინტერესოა ისტორია, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენების ინიციატივით დაიგეგმა ლაბორატორიის მშენებლობა, ვითომდა რეგიონის ბიოუსაფრთხოებისთვის, რისთვისაც აშშ-მა 350 მილიონი დოლარი გამოყო. ნუთუ მართლა კეთილშობილური მიზები ამოძრავებს აშშ–ს და გვიშენებს უმაღლესი სტანდარტების ლაბორატორიას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავს სპეციალისტები და “უანგაროდ” ზრუნავს ქართველი ხალხის ჯანმრთელობაზე? ალბათ, არც ისე გულუბრყვილოები ვართ, რომ მსგავსი სისულელე დავიჯეროთ. სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიო არ არის ასეთი გულუხვი და მსგავს კეთილშობილურ “საჩუქარს” არავინ არავისთვის იმეტებს. ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი ბიოლაბორატორიები, რომლებშიც ინახება ძალიან სახიფათო პათოგენები და ვირუსები, თვით აშშ-ის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შენდება, რადგან დიდია ვირუსის გაჟონვის რისკი. ასევე არის სხვა მიზეზებიც, რომლებზეც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.
ვისი კურატორობითა და სურვილით აშენდა ლაბორატორია, ალბათ, მისახვედრია, მაგრამ გაუგებარია, რეალურად რისთვის აშენდა და რა მიზნით. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე.
კითხვა მეორე _ ტარდება თუ არა საეჭვო ცდები ლუგარის ლაპორატორიაში?
_ არსებობს უამრავი ვერსია, რომ ლუგარში ტარდება ექსპერიმენტები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს. მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც, დიდი ხანია, აკვირდება და იკვლევს მსგავს ლაბორატორიებს, აცხადებს: “ეს ყველაფერი ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლის მიზნით კეთდება. აშშ–ს არ აქვს უფლება, განაგრძოს სახიფათო ბიოაგენტების (ნივთიერებების) კვლევა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია საკანონმდებლო ქარტიაა, რომელიც კრძალავს ბიოლოგიურ იარაღს, მის გამოყენებასა და ცდების ჩატარებას ადამიანებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ციმბირის წყლულს, შავ ჭირს და ე.წ. ღორის გრიპს. და, თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველოს სერიოზული საფრთხე დაემუქრება” (ციტატა მისი ინტერვიუდან).
კითხვა მესამე _ რეალურად ვინ აკონტროლებს ლუგარის ლაბორატორიას?
_ როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი ლაბორატორია არსებობს და მის გარშემო ამდენი პასუხგაუცემელი კითხვაა, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, ვის საკუთრებაშია ის და რეალურად ვინ არის პასუხისმგებელი ლაბორატორიის ფუნქციონირებასა და მისგან გამომდინარე შესაძლო საფრთხეებზე.
ზემოთ უკვე მოვიყვანეთ ციტატა ამირან გამყრელიძის განცხადებიდან, რომლის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ საკითხავი ის არის, მართლაც ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს თუ ეს, უბრალოდ, ფორმალობაა, რეალური კურატორი კი აშშ-ის ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურაა? ალბათ, მეორე მოსაზრება უფრო ახლოს არის სიმართლესთან და ამის ფაქტებიც საკმარისზე მეტია. აი ისიც: საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე”. აღსანიშნავია ისიც, რომ, რაც უნდა მოხდეს და ვინც უნდა გამოხატოს თავისი კრიტიკული პოზიცია ლუგარის ლაბორატორიის მიმართ, მის მცველად მყისვე გვევლინება აშშ-ის საელჩო. კიდევ ბევრი ფაქტია, რომელთა მიხედვით, ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატებია ლაბორატორიის რეალური მმართველი, მაგრამ ყველაზე უტყუარი ფაქტი 350-მილიონიანი ამერიკული ინვესტიციაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ ვაშინგტონი ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით, დიდი ალბათობით, საქართველოში ატარებს საიდუმლო და სახიფათო ექსპერიმენტებს, ხოლო პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.
კითხვა მეოთხე _ რამდენად უსაფრთხოა ლუგარის ლაბორატორიის არსებობა “ალექსეევკის” დასახლებისთვის, რომლის გვერდითაც მდებარეობს ლაბორატორია?
_ გარდა იმისა, რომ არსებობს ვარაუდები და არაპირდაპირი ფაქტები, რომელთა მიხედვით დასახლებულ პუნქტთან ლუგარის ლაბორატორიის არსებობა სახიფათო და ზიანის მომტანია მოსახლეობისთვის, ამის დამადასტურებელი პირდაპირი ფაქტებიც საკმარისზე მეტია. ამ თემაზე “პატრიოტი ტვ”-ზე ჯერ კიდევ 2018 წელს გავიდა ვრცელი სიუჟეტი, რომლის ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა. ცნობისთვის: სიუჟეტი, გარდა “იუთუბისა”, სხვა ინტერნეტრესურსზეც გამოქვეყნდა, მათ შორის სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” და საერთო ნახვის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება მართლაც დაინტერესებულია, რა ხდება ლუგარში.
კითხვა მეხუთე _ ლუგარის ლაბორატორია, წლებია, არსებობს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან ბიოლაბორატორიების სფეროში, არც ერთხელ საფუძვლიანად არ შეუმოწმებიათ ის. რა არის ამის მიზეზი?
_ ეს, ალბათ, ყველაზე ლოგიკური კითხვაა. მსგავსი ლაბორატორიების მუშაობა მსოფლიოში უმკაცრესად კონტროლდება, მაგრამ ლუგარის ცენტრის შემთხვევაში საფუძვლიანი ინსპექტირება რატომღაც არ ტარდება. ლაბორატორიის ხელმძღვანელობას, ალბათ, კარგად ესმის, რომ აუცილებელია მსოფლიო დონის ორგანიზაციების მოწვევა და ლაბორატორიის საფუძვლიანი შემოწმება, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და იმედია, ასეც იქნება.
კითხვა მეექვსე _ რამდენად უსაფრთხოა ლუგარის ცენტრის შენობა და რატომ აშენდა ის აეროპორტთან ახლოს?
_ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ მოვიყვან ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეფრი სილვერმანის, ციტატას: “ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოსაა. ვირუსების გადატანას სხვადასხვა ობიექტზე იქიდან დიდი დრო არ დასჭირდება”. შენობის უსაფრთხოებაზე სილვერმანი ამბობს: “შენობა რამდეჯერმე გადააკეთეს. კომპანია “ბეჩტელ ნეიშენალმა”, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, ქვეკონტრაქტორად დაიქირავა თურქული კომპანია, რათა სამუშაო მასალების ეკონომია გაეკეთებინა. თურქებმა კი ძალიან უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამით ყველამ დიდძალი ფული იშოვა…”
კითხვა მეშვიდე _ რამდენად კომპეტენტურია ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელობა?
_ როგორც ცნობილია, ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელია პაატა იმნაძე, რომელიც არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა. საზოგადოებას კარგად ახსოვს, პანდემიის პიკის დროს მისი დამზაფრავი პროგნოზი: “იტალია განმეორდება! ვეღარ დავითვლით კუბოებს! ეს გინდათ?!”. მის კომპეტენციაზე რამდენიმე ფაქტიც საკმარისია: ცოტა ხნის წინათ ის ამბობდა, რომ საჭიროა, მასობრივად ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; აგრეთვე, მისი თქმით, შემოდგომიდან პანდემიის მეორე ძლიერი ტალღა იქნება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში მეცნიერებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, რა ვირუსთან გვაქვს საქმე, არ შეუქმნიათ სამკურნალო პრეპარატი, არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ან როდის დასრულდება ეს ყველაფერი, პაატა იმნაძე კი მოგვიწოდებს გრიპის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციისკენ, პარალელურად აკეთებს პროგნოზებს და წინასწარ ქმნის მოლოდინებს… ცოტა ხნის წინათ საინტერესო ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში _ ლუგარის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ფოტო, რომელზეც ასახულნი არიან ლაბორატორიის ეზოში ხის ნერგების დარგვის შემდეგ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და სხვა ექიმები დისტანციის დაცვისა და პირბადეების გარეშე. ამ ფოტოს გამოხმაურება მოყვა და ლოგიკური კითხვებიც გაუჩნდა ხალხს _ თვითონ ექიმები რატომ არ იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მოსახლეობისგან ითხოვენ?
კითხვა მერვე _ რა ზეგავლენა აქვს ლუგარის ლაბორატორიაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და რა კავშირი აქვს აღნიშნულ ლაბორატორიას რეგიონში მოქმედ მსგავს ლაბორატორიებთან, რომლებიც, ასევე, ამერიკელებმა ააშენეს?
_ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომლის რეკომენდაციითაც მოქმედებს ლუგარის ლაბორატორია, ცოტა ხნის წინათ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია არ ასრულებს თავის მოვალეობას, არ ატარებს საჭირო რეფორმებს და არაკომპეტენტურია, რის გამოც აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველო კი აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, ამიტომ საინტერესოა, როგორ გააგრძელებს ურთიერთობას ლუგარის ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ტრამპის განცხადების შემდეგ; ვისი რეკომენდაციებით იხელმძღვანელებს ბიოლაბორატორია მომავალში, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, და იქნება თუ არა ეს ცენტრი მასობრივი ვაქცინაციის ლობისტი, რაზეც ბევრს საუბრობენ და მასში ხიფათს ხედავენ? გარდა იმისა, რომ ამერიკელები ლუგარის ცენტრის საშუალებით საქართველოში აკონტროლებენ 22 ლაბორატორიას, აშშ-მა მსგავსი ლაბორატორიები ააშენა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. ანუ ვაშინგტონს ბიოლაბორატორიების ქსელი აქვს, რომელიც, დიდი ალბათობით, ფუნქციონირებს, როგორც ერთი სისტემა, და ამ ლაბორატორიებში ტარდება თვით აშშ-ში აკრძალული საიდუმლო ექსპერიმენტები. ამ საკითხზე ერთ-ერთმა გამოცემამ ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოაქვეყნა. ამ სიუჟეტში სომეხი ექსპერტები ამხელენ აშშ-ის ბიოლაბორატორიების ქსელს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საიდუმლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად აშენდა და ხიფათს უქმნის რეგიონის ბიოუსაფრთხოებას. იხილეთ ვიდეო: https://youtu.be/DQftIdBzST0
კითხვა მეცხრე _ ჩართულია თუ არა ლუგარის ლაბორატორია ბილ გეითსის ვაქცინაციის პროგრამაში?
_ ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელიც წინა კითხვიდან გამომდინარეობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, როგორც ცნობილია, პირდაპირ უკავშირდება ბილ გეითსის ფონდს, რომელიც დაკავებულია ვაქცინის შექმნით მასობრივი ვაქცინაციისთვის. ცნობისთვის: ბილ გეითსს ტელევიზიით არაერთხელ განუცხადებია, რომ, რადგან მსოფლიო მოსახლეობა კრიტიკულად არის გაზრდილი, საჭიროა ადამიანის პოპულაციის შემცირება და ამისთვის უნდა გამოიყენებოდეს მასობრივი ვაქცინაცია. ლუგარის ცენტრი კი პირდაპირ არის დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ბილ გეითსის ფონდთან, რომლის ნებას გვაცნობს ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და საზოგადოებას მოუწოდებს მასობრივი ვაქცინაციისკენ. ვაქცინა კი რას შეიცავს, არავინ იცის და არსად მოწმდება.
კითხვა მეათე _ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ლუგარის ლაბორატორია არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ფაქტობრივად გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში?
_ როდესაც საზოგადოება გაერკვევა, რასთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, აუცილებელია, დადგეს საკითხი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ლუგარის ცენტრი საქართველოს მთავრობის კონტროლს დაექვემდებაროს. ის უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს და არ უნდა იყოს აშშ-ის რომელიმე სტრუქტურას დაქვემდებარებული ობიექტი, რომელიც საშიშია ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოებისთვის.
იმედია, საზოგადოებაში დასმულ კითხვებს პასუხი გაეცემა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება საქართველოს მთავრობისგან, რომელიც მოსახლეობის ინტერესების დამცველი და უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.
გიორგი ირემაძე,
საინფორმაციო სააგენტო “პატრიოტის”
მთავარი რედაქტორი
და მთავარი რაც სტატიის ავტორს გამორჩა, როგორც თავად პაატა იმნაძემ განაცხადა ტელევიზიით, წინა ხელისუფალმა ის დააკავა და სამი დღის განმახლობაში ჰყავდათ მოდულის შენობაში, ანუ მანამდე სანამ, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაურეკა სააკაშვილის ხელისუფლებას, ალბათ უთხრა შეეშვით ამ კაცსო. ანუ რა გამოდის, ლუგარის ლაბორატორია ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ობიექტია (დაქვემდებარებაშია) და იმნაძე “მათი კაცია”.