Home სხვადასხვა დაიჯესტი ვაშინგტონისა და ფენერის “პატრონყმობა”

ვაშინგტონისა და ფენერის “პატრონყმობა”

ვინ არის “კიევის საპატრიარქოს” ეპისკოპოსის წერილის ადრესატი

ბაიდენი და ბართოლომეოსი

პატრიარქმაფილარეტმა, რომელმაცუკრაინის უწმინდეს ეკლესიაშიმისი შესაფერისი ადგილი ვერ მიიღო სტამბოლელი კოლეგისგან, გადაწყვიტა, ფენერი უსიამოვნებაში გაეხვია. თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა. პირველი უსიამოვნება იყოკიევის საპატრიარქოს აღორძინება”, რომელმაც ააფეთქაპატრიარქ ბართოლომეოსისა და პრეზიდენტ პოროშენკოს ძალისხმევით გაერთიანებული უკრაინის ეკლესიისისედაც ილუზორული კონსტრუქცია.

პოროშენკოს მომხრეების შეტევის წარმატებით მოგერიების შემდეგ ფილარეტმა კონტრშეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. ამისკენ მას უბიძგა პოროშენკო-ბაიდენის სატელეფონო საუბრების გამომზეურებამ. თვითონ “პატრიარქი” ჯერჯერობით ჩრდილში რჩება, თუმცა კონკურენტ ეპიფანეს სახელობითი დღესასწაული მიულოცა (აღსანიშნავია, რომ სტამბოლელმა ბართოლომეოსმა, ათენელმა იერონიმემ და ალექსანდრიელმა თევდორემ მისალოცი ბარათიც კი არ გაუგზავნეს კიეველ “თანამოძმეს”).

მწვავედ გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ხარკოვის ეპისკოპოსი ილია ზელენსკი. მისი სტატუსის (კათედრის მნიშვნელობით ის მეორეა) გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო, ეს ფილარეტის ჩაურევლად მომხდარიყო. კიევის საპატრიარქოს წარმომადგენელმა კვალიფიციურად ახსნა ბაიდენისა და პოროშენკოს ურთიერთობის კორუფციული არსი და მიუთითა მათი ქმნილების _ “უკრაინის უწმინდესი ეკლესიის” _ მანკიერების წყაროებზე: “იგივე ბაიდენი თუ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი პომპეო უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე უცხო ეკლესიის (.. კონსტანტინოპოლის საპატიარქოს, რომელსაც კურატორობს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი) შექმნაში. საინტერესო ფაქტებით შეიძლებაკეთილი ქრისტიანი ჯოზეფ ბაიდენის დახასიათება”.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი აფინაგორი და აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი აფინაგორი და აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი

ხედავთ, როგორ ამღერდნენ?! კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მათთვის უკვე ეგრეთ წოდებულია, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორობაც აღმოაჩინეს. არადა, 2 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ფილარეტი სახელმწიფო დეპარტამენტში კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდა და “კანონიკურ საპატრიარქოს” მოითხოვდა, თვითონ კი “უკრაინის უწმინდესი ეკლესიის” გაერთიანებული კრების წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილეს მედალი ჩამოჰკიდა.

და რა “საინტერესო ფაქტები” ახასიათებს “კეთილ ქრისტიან ჯოზეფ ბაიდენს”? როგორც გაირკვა, 2015 წლის 17 ოქტომბერს ნიუიორკის სასტუმროჰილტონშიგაიმართა ბანკეტი, რომელზეც აშშის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადასცეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო _ პატრიარქ აფინაგორის პრემია ადამიანის უფლებების დაცვისთვის. და აი აქ წარმოიქმნა პიკანტური ვითარება, როცა ბევრმა ცნობილმა მართლმადიდებელმა მღვდელმსახურმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ ასეთ მაღალ ჯილდოს გადასცემდნენ ვაშინგტონის ადმინისტრაციის წევრს, რომელიც მხარს უჭერდა აბორტებს. აი მხოლოდ ერთი ფრაზა (კათოლიკური ერთობის წარმომადგენლისა, რომელსაც თავს მიაკუთვნებს ბაიდენი), რომელიც ნათლად წარმოაჩენს ამ სკანდალის არსს: “სამარცხვინოა, როცა ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უჭერს მხარს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გადასცემს ჯილდოს ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში ყოველთვის გამოხატავდა თავის გულგრილობას (თუ მტრობას არა) ახალშობილების მიმართ”.

ილია ზელენსკი აღნიშნავს: ბაიდენს ჯილდო გადასცეს ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავს უწოდებენ არქონტებს. ბიზანტიის იმპერიაში ამ ტიტულს ატარებდნენ დიდგვაროვნები, რომლებიც იცავდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ტრადიციებს, აგრეთვე, “ადამიანური რასის უფლებებს”. გამოდის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აზრით, ბაიდენის გაცხადებული პოზიცია აბორტების დაშვებისა და ახალშობილი ყრმების მკვლელობის მიმართ ტრადიციული და ქრისტიანულია და მსგავსი მკვლელობები ადამიანის რასისთვის ჩვეულებრივი საქმეა”.

ეპიფანეს ჯილდო ნიუ-იორკში გადასცეს
ეპიფანეს ჯილდო ნიუ-იორკში გადასცეს

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის მსგავსი რაღაცები მართლაც ნორმაა, რას არ გააკეთებ გავლენისა და ფულისთვის”.

შემდეგ მოდის მაგალითები, როგორ აჯილდოვებდა ფენერი (ადგილი სტამბოლში, სადაც არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენცია) აბორტების მომხრე ამერიკელებს 1988 წლიდან დღემდე.

და დასკვნითი პასაჟი: “ჩვენ ვხედავთ, რომ აფინაგორის პრემიას გადასცემენ არა ქრისტიანული სარწმუნოების პრინციპების დაცვისთვის, არამედ როგორც ჯილდოს ან ქრთამს საჭირო და სასარგებლო ადამიანებს. როგორც ეს მოხდა უკრაინის უწმინდესი ეკლესიის ახალარჩეული მიტოპოლიტის, ეპიფანეს, შემთხვევაში. მისი დამსახურება ქრისტიანული ფასეულობების დაცვის საქმეში არაფერია, მაგრამ პრემია მაინც მიიღო… ეს იყო მადლობა “კარგი” საქციელისთვის, მას ეს ჯილდო გადასცეს, როგორც იუდას 30 ვერცხლი.

თუმცა ფილარეტიც აიღებდა ამ ჯილდოს, ბართოლომეოსს უკრაინის უწმინდესი ეკლესიის წინამძღოლად რომ დაენიშნა. მიხეილ დენისენკოს (ფილარეტს) არაერთხელ აუღია ჯილდო ეკლესიის მდევნელებისგან ჯერ კიდევ “განვითარებული სოციალიზმის” პერიოდში. თუმცა მისი გზააბნეული მრევლისთვის უფრო საინტერესო იქნება ის ამბავი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ, როგორც ვასალისადმი, საფუძველი ჩაეყარა არა 1980-იან წლებში, არამედ გაცილებით ადრე _ ცივი ომის დაწყებისთანავე.

1946 წელს ფენერის წინამძღოლად აირჩიეს პატრიარქი მაქსიმი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ხედავდა მესამე რომის საფუძველს. ამის იმედს იძლეოდა საბჭოთა სახელმწიფოს დაახლოება რუსულ ეკლესიასთან განსაკუთრებით სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში, მაგრამ ამერიკაზე დამოკიდებულმა პოლიტიკოსებმა და მედიასაშუალებებმა დაიწყეს პატრიარქის “გაშავება” და ის ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხეს. 1946 წელს პატრიარქი მაქსიმი ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს. საბოლოოდ ამერიკული სპეცსამსახურების ძალისხმევით პატრიარქად დანიშნეს ეკუმენისტური საპატრიარქოს ამერიკელი არქიეპისკოპოსი აფინაგორი. პრეზიდენტ ტრუმენის განკარგულებით, აფინაგორი სტამბოლში აშშის სამხედროსაჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩაიყვანეს. სიმბოლურია, რომ თვითმფრინავის სახელი იყოწმინდა ძროხა”.

სხვათა შორის, ეკუმენისტური საპატრიარქო ბერძნული არქიეპისკოპიის კანონების დარღვევით დააარსა პატრიარქმა მელეთიამ, რომელიც, აგრეთვე, კოლექტიური დასავლეთის მიერ იყო დანიშნული. მელეთია შეიჭრა პირველად რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე და მხარი დაუჭირა “განახლებულ ეკლესიას”, როცა რუსული ეკლესია ღმერთთან მებრძოლების მიერ იდევნებოდა და ეს მელეთია იყო “მართლმადიდებელი ეკუმენიზმის” დამფუძნებელი. მელეთიას სულიერი შვილი და მისი მარჯვენა ხელი ეკუმენიზმის განვითარების საქმეში _ პატრიარქი აფინაგორი იყო ეკლესიების მსოფლიო საბჭოს დამფუძნებელი, სწორედ მან შეიმუშავა აღმოსავლეთ პაპიზმისღვთისმეტყველური დასაბუთება”. აფინაგორის დიდი ძალისხმევის შედეგად ათონიდან გააძევეს რუსი ბერები, როცა მოსკოვის პატრიარქმა ალექსეი II- 1957 წელს მას მიმართა თხოვნით, 10 ბერი მაინც მიეღო პანტელეიმონის მონასტერში, მისი წერილი აფინაგორმა სტამბოლში აშშის გენერალურ კონსულს გადასცა. კონსულმა კი ეს წერილი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა შეკითხვით: “როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე?”. კონსულს თვითონ აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფოსტერ დალესმა (ალენ დალესის ძმამ _ ..) უპასუხა ტელეგრამით, რომ დადებითი პასუხი ალექსეი II-ის წერილზე არ შეესაბამება დასავლეთის ინტერესებს რეგიონში.

აფინაგორი ჯერ კიდევ ამერიკის ეპისკოპოსი იყო, როცა არწმუნებდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს: “მე მემორჩილება 3 ეპისკოპოსი, 300 მღვდელი, დიდი ორგანიზაცია. თითოეული პირი, რომლებიც მე მემორჩილებიან, ჩათვალეთ, რომ თქვენ დაგექვემდებარებიან. შეგიძლიათ ისინი ნებისმიერი საქმიანობისთვის გამოიყენოთ, არანაირ კითხვას არ დაგისვამენ, ისე შეასრულებენ თქვენს ბრძანებებს”.

აფინაგორის ლოცვა-კურთხევით, 1966 წელს აშშ-ში დაფუძნდა რელიგიური ორდენი “ეკუმენისტური საპატრიარქოს არქონტები”. სწორედ ამ ორდენის პრემიის ლაურეატობა მოიპოვა შარშან ეპიფანე დუმენკომ. “აფინაგორის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მას ნიუ-იორკში გადასცეს. მსოფლიო საპატრიარქოს საეკლესიო და კანონიკური პრეროგატივების დაცვისთვის”. ჯილდო მას გადასცა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რაფინირებულმა წარმომადგენელმა ეპიდიფორმა (სურათზე: ტრიბუნიდან მარცხნივ პირველი), რომელმაც გამოხატა “განსაკუთრებული კმაყოფილება”, რომ “აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ჩვენს სულიერ მამას, ეკუმენისტ პატრიარქ ბართოლომეოსსა და ჩვენს სულიერ ცენტრს”.

ვისთვისაა განკუთვნილი “კიევის საპატრიარქოს” ეპისკოპოსის წერილი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის (ბაიდენისა და სოროსის) განკარგულებების შემსრულებლად ჩამოყალიბდა, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში მოულოდნელად მისულმა იგორ კოლომოისკიმ მას ბოლო შანსი მისცა, გონს მოსულიყო და დაფიქრებულიყო, რატომ ჩასვეს უკრაინის პრეზიდენტის სავარძელში, სხვაგვარად ომი დაიწყება და, როგორც ჩანს, კოლომოისკის მოკავშირეობას ფილარეტი (დენისენკო) სთავაზობს.

fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here