Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს: ბირთვულ იარაღს არაბირთვული დარტყმის საპასუხოდაც გამოვიყენებთ

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს: ბირთვულ იარაღს არაბირთვული დარტყმის საპასუხოდაც გამოვიყენებთ

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს: ბირთვულ იარაღს არაბირთვული დარტყმის საპასუხოდაც გამოვიყენებთ

3 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი საფუძვლები ატომური შეკავების სფეროში, რომელიც მას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ჩვეულებრივი იარაღით დარტყმის საპასუხოდ, თუ ეს დარტყმა მიმართული იქნება ქვეყნის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ინფრასტრუქტურისკენ.

დოკუმენტში არაბირთვული დარტყმისთვის რუსული ბირთვული იარაღის გამოყენებით შურისძიების შეტანით, როგორც ჩანს, რუსეთი აშშ-ს გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის. ახალი ფორმულირება გამოხატავს რუსეთის შეშფოთებას პოტენციური იარაღის შექმნის გამო, რომელიც ვაშინგტონს მისცემს შესაძლებლობას, გაანადგუროს რუსეთის საკვანძო სამხედრო რესურსები და სამთავრობო ობიექტები ბირთვული იარაღის გამოუყენებლად.

რუსეთის სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, ახალი დოკუმენტით დამტკიცებულია, რომ ქვეყანას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც “დაემუქრება სახელმწიფოს არსებობას”.

ამჟამინდელ დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი ვითარებები, რომელთა შემთხვევაშიც რუსეთს შეეძლება ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ რუსეთს ან მის მოკავშირეებს თავს დაესხმებიან.

2019 წელს მოსკოვი და ვაშინგტონი გავიდნენ საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებიდან. რუსეთსა და აშშ-ს შორის ერთადერთი შეთანხმება ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ არის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება, რომელსაც 2010 წელს მოაწერეს ხელი და რომელსაც ვადა 2021 წელს ეწურება. რუსეთს სურს შეთანხმების ვადის გაგრძელება, აშშ კი გამოდის ინიციატივით, გაფორმდეს ახალი შეთანხმება, რომელშიც, აშშ-ისა და რუსეთის გარდა, ჩინეთიც იქნება ჩართული.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here