Home რუბრიკები პოლიტიკა 10 კითხვა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით

10 კითხვა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით

ლუგარის ლაბორატორია

მსოფლიო პანდემიის ფონზე, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, სენსაციებიც ბევრია, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, ბილ გეითსის მიერ მასობრივი სასიკვდილო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და .. ამიტომ, აუცილებელია გავერკვეთ რა ხდება მსოფლიოში, ვირუსებთან და ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით. ქართული საზოგადოებისთვის კი ალბათ ყველაზე მეტად საინტერესო იქნება იმის გარკვევა, რა ხდება აქ, მაგალითად, თბილისთან ახლოს მდებარე “ლუგარისლაბორატორიაში, რომლის გარშემოც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვებია, და ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ვრცელი სტატია მიუძღვნათ ლუგარის ცენტრს. კერძოდ, იმ კითხვების ერთობლიობის სახით, რომელიც ყველაზე მეტადაა აქტუალური:   პირველი კითხვარა მიზნით და ვისი კურირებით აშენდა ლუგარის ლაბორატორია?

რამდენიმე კვირის წინ ამირან გამყრელიძემ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავსირებით, რომლის მიხედვითაც, ლუგარის ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ლაბორატორია, ის არის ნაწილი ქვეყნის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემისა, სადაც შედის 22 ლაბორატორია, სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა ზომის. 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. უფრო საინტერესოა ისტორია, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენების ინიციატივით დაიგეგმა ლაბორატორიის მშენებლობა, ვითომდა რეგიონის ბიო უსაფრთხოებისთვის, რაზეც აშშ-მ 350 მილიონი დოლარი გამოყო.

10 კითხვა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით

ნუთუ მართლა კეთილშობილური მიზები ამოძრავებს აშშ-ს და გვიშენებს უმაღლესი სტანდარტების ლაბორატორიას? ხარჯავს დიდ ფულად რესურსს, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყავს სპეციალისტები და ასე, “უანგაროდ”  ზრუნავს ქართველი ხალხის ჯანმრთელობაზე? ალბათ არც ისე გულუბრყვილოები ვართ, რომ მსგავსი სისულელე დავიჯეროთ. სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიო არაა ასეთი გულუხვი და მსგავს კეთილშობილურ “საჩუქრებს” არავინ არ აკეთებს. ხოლო ლუგარის მსგავსი ლაბორქტორიები, სადაც ინახება ძალიან სახიფათო პათოგენები და ვურისები, თავად აშშ-ს ტერიტორიაზე უსაფრთხოევიდან გამომდინარე არ შენდება, რადგან დიდია ვირუსის გაჟონვის რისკი. ასევე, სხვა მიზეზებიც არის, რაზეც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.

ვისი კურირებით და სურვილით აშენდა ლაბორატორია ალბათ მისახვედრია, მაგრამ გაუგებარია, რეალურად რისთვის აშენდა და რა მიზნით?  გადავიდეთ  შემდეგ კითხვაზე.

კითხვა მეორეტარდება თუ არა საეჭვო ექსპერიმენტული ცდები ლუაგრში?

არსებობს უამრავი ვერსიები, რომ ლუგარში ტარდება ექსპერიმენტები, რომლის შესახებაც საზოგადოებას ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს. მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც დიდიხანია აკვირდება და იკვლევს მსგავს ლაბორატორიებს, აცხადებს, ციტატა მისი ინტერვიუდან: “ეს ყველაფერი ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლის მიზნით კეთდება. აშშ-ს არ აქვს უფლება, განაგრძოს სახიფათო ბიოაგენტების (ნივთიერებების) კვლევა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია საკანონმდებლო ქარტიაა, რომელიც კრძალავს ბიოლოგიურ იარაღს, მის გამოყენებას და ცდების ჩატარებას ადამიანებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ჯილეხს, ციმბირის წყლულს, შავ ჭირს და ე.წ. ღორის გრიპს. და თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება”- აცხადებს ჯეფრი სილვერმანი.

10 კითხვა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით

მესამე კითხვარეალურად ვინ აკონტროლებს ლუგარს?  

როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი ლაბორატორია არსებობს და მის გარშემო ამდენი პასუხგაუცემელი კითხვებია, ბუნებრივია უნდა ვიცოდეთ ვის საკუთრებაშია ის და რეალურად ვინ კურირებს მას? ვინ არის პასუხისმგებელი ლაბორატორიის ფუნქციონირებაზე და მისგან გამომდინარე შესაძლო საფრთხეებზე?

ზემოთ უკვე მოვიყვანეთ ციტატა ამირან გამყრელიძის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც, ლუგარის ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ საკითხავი ის არის, მართლაც კურირებს სამინისტრო თუ ეს უბრალოდ ფორმალობაა? ხოლო რეალური კურატორი აშშ-ს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაა? ალბათ ეს უფრო ახლოს არის სიმართლესთან და ამის ფაქტებიც საკმარისზე მეტია. აი ისიც, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ციტატა: “ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე”. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ  რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა გააჟღეროს საკუთარი პოზიცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მისი კრიტიკის შემთხვევაში, მომენტალურად აშშ-ს საელჩოს განცხადება ლაბორატორიის მცველად გევლინება. კიდევ უამრავი ფაქტია, რომლის მიხედვითაც, ზუსტად აშშ-ა ლაბორატორიის რეალური მმართველი, მაგრამ ყველაზე ურყევი ფაქტი 350 მილიონიანი ამერიკული ინვესტიციაა.

აქედან გამომდინარე, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ვაშინგტონი დიდი ალბათობით ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით საქართველოში ატარებს საიდუმლო და სახიფათო ექსპერიმენტებს, ხოლო პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.

კითხვა მეოთხერამდენად უსაფრთხოა ლუგარის არსებობაალექსეევკისდასახლებისთვის, რომლის გვერძეც მდებარეობს ლაბორატორია?

გარდა იმისა, რომ არსებობს ვარაუდები და არაპირდაპირი ფაქტები, რომლის მიხედვითაც დასახლებულ პუნქტთან ლუგარის ლაბორატორიის არსებობა სახიფათოა და ზიანის მომტანია მოსახლეობისთვის, ამის დამადასტურებელი პირდაპირი ფაქტები საკმარისზე მეტია. ამასთან დაკავშირებით “პატრიოტი ტვ”-ზე ჯერ კიდევ 2018 წელს გავიდა ვრცელი სიუჟეტი, რომლის ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა. ცნობისთვის, სიუჟეტი გარდა “იუთუბისა”, ასევე, სხვა საიტებზეც დაიდო, მათ შორის “ფეისბუკზე” და საერთო ნახვის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება მართლაც დაინტერესებულია, თუ რა ხდება ლუგარის გარშემო.

მეხუთე კითხვააღნიშნული ლაბორატორია 10 წელია არსებობს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან ბიოლაბორატორიის სფეროში, არც ერთხელ საფუძვლიანად არ შეუმოწმებიათ ლუგარი. რა არის ამის მიზეზი?

ეს ალბათ ყველაზე ლოგიკური კითხვაა. მსგავს ლაბორატორიების ფუნქციონირება მსოფლიოში უმკაცრესად კონტროლდება, მაგრამ რატომღაც ლუგარის ცენტრის შემთხვევაში საფუძვლიანი ინსპექტირება არ ტარდება. ალბათ ლაბორატორიის ხელმძღვანელობას კარგად ესმით, რომ აუცილებელია მსოფლიო დონის ორგანიზაციების მოწვევა და ლაბორატორიის საფუძვლიანი შემოწმება, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და იმედია ასეც იქნება.

მეექვსე კითხვა – რამდენად უსაფრთხოა ლუგარის ცენტრის შენობა და რატომ აშენდა ის აეროპორტთან ახლოს?

ამ კითხვასთან დაკავშირებით ისევ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეფრი სილვერმანის ციტატა იქნება საინტერესო, ის ამბობს: “ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოსაა. ვირუსების გადატანას სხვადასხვა ობიექტზე იქიდან, დიდი დრო არ დასჭირდება…”, ასევე, შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ის ამბობს: “შენობა რამდენიმეჯერ გადააკეთეს. კომპანია “ბეჩტელ ნეიშენალი”, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, რომელიც შეეცადა, გაეზარდა მოგება. ქვეკონტრაქტორად დაიქირავა თურქული კომპანია, რათა სამუშაო მასალების ეკონომია გაეკეთებინა. თურქებმა კი ძალიან უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამით ყველამ დიდძალი ფული იშოვა…”

კითხვა მეშვიდერამდენად კომპეტენტურია ლუგარის ხელმძღვანელობა და უნდა შეიცვალოს თუ არა ის?

როგორც ცნობილია ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძეა, რომელიც არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა. საზოგადოებას კარგად ახსოვს, პანდემიის პიკის დროს მისი პროგნოზი, ციტატა: “იტალია განმეორდება! ვეღარ დავითვლით კუბოებს! ეს გინდათ?!”. მის კომპეტენციასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტიც საკმარისია, ცოტა ხნის წინ ის აცხადებდა, რომ საჭირო მასობრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე მისი თქმით, შემოდგოდან პანდემიის მეორე ძლიერი ტალღა იქნება. ისმის კითხვა, მსოფლიო დონის მეცნიერებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ რა ვირუსთან გვაქვს საქმე, არ გამოსულა პრეპარატი, არავიც იცის სადამდე გაგრძელდება ან როდის დასრულდება ეს ყველაფერი, და ამ დროს პაატა იმნაძე მოგვიწოდებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისაკენ პარალელურად აკეთებს პროგნოზებს და წინასწარ ქმნის მოლოდინებს. ხოლო უფრო საინტერესო ის არის, რომ მისი განცხადების შემდეგ, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას არ ელოდება ანუ ორი წამყვანი ექიმი ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებას აკეთებს.

ლუგარის ლაბორატორია

ასევე, ცოტა ხნის წინ საინტერესო ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში –  ლუგარის ხელმძღვანელობის საერთო ფოტო, ლაბორატორიის ეზოში ხის ნერგების დარგვის შემდეგ, სადაც არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და სხვა ექიმები, დისტანციის დაცვისა და პირბადეების გარეშე. ამ ფოტოს, გამოხმაურება მოყვა და ლოგიკური კითხვებიც გაუჩნდა ხალხს, რომ თავად ექიმები რატომ არ იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მოსახლეობისგან ითხოვენ? ეს კითხვაც მათ არაკომპეტენტურობას უკავშირდება…

მერვე კითხვარა ზეგავლენა აქვს ლუგარზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და რა კავშირი აქვს აღნიშნულ ლაბორატორიას, რეგიონში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან, რომლებიც, ასევე ამერიკელებმა ააშენეს?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომლის რეკომენდაციითაც მოქმედებს  ლუგარის ლაბორატორია, სულ ცოტა ხნის წინ კრიტიკის ქვეშ მოექცა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ ატარებს საჭირო რეფორმებს, და ის არაკომპეტენტურია, რის გამოც აშშ “ჯანმო”-სთან ურთიერთობას გაწყვეტს. საქართველო კი აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება და საინტეერსოა, როგორ გააგრძელებს ურთიერთობას ლუგარის ცენტრი “ჯანმო”-სთან ტრამპის განცხადების შემდეგ? ვისი რეკომენდაციებით იხელმძღვანელებს ლუგარი მომავალში, მითუმეტეს პანდემიის ფონზე, და იქნება თუ არა ცენტრი მასობრივი ვაქცინაციის ლობისტი? რაზეც ბევრი საუბრობს და ხიფათს ხედავს?

გარდა იმისა, რომ ამერიკელები ლუგარის ცენტრის საშუალებით საქართველოში აკონტროლებენ 22 ლაბორატორიას, ასევე, აშშ-მ მსგავსი ლაბორატორიები ააშენა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. ანუ ვაშინგტონს რეგიონში ბიოლაბორატორიების ქსელი აქვს, რომელიც დიდი ალბათობით ფუნქციონირებს, როგორც ერთი სისტემა და ტარდება საიდუმლო ექსპერიმენტები, რომელიც თავად აშშ-ში აკრძალულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ყირგიზულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სიუჟეტი, სადაც სომეხი ექსპერტები ამხელენ აშშ-ს ბიოლაბორატორიების ქსელს, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საიდუმლო ექსპერიმენტებისთვის აშენდა, რაც ხიფათს უქმნის რეგიონის ბიოუსაფრთხოებას. იხილეთ ვიდეო:

მეცხრე კითხვაჩართულია თუ არა ლუგარის ლაბორატორია ბილ გეითსის ვაქცინაციის პროგრამაში?

ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელიც წინა კითხვიდან გამომდინარეობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, როგორც ცნობილია პირდაპირ უკავშირდება ბილ გეითსის ფონდს, რომელიც დაკავებულია გაურკვეველი მასობრივი ვაქცინაციით. ცნობისთვის, ბილ გეითსს არაერთხელ პირდაპირ ტელევიზიით განუცხადებია, რომ იმის გამო, რომ მსოფლიო მოსახლეობა კრიტიკულად არის გაზრდილი, საჭიროა ადამიანის პოპულაციის შემცირება და ამაში უნდა გამოიყენებოდეს მასობრივი ვაქცინაცია. ლუგარის ცენტრი კი პირდაპირ არის დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ბილ გეითსის ფონდთან, რომლის ნებას აჟღერებს ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და საზოგადოებას მოუწოდებს მასობრივი ვაქცინაციისკენ. ვაქცინაცია კი რას შეიცავს არავინ იცის და არსად არ მოწმდება. ფაქტიურად ყველაფერი გასაგებია…

და ბოლოს, მეათე კითხვარა არის იმისათვის საჭირო, რომ ლუგარი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ფაქტიურად გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ?

როდესაც საზოგადოება გაერკვევა რასთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ აუცილებელია, რომ დადგეს საკითხი: რაც შეიძლება მოკლე ვადებში ლუგარის ცენტრი საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდეს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პანდემიასთან ბრძოლასა და საერთოდ ცენტრის ფუნქციონირების ნორმალიზებასთან. ის უნდა ემსახურებოდეს ქართულ ინტერესებს და არ უნდა იყოს აშშ-ს დაქვემდებარებული საექსპერიმენტო ობიექტი, რომელიც სახიფათოა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოებისთვის

იმედია საზოგადოებაში დასმულ კითხვებს პასუხი გაეცემა და შესაბამისი რეაგირება მოყვება საქართველოს მთავრობისგან, რომელიც მოსახლეობის ინტერესების დამცველი და უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.

სტატიის ავტორი გიორგი ირემაძესაინფორმაციო სააგენტოპატრიოტისმთავარი რედაქტორი

http://patrioti-tv.ge/

1 COMMENT

  1. მადლობა სტატიის ავტორს. დროული და აქტუალურია.

    თითქმის ყველა ამ კითხვაზე გაცემულია პასუხი [ქართული რეალობის გამოკლებით] შვედი მწერლის, Henning Mankel -ის მოთხრობაში ‘Kennedy Brain’ [ინგლისურ ენაზე].

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here