“აშშ–ს აღარ სურს სხვა ქვეყნების აღდგენა და სხვისი კონფლიქტების მოგვარება”, _ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
“თქვენ არმიაში კარიერას იწყებთ ამერიკის ისტორიის გადამწყვეტ მომენტში. ჩვენ ვაბრუნებთ ძირითად პრინციპებს, რომელთა თანახმადაც ამერიკელი ჯარისკაცის ამოცანა არის არა ის, რომ აღადგინოს სხვა ქვეყნები, არამედ ის, რომ მტკიცედ დაიცვას ჩვენი ქვეყანა გარე მტრებისგან. ჩვენ ვამთავრებთ უსასრულო ომების ერას”, _ თქვა დონალდ ტრამპმა ამერიკის სამხედრო აკადემია ვესტ პოინტის კურსდამთავრებულების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ აშშ დაუბრუნდა ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას, ამიერიდან სამხედროების ამოცანები აღარ იქნება “ძველი კონფლიქტების” მოგვარება შორეულ ქვეყნებში, რომელთა შესახებაც მერიკელებს არაფერი სმენიათ.
“ჩვენ არ ვართ მსოფლიო პოლიციელები, მაგრამ, დაე, ჩვენმა მტრებმა იცოდნენ, თუ ჩვენს ხალხს დაემუქრება საფრთხე, არასოდეს დავიწყებთ ყოყმანს და დავიწყებთ ბრძოლას. ამიერიდან ვიბრძოლებთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ”, _ განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ შეძლებს გაერთიანებას ქვეყნისა, რომელშიც კვლავ გრძელდება მასობრივი პროტესტები და არეულობები.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა