მკითხველისთვის ცნობილია, რომ ვაზს მივუძღვენი არაერთი ლექსი, 850 წლის რუსთაველს კი _ 850-სტრიქონიანი პოემა მისთვის საკადრისი რითმითა და მარცვლით. პოემა წიგნად დაიბეჭდა სათაურით “ვაზის და 850 წლის რუსთაველის საუბარი”. მან დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. უმორჩილესად ვთხოვ ქველმოქმედებს, გამიწიონ დახმარება წიგნის განმეორებით გამოცემაში, რომლის მთლიანი ტირაჟი გავრცელდება უფასოდ. რუსთაველისადმი მიძღვნილი პოემიდან საილუსტრაციოდ გთავაზობთ რამდენიმე სტროფს, სადაც არა მარტო ვეშაირები, არამედ თვითონაც მეშაირება უკვდავი მგოსანი.
გულმა რომ ლაღად ამოთქვა ვაზის გასხვლისას სიტყვები,
და არა მქონდა ფანქარი, გუშინწინდელსა გიყვები,
კალმად ავიღე წალამი, ფურცლად კი მიწა-მკლავები,
და სტრიქონები ავაწყე, რასაც მე ახლა მოვყვები.
ღმერთო, ღმერთო, გევედრები სიბოროტე ყველას სძულდეს,
ავსა სისხლი დაეწმინდოს, რომ სიავე დაუსრულდეს,
ქველსა დარდი შენ მოაკელ, მას სიცოცხლე გაუგრძელდეს,
კაცსა კაი რაცა სურდეს, საწადელი აუსრულდეს.
მევენახე რთველში იხმობს მოხალისეს გონიერსა,
ბავშვსა, მოზარდს, ახალგაზრდას, ხელმარჯვეს და მშვენიერსა,
ვაზის ძირში ღმერთსა ლოცავს, მას მერე კი ღონიერსა,
ვიცი, მიხვდით, რომ ვგულისხმობ საქართველოს განიერსა.
ვით ნორჩი ყლორტი ვაზისა ჩაეჭიდება მავთულსა,
ერი მისებრად ეკვრება “ვეფხისტყაოსანს” ჩაწნულსა,
მტერიც რომ ამას აკეთებს და აღიარებს ამ წნულსა,
ცოცხლად მიტომაც გიცქერით დღესაც ფიქრებში გართულსა.
ბევრი ვიფიქრე, რუსთველო, სიკეთით, არა ჯავრითა,
უკვდავად როგორ იქეცი სახელოვანი გვარითა?
ვხსენი და ვენახს ამოვხსენ რიგებში ვაზთა ჯარითა,
დალოცვილი ხარ ღვთისაგან ნინოს ვაზისა ჯვარითა.
კვალსა გონებით გავყევი, მადლობელი ვარ თავისა,
ვარსკვლავმაგვარი ძმაც ვპოვე, შენი და არა სხვაისა,
თან გამოვნახე ამინდი საუკეთესი თესვისა,
ძმადნაფიცი ხარ ვაზისა დაუჭკნობელი ფესვისა.
ამას მერე მეტადა მსურს, ვეშაირო რუსთაველსა,
კაცსა ბრძენსა, გულით ქველსა, პოეზიის წარმმართველსა,
სულით ტკბილსა, ხელით თბილსა, სიცოცხლით კი საკვირველსა,
ვეტრფიალო მის აზრებსა, ვაზებსა და ხვალის რთველსა.
ვაზი გამძლე ვარ გვალვისა, ეს ჩემი ფესვის არსია,
როგორც ვენახი კაცისთვის ცხოვრების შინაარსია,
ამაყად დავძენ, ნაღდია, აქ არაფერი ფარსია,
ვაზის და ღვინის ქვეყანა კვლავ აყვავების ღირსია.
გამიადვილდა ლაღობა ვაზებისა და რთველისა,
ერისა უძლეველისა, ტურფად, ნატიფად მრთველისა,
ქველისა უშურველისა, კაცისა მუდამ მშველისა,
იმგვარ-მაგვარი რითმებით, რაცაა რუსთაველისა.
ჩემგან ნაქადი მცირეა ოქროს ქამრიან შოთასთვის,
ვამზევებ და არ დავმალავ, უფრორე მეტად ვაზისთვის,
მაგრამ რა ვუყო, ისწრაფვის გონება წიგნის წერისთვის,
დავბადებულვართ შრომისთვის, ოცი ათასი დღისათვის.
ღმერთმა ქნას, წუთისოფელი დავტოვოთ დალხინებული,
ძე და ასული ორთავე ათასად გამრავლებული,
ბაღ-ვენახები, ველები ბაღნარად დამშვენებული,
ხვალის თაობას გადავცეთ სამშობლო გამარჯვებული.
ჩვენი პატარა ქვეყნისთვის დღეს საარაკო ძნელია,
თუმცა არაკი ქართველებს შეეფერება გრძელია,
წინაპრებისა ამაგი საკვირველი და ქველია,
ჩვენი ნაღვაწი ჩვენს უკან შთამომავლისა მრთველია.
ანდერძადა ვწერ წადილსა, მოწმედა ზეცის თვალია,
მანათობელი ნაბიჯი მომავლისათვის კვალია,
ნატერფალი კი ნატიფი შთამომავლისთვის ვალია,
აქა ვამთავრებ თხრობასა, სიახლე გასაკვალია.
შოთა აგრძელებს შაირსა, სიცოცხლე მიფასდებოდა,
ღმერთიც მწყალობდა, თამარიც, გული მძლე ბადაგდებოდა,
სიბერემ ჯოხი მომგვარა, ბერიკაცს მეამებოდა,
ჩემად ბებრული გონება მოგონებებით ტკბებოდა.
თამაზ ქვლივიძე
ტელ. 599-10-43-18