უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის პირობების მიუღებლობაზე ალაპარაკდნენ. პოლიტოლოგმა, ეკონომისტმა ალექსანდრე დუდჩიკმა რადიო Sputnik–ის ეთერში გამოთქვა თვალსაზრისი, რომ კიევის მცდელობა, დაიწყოს ახალი მოლაპარაკებები, უკვე დაგვიანებულია.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი საკრედიტო პროგრამის პირობები უკრაინისთვის მიუღებელია”, _ განაცხადა უზენაესი რადას ფრაქცია “ხალხის მასების” ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ტელეარხ “უკრაინა-24”-ის ეთერში. მისი თქმით, პროგრამა Stand-by-ის მიხედვით, პირველ ტრანშს უკრაინა რამდენიმე დღეში მიიღებს, პროგრამის დეტალები კი მიუღებელია უკრაინელი ხალხისა და პარლამენტისთვის, თანაც, ფრაქციის ხელმძღვანელის აზრით, კომპრომისის მიღწევის ალბათობა ძალიან მცირეა.
პოლიტოლოგმა, ეკონომისტმა ალექსანდრე დუდჩაკმა რადიო Sputnik-ის ეთერში არახამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებისას შეთანხმების შესაძლებლობა უმნიშვნელოა.
“და ამაზე ახლა რატომ ალაპარაკდა? რამდენი იკამათეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ ახალ პროგრამაზე. ამისთვის სასწრაფოდ მიიღეს კანონები და ვარაუდობდნენ, რომ ეს აუცილებელია… ახლა რაღას ლაპარაკობს? თავი წარმოაჩინა არაკომპეტენტურ ადამიანად, რომელმაც არ იცის, როდის და როგორ გამოთქვას შენიშვნები. ახლა, რა თქმა უნდა, გვიანაა. ისინი უარსაც ვეღარ იტყვიან _ უბრალოდ, არ აქვთ ასეთი შესაძლებლობა, არ აქვთ სათადარიგო ვარიანტები, მოქმედების გეგმა, რომელიც გამოიყვანდა უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასტიკი დამოკიდებულებიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას ძალიან მკაცრად მართავს, სადავეც მოკლეა. ასე რომ, ღავღავი ადრე უნდა დაეწყოთ”, _ განაცხადა ალექსანედრე დუდჩაკმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოლაპარაკებების საფუძველზე აპირებს უკრაინისთვის წელიწად-ნახევრის განმავლობაში კრედიტების გამოყოფას კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად. უკრაინის ფინანსთა სამინისტრო მოლაპარაკებების დასრულებას ივნისის დასაწყისში გეგმავდა, მაგრამ კრედიტის ფორმატზე ჯერ კიდევ მსჯელობენ. უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო 10 ივნისამდე მიიღებს გადაწყვეტილებას პროგრამა Stand-by-ს მიხედვით კიევისთვის 5 მლრდ დოლარის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. უკრაინის პარლამენტმა 13 მაისს რიგარეშე სხდომაზე მიიღო კანონი ბანკების რეგულირების შესახებ. ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი პირობა კიევთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
radiosputnik.ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ