Home რუბრიკები პოლიტიკა “შნირი” ქოც-ნაცები

“შნირი” ქოც-ნაცები

“შნირობა” მუდმივი სულიერი მდგომარეობაა, მონობა _ დროებითი ფიზიკური

“შნირი” ქოც-ნაცები

უეჭველია, გახსოვთ გოგლა ლეონიძისნატვრის ხისპერსონაჟ იორამის შეძახილი: “მშიერმუცელა მონებოოო!”, შეძახილი, რომლის ალეგორიული ადრესატი (თუ ასე თქმა შეიძლება) ციციკორეების მიერ დამონებული ქართველი საზოგადოების უმრავლესი ნაწილი იყო; საზოგადოების, რომელიც მშვიდად უყურებდა და უყურებს საქართველოს (მარიტაში, ასევე ალეგორიულად, შეიძლება საქართველო ვიგულისხმოთ) ღირსების შელახვის პროცესს.

წერილის სათაურში გამოყენებული სიტყვა “შნირი” კი, კრიმინალური ჟარგონით, ე.წ. შავი სამყაროს ავტორიტეტების მომსახურე (დამლაგებელი, მრეცხავი და ა.შ.) პერსონალს, ანუ კრიმინალურ იერარქიაში უმდაბლეს “თანამდებობას”, ტოტალურ უუფლებობას ნიშნავს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ “შნირობაზე” უფრო “საპატიო” მონობაა, რადგან “შნირობა” თუ უღირსი, მშიშარა კაცის ნებაყოფლობითი არჩევანია, ადამიანის დამონება, როგორც წესი, ძალმომრეობით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მონას რაღაც ღირსება მაინც შეიძლება ჰქონდეს და, თუ ამ “რაღაცას” ვინმე უთავკაცებს, მონათა აჯანყებაც (თუნდაც სპარტაკის ჯანყია ამის მაგალითი) გარდაუვალია.

აი, რაც შეხება წერილის სათაურში ქოცებისა და ნაცების ერთად მოხსენიებას, მკითხველს იმის შეხსენება არ სჭირდება, რომ ისინი ერთი ლიბერასტული ხის ორი განშტოებაა და, აქედან გამომდინარე, მათი ხელისუფლება-ოპოზიციონერობაც უნიჭოდ დადგმული, გულისამრევი კლოუნადაა, რომელსაც, აგერ უკვე 9 წელიწადია, ქართველი საზოგადოება უყურებს.

წინამდებარე წერილის მთავარი რეზიუმე არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ქოც-ნაცების კოაბიტაციური ძმობით შედუღაბებული ხელისუფლება _ ერთს ქვეყნის მმართველი ქოცების ნიღაბი აუფარებია, მეორეს _ პროდასავლური მთავარი ოპოზიციური ძალის ხალათი წამოუსხამს, მაგრამ ღმერთმა და ქართველმა ხალხმა ხომ კარგად ვიცით, რომ არც ერთია ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი და არც მეორე, ორივენი ბედკრული საქართველოს დე ფაქტო მმართველის, ლიბერასტი აშშ-ევროპის “შნირები” არიან. მიმიხვდით უიარაღოს “მამლუქის” ტრაგიკული ფინალის პერიფრაზს, ჩემო მკითხველო?

ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ეს მერამდენე დღეა, მეც, თქვენი მონა-მორჩილი, რბილად რომ ვთქვათ, გაოგნებული ვარ საქართველოს ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომლის ძალითაც ხაზინის ქურდი, 48 მილიონის შემჭმელი გიგი უგულავა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის უმძიმესი ბრალდების გამო მსჯავრდებული ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და ახლა ისინიც და .. გაერთიანებული ოპოზიციის ოდიოზური სახეებიც, ხატოვნად თუ ვიტყვით, ტელეეკრანებიდან ნიშნის მოგებით გვემანჭებგვეჭყანებიან შეურაცხყოფილ, სულში ჩაფურთხებულ ქართველ საზოგადოებას.

თუმცა მაგათ მანჭვა-გრეხაზე არანაკლებ ამაზრზენი, გულის ამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტზე თანდართული კომენტარები, გნებავთ, ახსნა-განმარტებები. ქალბატონი პრეზიდენტისგან ბევრი სულელური სიტყვა მოგვისმენია, მაგრამ ასეთი?

თურმე იგი პოლიტპატიმრებს კი არა (ასეთები საქართველოს არ ჰყავსო) სისხლის სამართლის დამნაშავეებს იწყალებს, _ აქაოდა, პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს მათმა პატიმრობამო (პოლიტიკურ დესტაბილიზაციას პირის პოლიტიკური ნიშნით, უსამართლოდ დაპატიმრება იწვევს, თუ უგულავა და ოქრუაშვილი დესტაბილიზაციის შიში გამოუშვი ციხიდან, მაშ როგორ არ გვყოლია პოლიტიკური პატიმრები, თანაც, უსამართლოდ დატყვევებულები?). რომელ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკობს ქალბატონი სალომე, რომ იტყვიან, ტარანი თვლით არ არის?! საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ვითომ ლამის 1 მილიონი ხმა რომ მიიღო და მეორე დღეს ფილარმონიის დარბაზიც რომ ვერ გაავსო, ამას რა ჰქვია, თუ არა ის, რომ ქოცნაცშნირებსოკეანის გაღმაგამოღმიდან (აშშევროპიდან) უბრძანეს, გნებავთ _ უკარნახეს, აშკარად გაყალბებული არჩევნების შედეგებთან შეგუება.

ქუჩის აქციები? რა აღარ იკადრეს ნაც-შნირებმა, შვილმკდარი მამებით დაწყებული, ნარკომან-პროსტიტუტების გამოყვანით გაგრძელებული და ე.წ. გავრილოვის ღამით დამთავრებული. აქციები, რომლებსაც აქტიურად, დაუფარავი მიკერძოებით, 24-საათიან რეჟიმში პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ნაცების ტელევიზიები, მაგრამ ამ აქციების პიკზეც კი 2-3 ათასზე მეტი მხარდამჭერი ვერ გამოჰყავდათ რუსთაველზე და ახლა გიგი უგულავასა თუ ირაკლი ოქრუაშვილის გამო იხუვლებს ხალხი და დაამხობს ქოცების ხელისუფლებას?

ვანო მერაბიშვილის “ორი გვამი მინდა” გამახსენა ამ ამბავმა და აჰა, 2 პოლიტიკური “გვამი” ხომ მიიღო ქარვასლის ოპოზიციამ უგულავა-ოქრუაშვილის სახით?! ეგ არის და ეგ, თორემ ელექტორატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი წონა “ნოლ სჩემტო პროცენტს” არ აღემატება, ისევე, როგორც გაერთიანებული ოპოზიციისა. ეს ტელეეკრანებიდან გვეკეკლუცებიან გაერთიანებული ოპოზიციის ოდიოზური ფიგურები, თორემ ზემოთ თქმული უჩემოდაც კარგად იციან. საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია, ქოცების დისკრედიტაცია გარკვეულწილად მოხერხდა, უფრო სწორად, თვითონ ქოცებმა გაიკეთეს ჰარაკირი წლების განმავლობაში უგუნური ქმედება-უმოქმედობით, მაგრამ, საბედნიეროდ, ქოცების რეიტინგის დაცემა არ ნიშნავს ერთკაციანი პარტიების რეიტინგის აწევას. მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების პირობებში მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ, ამიტომ .. გაერთიანებულმა ოპოზიციამ შინაურ ფრონტზე უპერსპექტივო ბრძოლაზე, ანუ საქართველოს მოსახლეობიდან ამომრჩევლის მოზიდვაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა (რაც, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიოს უახლეს ისტორიაში) და ფინანსურპოლიტიკური რესურსიქართული ოცნებისუცხოეთში დამარცხებისკენ მიმართა და, სალომე ზურაბიშვილისგულმოწყალებისგათვალისწინებით, როგორც ჩანს, არცთუ წარუმატებლად.

თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ზემოთ ვთქვით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ქართველი ხალხი არ ჩაერია და ბურთი და მოედანი ისევ აშშ-სა და მის პოლიტიკურ “შნირებს” დავუთმეთ, აშშ “დამოუკიდებელ საქართველოში” კიდევ ერთხელ (დიახ, კიდევ ერთხელ, რადგან საქართველოში ზვიად გამსახურდიას შემდეგ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა. მას შემდეგ ამერიკაა ჩვენი ქვეყნის დე ფაქტო მმართველი) დაითვლის მის პოლიტიკურ “შნირთა” შორის, ვინ რამდენი ხმა აიღო… ამ ოპერიდანაა ზემოხსენებული შეწყალების აქტი, რომლის გამოც ნაცები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ, ხოლო ქოცები და მათი მხარდამჭერები ბრძოლის წაგებას აღიარებენ, მაგრამ საბოლოოდ, უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან ქართველ საზოგადოებას. ერთის ზეიმისა და მეორის დაპირების საფუძვლიანობა თუ უსაფუძვლობა ახლო მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ერთ რამეს კატეგორიულად განვაცხადებ _ ვისაც სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებასთან” (წაიკითხე, ბიძინა ივანიშვილი) შუთანხმებლად შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი, ეს ის შემთხვევაა, როცა ასეთ ადამიანს ცხონებული ავლიპი ზურაბაშვილიც ვეღარ უშველიდა.

ბრავო, ბრავო და კიდევ მრავალჯერ ბრავო ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, მამუკა მდინარაძესა და სხვა ოდიოზ ქოცებს, რომლებიც თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ქართველ საზოგადოებას: პრეზიდენტის შეწყალების აქტის შესახებ ჩვენც თქვენსავით ტელევიზიით შევიტყვეთო. ამას ისეთი არტისტიზმით ლაპარაკობდნენ, რომ თვით დიდი სტანისლავსკიც გაოცდებოდა.

რეალობაში კი, თუ ავლიპის პოტენციური პაციენტი არ ვარ, გამოდის, რომ პრეზიდენტისა და ბიძინას შეთანხმება შეიძლება ქართველი ხალხის ზურგს უკან ქოც-ნაცების გარიგებას ნიშნავდეს _ რა, კოაბიტაციური ერთობის რეჟიმის 9 წლის განმავლობაში ცოტა გვსმენია ქართველი ხალხის ზურგს უკან ქოც-ნაცთა გარიგება-მორიგების შესახებ?!

იმის მაგივრად, რომ სისხლის სამართლის დამნაშავენი, ქართველი ხალხის მწამებლები, დაპირებისამებრ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაეჭირა, ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს გაქცევის საშუალება მისცა და ახლა სამართალში მიცემული და ვითომ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი ექსპრეზიდენტი ხან ამერიკიდან, ხან ევროპიდან და აგერ ახლა უკვე უკრაინის ხელისუფლებიდან “გვეჯღანება”…

გიგი უგულავა ხომ, საერთოდ, იმდენჯერ დაიჭირეს და გამოუშვეს, რომ, მგონი, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით, იმ დაჭერობანას ეთამაშებიან _ ჯერ იყო და უკრაინაში გაქცევის მცდელობისას თბილისის აეროპორტში დააკავეს, მაგრამ რად გინდა, მოკლე ხანში მიშნაცების ამერიკელი შეფი, ჯონ მაკეინი, ჩამობრძანდა და ჩვენმა შნირმა ხელისუფლებამ უგულავა გირაოს სანაცვლოდ მეორე დღესვე გაათავისუფლა, შემდეგ კი უგულავას საქმე თაროზე შემოდო. ახლა იყო და, ის 48-მილიონიანი საქმე გაუხსენეს, რომელზეც ლიბერასტული ევროპა აყაყანდა. ბოლოს ერთმა ამერიკელმა სენატორმა ბრძანა, _ პოლიტპატიმრები გამოუშვითო და მედგარმა “შნირებმა” საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებიც თავდაპირველად ვითომ შეუვალად იდგნენ, პოლიტპატიმრები არ გვყავს, ვინ უნდა გავათავისუფლოთო, მორჩილად თავი დახარეს და აჰა, უგულავა-ოქრუაშვილი უკვე “სვაბოდაზე” არიან. როცა გაზეთის ამ ნომერს იხილავს მკითხველი, არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი “პოლიტპატიმარი” გიორგი (ჟორიკა) რურუაც შეუერთდეს ნათელაშვილის ქარვასლაში გაერთიანებულ ოპოზიციას.

დავით მხეიძე

P.S. “შნირობამუდმივი სულიერი მდგომარეობაა, ხოლო მონობა _ დროებითი ფიზიკური. საქართველო არაერთხელ ყოფილა დამონებული, მაგრამ არასოდეს _ ღირსებააყრილი, გაშნირებული. რამდენჯერაც დაგვიმონა ათასი ჯურის დამპყრობელმა, იმდენჯერვე გადავიგდეთ მონობის უღელი და ასე იქნება ხვალაც. დღეს საქართველოს უღირსი, აშშისშნირიხელისუფლება ჰყავს. ეს მოცემულობა გარკვეულ დრომდე უნდა დავითმინოთ, რადგან მოცემულობაა ისიც, რომ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველ ერს ღირსება არ დაუკარგავს, არ გაშნირებულა და ამიტომ აუცილებლადეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა”!

1 COMMENT

  1. ლენინს აქვს განმარტება მონის სამი სახის შესახებ: «Раб, сознающий свое рабское положение и борющийся против него, есть револю­ционер. Раб, не сознающий своего рабства и прозябающий в молчаливой, бессознательной и бессловесной рабской жизни, есть просто раб. Раб, у которого слюнки текут, когда он самодовольно описывает прелести рабской жизни и восторгается добрым и хорошим господином, есть холоп, хам». სულ მინდოდა მონის ამ მესამე სახისათვის ქართული შესატყვისი მეპოვნა და ვერ ვპოულობდი ხოლმე: ეს მონაც აღარ არის, ეს არის ყმა, … რა და, „შნირი“! გაიხარეთ, ძვირფასო დავით, რომ „хам“-ის ქართული შესატყვისი მაპოვნინეთ! მონას შეიძლება ეშველოს. ლენინის აზრით, ის შეიძლება რევოლუციონერი გახდეს. თქვენც ხომ ამბობთ, „მონათა აჯანყებაო“. ჩმორს კი უკვე აღარაფერი ეშველება. გმადლობთ, კარგი სტატიაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here