Home რუბრიკები პოლიტიკა ჟორიკას “კლასტერი”

ჟორიკას “კლასტერი”

ჯაბა იოსელიანი და ჟორიკა რურუა

როდესაც წინამდებარე წერილის შექმნის განზრახვა ჩემს სიყრმის მეგობარს (წარსულში .. შავი სამყაროს ავტორიტეტს) გავანდე და აზრის გამოთქმა ვთხოვე, “ერთი მაგის ოხერი დედაც ვატირე, დაანებე თავი, შენ არ იცი, ეგ რა ნაძირალა, ყველაფერზე წამსვლელი კაცია, ფრთხილად იყავი, სადმეპავაროტში”, ავარიაში არ მოჰყვეო”, _ კრიმინალური ჟარგონით დამიმთავრა პასუხი ჩემმა მეგობარმა

“შიში, საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი არსებობს _ სიკვდილის შიში”… დიდი ჭაბუა ამირეჯიბის ჭეშმარიტად ნათქვამს გავბედავ და იმით შევავსებ, რომ სიკვდილისა ყველა ნორმალურ ადამიანს მეტ-ნაკლებად ეშინია. ეს მეტ-ნაკლებად ყველასთვის ინდივიდუალურია _ ჩემ შემთხვევაში ინდივიდუალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ოციოდე წლის წინათ 13 წლის ვაჟი წამგვარა უფალმა (შეუცნობელია გზანი უფლისა) და თუნდაც მხოლოდ ამიტომ ბევრზე ნაკლებად მეშინია მიქელ-გაბრიელის…

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩემი სიყრმის მეგობრის კეთილი რჩევა არ გავითვალისწინე, რომ იტყვიან, საცა ვიწროა, იქ გაწყდეს-მეთქი, _ გავიფიქრე და წერილის სათაურის შერჩევაზე დავიწყე გულდასმით ფიქრი, რადგან ამა თუ იმ წერილის შინაარსის შესაფერისი სათაურის მოძებნა ავტორის წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. ამ შემთხვევში ტვინის ჭყლეტა არ დამჭირვებია, მყისვე გამახსენდა ტერმინი, რომელმაც, აგერ უკვე 3 თვეა, რომ იტყვიან, ყური მოგვჭრა ქართველ საზოგადოებას. დავინტერესდი, სიტყვასიტყვით რას ნიშნავდა ეს ტერმინი და ყოვლისმცოდნე “გუგლს” მივმართე. და ჰოი, საკვირველებავ _ “კლასტერი” წარმოდგება სიტყვისგან ცლუსტერ, რაც ნიშნავს: “ერთნაირი ელემენტების დაჯგუფებას, თავმოყრა-დაგროვებას”, “კონას”, “თანავარსკვლავედს”.

და რა არის აქ საკვირველი? რა და, ტერმინის შინაარსი ზუსტად მიესადაგება ქვემოთ განსახილველ რეალობას _ აბა, შალიკოს ქარვასლასა თუ ფანჩატურში თავმოყრილ-დაგროვებული, შეკონილი ერთკაციანი პარტიები ხომ მართლაც მრავალგზის ხელმოცარული პოლიტიკოსების, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის “თანავარსკვლავედია”, რომელსაც ჩვენი “მეგობარი” დასავლეთი (წაიკითხე, აშშ) მთავარ ოპოზიციურ ძალას ეძახის, ხოლო ამ პარტიების ოდიოზურ სახეებს პოლიტპატიმრებს უწოდებს. ამ ოდიოზური სახეებიდან ორი, ხაზინის ქურდობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო მსჯავრდადებულები _ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი _ აშშ-ევროპის ბრძანებით გაათავისუფლეს, უკვე “სვაბოდაზე” არიან და ზარზეიმით დაუბრუნდნენ ნათელაშვილის ქარვასლაში დისლოცირებულ .. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლის რიგებს, დიდი ალბათობით, მოკლე ხანში შეუერთდება კიდევ ერთი პოლიტპატიმრად წოდებული, სინამდვილეში კი დაუნდობელი მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა დაჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა აკლდაო”, _ ქართული ანდაზაც ხორცს შეისხამს, რის შემდეგაც სრულიად ლეგიტიმურია, რომ .. გაერთიანებულ ოპოზიციასჟორიკას კლასტერივუწოდოთ

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით და კიდევ იმიტომ, რომ დასავლეთის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსმიცემულთა შორის ყველაზე ოდიოზური ფიგურა მაინც გიორგი (ჟორიკა) რურუაა, დავასათაურე წინამდებარე წერილი ასე _ “ჟორიკას კლასტერი”… ნათელაშვილის ქარვასლასა თუ ფანჩატურში კაცი არ აღმოჩნდა, რომელიც ზარ-ზეიმით არ შეგებებია უკვე “სვაბოდაზე” მყოფ “პოლიტპატიმრებს” და ახლა ულტიმატუმის ენით ითხოვენ კიდევ ერთი “პოლიტპატიმრის” ამნისტიას. ეს კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა, რომ შუბლის ძარღვგაწყვეტილ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციისთვის “ჟორიკას კლასტერი” მეწოდებინა და დღეიდან ამასვე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც. მორჩა!

აგერ უკვე ლამის 30 წელიწადია, “დამოუკიდებელი საქართველო” ნეოლიბერასტული დასავლეთის (ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი) დე ფაქტო მმართველობის ქვეშ არის; დასავლეთისა, რომელიც მისგანვე დაფინანსებული ქართული “ენ-ჯე-ოების” ხელით ფარულად თუ აშკარად ებრძვის ყოველივე ქართულ ტრადიციულ ღირებულება-ფასეულობებს, თუმცა რაღა ფარულად, ეს ნაძირალები უკვე დაუფარავად უტევენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას _ პანდემიის გამოყენებაც კი სცადეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ჩასაშლელად ლამის ეკლესიამონასტრების დახურვასაც მოითხოვდნენ სპეცრაზმის ძალით, აქაოდა, წირვალოცვის აღსრულება კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელებას გამოიწვევსო. , როგორ ნატრობდნენ ეს ნაძირალები კუბოების სიმრავლეს, რათა უკვე არსებულ კლასტერებს აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ეკლესიის კლასტერიც დამატებოდა, შემდეგ კი არასამთავრობო თუ სამთავრობო დოქსოპულოებს მორწმუნე მრევლისთვის ნიშნი მოეგოთ კინოფილმმონანიებიდანციტატის გამოყენებით:

დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი

“წავიდა ის დრო, როდესაც ხალხს ატყუებდით, ადამიანი ღმერთმა შექმნაო, განგებ გვიმალავდით, მაიმუნებისგან რომ ვართ წარმოშობილნი”, _ ესეც თქვენი ეკლესია, ღმერთი და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოო!

მაგრამ, უფლის ნებითა და ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს არ მოხდა…

საქართველოს დედაეკლესია მსოფლიოში არსებულ 15 მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიათა შორის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც სააღდგომო წირვა-ლოცვისა და ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლია, მაგრამ დოქსოპულო-ხლისტების სანატრელი ეკლესიის კლასტერის გაჩენა კი არა, სააღდგომო რიტუალების შემდეგ მორწმუნე მრევლს, ხატოვნად თუ ვიტყვით, ფრჩხილიც არ სტკენია.

იგივე ანტიეროვნული ძალები _ ნაცებთან ასოცირებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი და ტელევიზიები _ თავხედურად ითხოვდნენ “პოლიტპატიმრების” უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებას და ახლა იმავეს ითხოვენ სისხლიანი ჟორიკა რურუას მიმართაც, რაც შეწყალებით შეუძლებელია. ჟორიკა რურუა ჯერჯერობით ბრალდებულია და არა მსჯავრდადებული, მაგრამ რაღაცას (თუნდაც, გირაოს) მაინც მოიფიქრებს აშშისშნირი” (როგორც ბოლო წერილში ვუწოდე) “ქართული ოცნება”, რომელიც თავხედურად თვალებში ნაცარს გვაყრის ქართველ საზოგადოებას, როცა გვიცხადებს, რომ დასავლეთის მიერ ზემოხსენებული ხაზინის ქურდის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დადანაშაულებული პირისა და მანიაკი მკვლელისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება ჩვენისტრატეგიული მოკავშირეაშშევროპის ცალმხრივად ინფორმირებულობის ბრალია და, რომ ცალკეული ევროპარლამენტარისა თუ აშშის კონგრესმენსენატორის განცხადებები სულაც არ ნიშნავს აშშის პოლიტიკის გატარებას საქართველოში

ქოცებო! თუ საქმე ასე მარტივადაა, თუ მხოლოდ ნაცების მიერ დასავლეთისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაშია პრობლემა, ვინ დაგიშალათ, სიმართლე თქვენ მიაწოდეთ ამერიკელებს. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ საქართველოს აშშისშნირიხელისუფლებაოპოზიცია მართავდა და მართავს. ოღონდ ეგ არის, ბოლო წლების განმავლობაში აშშევროპანაცშნირებსუჭერს მხარს და არა ქოცშნირებს.

ნეტავ, რატომ? ქოცი იქნება თუ ნაცი, შინაარსობრივად “შნირი” ხომ “შნირია”?! დასავლეთის რეკომენდაციების (წაიკითხე ბრძანებების) მორჩილი შემსრულებელი ნაცი იქნება თუ ქოცი, ოკეანის გაღმა-გამოღმა ბატონებისთვის სულერთი არ უნდა იყოს?

მაგრამ, არა _ ამერიკა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში მყოფ ნაცებს მფარველობდა და მფარველობს. ეს რომ ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს შევახსენებ ქართველ საზოგადოებას:

2012 წლის არჩევნების შემდეგ ბევრმა სისხლის სამართლის დამნაშავე მაღალჩინოსანმა, ჟარგონით თუ ვიტყვით, “მოხია” საქართველოდან. მათ უმრავლესობას ვერ ან არ პოულობენ ქოცები და, ვინც იპოვეს, მათი უმრავლესობის საქართველოში ექსტრადიცია ვერ ხერხდება. .. მოხეულთა შორის იყო დიმიტრი შაშკინიც, რომლის პენიტენციური სამსახურის უფროსობის ჟამს ხდებოდა საქართველოს ციხეებში ის საშინელებები, რომელთა შესახებაც სრულიად საქართველომ იცის. ჰოდა, ქოცების მიერ ვითომ ძებნილი დიმიტრი შაშკინი რამდენიმე თვის განმავლობაში ნიუიორკის ერთერთი პრესტიჟული რაიონის ფეშენებელურ აპარტამენტებში არხეინად ცხოვრობდა, შემდეგ კი ასევე არხეინად დაბრუნდა საქართველოში, სადაც დღემდე, რომ იტყვიან, ბუზიც ვერავინ აუფრინა

ანალოგიურის თქმა გიგა ბოკერიაზეც შეიძლება _ ციხის სისხლიანი ბუნტის ავტორობას თავი რომ დავანებოთ, ცხონებულმა სულხან მოლაშვილმა პირდაპირ დაადო ხელი, _ პირადად გიგა ბოკერია მაწამებდაო, მაგრამ რად გინდა?! ქოცებმა არათუ პასუხი მოსთხოვეს უმწეო პატიმართა სისხლში მოსვრილ და სულხან მოლაშვილის მწამებელ ბოკერიას, არამედ ისე გაათავხედეს “ჟორიკას კლასტერის” მთავარი ფიგურა, რომ დემოკრატიის, სამართლიანი არჩევნების, ადამიანის უფლებების და ა.შ. მარადიული ღირებულებების შესახებ გვიკითხავს ლექციებს ნაცებთან ასოცირებული ტელევიზიების ეთერებიდან.

იმიტომ ხომ არ “კრიშავენ” ასე ჯიუტად ქართველი ხალხის სისხლსა და ცრემლში მოვასვასე ნაცშნირებს ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები”, რომ სააკაშვილის “ნაცმოძრაობის” ე.წ. ვარდების რევოლუცია ჯორჯ სოროსის (წაიკითხე აშშ) პროექტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხეს შევარდნაძის კორუფცირებული, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, ლეგიტიმური ხელისუფლება და ძალაუფლება ბავშვობიდან დაბოღმილმა სადისტმა მანიაკებმა იგდეს ხელთ, რომლებმაც, ვიმეორებ: საქართველოში სისხლისა და ცრემლის ტბები გააჩინეს და, როგორც “ვარდების რევოლუციის” ავტორები, ალბათ, გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობენ იანკები თავიანთი შეგირდების ნამოქმედარის გამო ქართველი ხალხის მიმართ და უფრო მეტიც, როგორც 9-წლიანი ვაების თანამონაწილეებს, იქნებ ეშინიათ კიდეც, რომ საქართველოში “შნირების” ხელისუფლება კაცების ხელისუფლებამ არ შეცვალოს, რომელიც, მართალია, ძალით ვერაფერს გააწყობს მსოფლიო ჟანდარმთან, მაგრამ 30 წლის განმავლობაში მათი მდუმარე თანხმობით ტერიტრიების დაკარგვისა და ქართველი ერის ზნეობრივი გარყვნისთვის პატარა საქართველოს დიდი ამერიკის დასჯა თუ არა, მისი მტკივნეული პწკენა მაინც შეუძლია, თუ საქართველო საგარეო პოლიტიკის ვექტორს ერთმორწმუნე რუსეთის მიმართულებით შეცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ კავკასიიდან “აახვევს”. ეს კი იმის საწინდარი შეიძლება შეიქნეს, რომ რუსეთთან ძველი ძმური (რასაც ჩვენი პატრიარქი გვიქადაგებს) ურთიერთობები აღდგება, ეს კი სოხუმ-ცხინვალთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების შანსია. დიახ, სოხუმსა და ცხინვალთან ნორმალური ურთიერთობა ახალი რეალიების გათვალისწინებით შესაძლებლის მაქსიმუმია დღესდღეისობით.

ჩემდა უნებურად, იმდენი კითხვა-პასუხი დაგროვდა წინამდებარე წერილში, რომ საკუთარ თავს აღარ ვჩივი, მგონი, მკითხველიც დავაბნიე, ამიტომ დღევანდელ “ავ მუსაიფს” აქ დავუსვამ წერტილს.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ბ–ნო დავით, ერთერთ შეკრებაზე მე მოვედი თქვენთან და როგორც თანამოაზრემ მაგრად ჩამოგართვით ხელი. ახლა უკვე დისტანციურად გიწვდით ხელს დიდებულო ქართველო და პატრიოტო ადამიანო. ღმერთი იყოს თქვენსკენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here