Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ვისაც უნდა, დარჩეს ძაბრში და იყოს “კორონტინში”, მაგრამ ვინც ჭეშმარიტი...

ვაჟა ოთარაშვილი: ვისაც უნდა, დარჩეს ძაბრში და იყოს “კორონტინში”, მაგრამ ვინც ჭეშმარიტი ქართველია, იაროს ეკლესიაში

1997
ვაჟა ოთარაშვილი

მსოფლიოში ერთერთმა გავლენიანმა ლიბერალურმა ორგანიზაციამ amnesty internationalმა ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებშიკოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული პრევენციული ზომების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა ვრცელიკვლევა”, რომელშიც საქართველოში გატარებული გარკვეული ღონისძიებები უკიდურესად კრიტიკულადაა შეფასებული. ამ კვლევის თანახმად, რიგი ზომებსა, რომლებიც ქვეყანამ ვირუსის პირველი შემთხვევისთანავე მიიღო, რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის იყო. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საგანგებო მდგომარეობით შემოღებული შეზღუდვები, მათ შორის, რომელიც სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას გულისხმობდა, მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეხო. მეტიც, “დასკვნაშინათქვამია, რომ ხელისუფლებამ აღდგომის ღამეს მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის კანონსაწინააღმდეგო გამონაკლისი დაუშვა და მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა, რაც სხვა რელიგიური კონფესიებისთვის აკრძალული იყო.

ანგარიშიმთავრდება მკაცრირეკომენდაციით”, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საგანგებო მდგომარეობით შემოღებული აკრძალვები საპატრიარქოსაც შეეხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორცკვლევაშიააღნიშნული, ქვეყანაშიპრივილეგირებული ჯგუფებისარსებობა დემოკრატიულ პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებსშეგახსენებთ, რომლიბერალურიპროპაგანდა კორონავირუსის თემაზე მანიპულაციით, უკვე დიდი ხანია, ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს. აშკარაა მოსახლეობაში პანიკისა და შიშის დათესვის მცდელობაც, რაც, ძირითადად, ეკლესიისა და საეკლესიო ღვთისმსახურების ეპიდემიის გავრცელების პოტენციურ წყაროდ წარმოჩენაში გამოიხატება

რას ემსახურება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის სახელით მოქმედი ორგანიზაციის შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რა რეაგირებას უნდა ველოდოთ ამ ორგანიზაციისრეკომენდაციებისკვალდაკვალ ხელისუფლებისგან, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ერთერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საქართველოშიკოვიდ-19”-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შესახებ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ღვთისმსახურების შეუზღუდავად გაგრძელების გამო შეშფოთებაა გამოთქმული. “კვლევაშინათქვამია, რომ თურმე დემოკრატიულ სახელმწიფოში არც ერთ რელიგიურ კონფესიას პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს და აკრძალვა ყველას თანაბრად უნდა შეეხოს. რას ემსახურება ეს კვლევა, რა აშფოთებთ რეალურად მის ავტორებს?

_ ადამიანის უფლებებს მსოფლიოში ყველაზე მეტად იცავს ქრისტიანული სწავლება, ქრისტიანული მოძღვრება და კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური ზნეობის ფუნდამენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, მაღლა დგას თუნდაც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაზე, ნებისმიერ წესდებაზე, კანონზე, კონვენციასა თუ კონსტიტუციაზე. რაც შეეხება, ვის რა აშფოთებს და აღელვებს, მათ აშფოთებთ ის, რომ საქართველო, რომელიც არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და რომელშიც დავანებულია იესო ქრისტეს კვართი, ვერ შეაშინეს ისე, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ ან დროებით მაინც თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. მათ მოსვენებას აკარგვინებს ის, რომ ვერანაირი პროპაგანდით ვერ ჩაკლეს საზოგადოებაში მაცხოვრის რწმენა, სიყვარული უფლისადმი, პირიქით _ ხედავენ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების სულ ცოტა 90% პროცენტი არის ქრისტიანი მართლმადიდებელი მრევლი, რომელთაგან 80%, მეტი თუ არა, მუდმივად დადის ეკლესიაში, აბარებს აღსარებას, ეზიარება, იცავს მარხვას და .. სხვათა შორის, ე.წ. ლიბერალური ელიტა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შფოთავს იმაზე, რომ ჩვენი ბრძენი პატრიარქის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა. და ამაღლდა არა მხოლოდ საქართველოში, მუსულიმანურ სახელმწიფოებშიც კი. წარმოიდგინეთ, ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველო არის, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა საქრისტიანოში, რომელმაც არ შეწყვიტა ღვთისმსახურება, არ დახურა ტაძრები და ჩვეულებრივად განაგრძობს მრევლის ზიარებას. ახლა ვისთვისაც ეს დისკრიმინაციაა, შეუძლია დაჯდეს სახლში და ანგარიში ანგარიშზე წეროს ქვეყანაში “დისკრიმინაციის” არსებობაზე, მაგრამ ფაქტია: ამ ქვეყანაში არც ერთი რელიგიური კონფესიისთვის რიტუალების ჩატარება არავის დაუშლია. მათ თვითონ თქვეს უარი შეკრებაზე და ეს, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია.

_ ის, რომ საქართველოში მოქმედი რიგი .. არასამთვრობო ორგანიზაციებისა ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციას ცდილობენ, არახალია, მაგრამ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში უცხოურ ორგანიზაციას, როცა უსაფუძვლოდ წერს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ხელისუფლებამ მართლმადიდებელ სასულიერო პირებსკანონის საწინააღმდეგოდგარკვეული პრივილეგიები მიანიჭა?

_ ეს ე.წ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ადგილობრივი “არასამთავრობოები”, რომელთა გრანტების თემაზე ახლა აღარ შევჩერდები, ერთი და იგივე ძალებია. უბრალოდ, მასშტაბებია სხვადასხვა. რაც შეეხება მიზანს, მათი უმთავრესი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანს წაართვან სულიერო საზრდო, დააშორონ უფალს და აქციონ დაპროგრამებულ უსულო საგნად, რომელიც მუდმივად იქნება მსოფლიო გლობალისტური ძალების ტოტალური კონტროლის ქვეშ. აი, ამას ემსახურება თანამგზავრების გაშვება, ადამიანების მასობრივი .. დაჩიპვა, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს ევროპის რიგ ქვეყნებში და, ჩემი აზრით, ამას ემსახურება ეს ახალი კორონავირუსიც. ეს არის დადგმული სპექტაკლი, რათა მოსახლეობაში დათესონ შიში, დათრგუნონ ადამიანები და შემდეგ ამ შიშით, შიმშილითა და პანიკით დაბრმავებული კაცობრიობა მართონ ადვილად. კარანტინს და ვითომ აკრძალვებს რაც შეეხება, ეს არ არის ჩვეულებრივი კარანტინი, მე მას ვუწოდეკორონტინიდა სამწუხაროა, რომ ამ ბოროტი სპექტაკლის უკან მდგომი ძალები ჯერჯერობით მიზანს აღწევენ, თუმცა მჯერა, რომ მოვა დრო, როცა კაცობრიობა გაასამართლებს ამ სატანურ ძალებს და განაჩენსაც გამოუტანს

_ დავუბრუნდეთ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციისანგარიშს”, რომელიც ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია. მსგავსანგარიშებსმმართველი გუნდის მხრიდან ყოველთვის მოსდევს გარკვეული ფაციფუცი და ქულების დაწერის მცდელობა დასავლეთის თვალში. ამ შემთხვევაშიც ხომ არ არის რამე ზომები მოსალოდნელი ქვეყანაშირელიგიური დისკრიმინაციისაღმოსაფხვრელად?

_ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ეყო ჭკუა და, მიუხედავად აქტიური წაქეზებისა “ლიბერალური” ელიტის მხრიდან, ვერ გაბედა ძალის გამოყენებით ეკლესიების დახურვა. ხელისუფლება მიხვდა, რომ მრევლის მიმართ ძალადობა, პრაქტიკულად, იქნებოდა მისი პოლიტიკური აღსასრული და ამაზე უარი თქვა. თუმცა ზოგიერთი სასულიერო პირი, მათ შორის ვაიეპისკოპოსებიც, რომლებიც ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად გაჰკიოდნენ, დარჩით სახლშიო, იუდას გზაზე აღმოჩნდნენ. ერთგვარი ძალადობა იყო მრევლზე ის განცხადებებიც, რომ არ უნდა წასულიყვნენ სააღდგომო ლიტურგიაზე, თორემ ვერ დავითვლიდით კუბოებს, საავადმყოფოები გადაივსებოდა და .. მაინტერესებს, სად არის .. მრევლის კლასტერი, რომლითაც ასე ზაფრავდნენ მოსახლეობას? რატომ არ მოხდა ის ელვისებური ეპიდემიოლოგიური აფეთქება, რომელიც, მათი პროგნოზით, აღდგომიდან ორი კვირის თავზე უნდა ყოფილიყო?! ზიარება არ შეიძლება იყოს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი, რადგან მორწმუნე მრევლი ეზიარება ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და არ შეიძლება ქრისტეს სისხლი და ხორცი ვირუსის გამავრცელებელი იყოს. პირიქით _ ზიარება არის სულიერი და ხორციელი განკურნების უბადლო საშუალება

_ იმის თქმა გინდათ, რომ ხელისუფლებამ ცრუ განგაში ატეხა?

_ ხელისუფლება, უბრალოდ, ცდილობდა, ორ მოედანზე ეთამაშა და, ერთი მხრივ, მრევლის უკმაყოფილება არ გამოეწვია, ხოლო, მეორე მხრივ, აგრესიული “ლიბერალური” უმცირესობის რისხვა არ დატყდომოდა თავს. თუმცა ცხადია, ამით ყველაფერი არ დასრულებულა და მთავრი წინ გველოდება…

_ რას გულისხმობთ?

_ ვფიქრობ, ეს ხელოვნული პანიკა არჩევნების შემდგომ უფრო გამძაფრდება და კორონავირუსის ამკორონტინსხელისუფლება უფრო გაამკაცრებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეკლესიების დაკეტვაც მოითხოვონ. ამ მიზნით, შესაძლოა, მრევლში ხელოვნურადაც გაავრცელონ ვირუსი და შემდეგ ყველაფერი დააბრალონ საპატრიარქოს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? _ თითქმის ყველა სახელისუფლო შტოში მნიშვნელოვან თანამდებობებზე არიან ჩვეულებრივი, 21- საუკუნის ხატმებრძოლები. ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში ისხდნენ ეთერში და ადამიანებს მოუწოდებდნენ, ტაძრებში არ წასულიყვნენ. მათ შორის იყვნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, დეპუტატები და მინისტრებიცხადია, ამ ხალხისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ მათთვის ეკლესია არის რაღაც ფორმალობა, რომელსაც, საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენებენრაც შეეხება ისევ იმანგარიშს”, რომელიც გვმოძღვრავს, რომ თურმე დემოკრატიულ ქვეყანაში დისკრიმინაცია არ უნდა იყოს, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჯერ ერთი _ საქართველოში არანაირი დისკრიმინაცია, მით უმეტეს, რელიგიური ნიშნით, არ არის; და მეორე _ ყველანაირ კონვენციაზე, დეკლარაციაზე, კანონზე თუ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმაზე მაღლა დგას ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია _ ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამცველი. სხვა უფლებები კაცობრიობას არ სჭირდება და მით უმეტეს არ სჭირდება ხატმებრძოლების მიერ დაცულიუფლებები”. ისე, საკვირველია, ეს .. ადამიანის უფლებადამცველები ჩვენი მართლმადიდებელი მრევლის უფლებას რატომ არ იცავენ, რომელიც უმრავლესობას შეადგენს ჩვენს ქვეყანაში? რატომ გვახვევენ თავს 0,3%-ის ბნელ, აბსურდულ აზრებს ქრისტიან მოსახლეობას?

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ის მე მაგონებს დიოკლიტიანეს პერიოდს, როდესაც ქრისტიანების დევნას წინ უძღოდა საშინელი ეპიდემიები. ეს ეპიდემიები ქურუმებმა დააბრალეს სწორედ ქრისტიანებს და ამ მიზეზით აწამეს უამრავი ადამიანი. მათ შორის, იმ პერიოდში აწამეს წმინდა გიორგიც. თითოეულ მორწმუნე ადამიანს, თითოეულ ქართველს, რომლისთვისაც სარწმუნოება მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, მოვუწოდებ, რომ იარონ ეკლესიაში, ჩააბარონ აღსარება, დაიცვან მარხვა და ეზიარონ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს; გზა მაცხროვისაკენ და არა მსოფლიო მასონური ძალების მიერ დაფინანსებული ენჯეოებისკენ. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჯეროთ სოროსის გრანტით ნაყიდ, დატრენინგებულ ჟურნალისტებს და ასევე არ უნდა დავუჯეროთ უკვე მოქრთამულ ზოგიერთ ექიმს, რომლებიც აღდგომა დღეს მრევლის გასაგონად ცოფმორეული გაიძახოდნენ: “დარჩით სახლში!”.

ვისაც უნდა, დარჩეს ძაბრში და იყოს “კორონტინში”, მაგრამ ვინც ჭეშმარიტი ქართველია, იაროს ეკლესიაში და პირჯვარი გამოისახოს; წირვა-ლოცვა აღავლინოს, რათა გადარჩეს ერი ჩვენი ივერთა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here